კითხვა: 2 თვის წინ 3 წლის ანდრია,ბრონქებზე მკურნალობდა,მეორე წელია უმწვავდება.რომელი კურორტია მისთვის ყველაზე სასარგებლო.ვცხოვრობთ დასავლეთში.
პასუხი:

მოგესალმებით,
ბრონქიტი ბრონქების ანთებითი დაავადებაა. მწვავე ბრონქიტი, ჩვეულებრივ, ინფექციური ფაქტორების (უმეტესად - ვირუსების, ზოგჯერ - ბაქტერიების, სოკოების) ზემოქმედებით არის გამოწვეული, ზოგ შემთხვევაში კი ბრონქების ლორწოვანზე ქიმიური ნივთიერებების (აზოტის ჟანგის, გოგირდოვანი გაზის, ლაქის, საღებავის და ა.შ., მჟავების, ტუტეების, ტოქსიკური ნაერთების) ან ჰაერში არსებული მავნე ნაწილაკების (თამბაქოს კვამლის, მტვრის, აეროზოლის კომპონენტების) ზეგავლენის შედეგია.
ბრონქიტის დროს ინფექციური ან არაინფექციური ფაქტორების ზემოქმედებით ზიანდება ბრონქების ლორწოვანი გარსის უჯრედები, მათ აღსადგენად კი ორგანიზმს დრო სჭირდება.
ვირუსულ-ბაქტერიული ინფექციის შესაძლო მონაწილეობის გათვალისწინებით, ინიშნება ანტიბაქტერიული მკურნალობა. არასრული რემისიის პერიოდში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფიზიოთერაპიულ პროცედურებს. რემისიის პერიოდში ტარდება სანატორიულ-კურორტული მკურნალობა ზღვის სანაპიროზე ან მთაში.
მთის კურორტებიდან საუკეთესოა აბასთუმნის და ბახმაროს კურორტები .
თუმცა ,მდგომარეობის დაზუსტების და პედიატრის რეკომენდაციების მისაღებად , გირჩევთ მიმართოთ მკურნალ ექიმს ან ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, რადგან "ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა