კითხვა: მოგესალმებით, ბადლობას გიხდით წინასწარ, კითხვა შემდეგში მდგომარეობს, მყავს 11 წლის ბიჭი, რომელსაც ყოველღამე უწითლდება ან ერთი ყური ან მეორე და როცა უწითლდება შიგნიდან გრძნობს საშინელ სიმხურვალეს. ბავშვი ამით ძალიან იტანჯება. ეს ხდება მხოლოდ ღამის საათებში.რა შეიძლება იყოს და ვის მივმართოთ?
პასუხი:
მოგესალმებით,
ზუსტი პასუხის გაცემა შეუძლებელია, თუმცა, სავარაუდოდ ჩივილების გამომწვევია გარე ოტიტი – ეს არის დაავადება, რომელიც წარმოადგენს ყურების ანთებით პროცესს. ოტიტი არსებობს:
- მწვავე;
- საშუალო;
- ქრონიკული ფორმების;
- ერთმხრივი ან ორმხრივი.
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ოტო–რინო–ლარინგოლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:
- ოტოსკოპია;
- ტიმპანომეტრია და ა.შ.
აუცილებელია, დროულად გაიაროთ კონსულტაცია შესაბამის სპეციალისტთან.
მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში ოტო–რინო–ლარინგოლოგს. „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ჩვენ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!