მეზენტერიული ლიმფადენიტი - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: 7 წლის ბიჭი აქვს მეზენტერიალური ლიმფური ჯირკვლები ჭარბად გამოხატული დაქვეითებული ექოგენობის აწუხებს ტკივილი მუცლის არეში, რა შეიძლება იყოს?
პასუხი:

მოგესალმებით,
დისტანციურად ზუსტი პასუხის გაცემა შეუძლებელია, თუმცა მოგაწოდებთ ზოგად ინფორმაციას.
მუცლის ტკივილი ძალზე გავრცელებული სიმპტომია, ამიტომ ხშირად ექიმი გამოკვლევათა მთელ წყებას ატარებს ამ სიმპტომის თანხლებით მიმდინარე სხვა დაავადებების გამოსარიცხად.
ზოგადად, მეზენტერიული ლიმფადენიტისთვის დამახასიათებელია შეტევითი ტკივილები მუცელში, ჭიპის მიდამოში. მოსალოდნელია მუცლის ფარის გაღიზიანების ნიშნებიც. ქირურგიული ჩარევისას ნახულობენ გადიდებულ, გაწითლებულ (ჰიპერემიულ) და შეშუპებულ ლიმფურ კვანძებს.
საჭიროა დიაგნოსტიკური ტესტები, მდგომარეობის შეფასება სხეულის ტემპერატურისა და არტერიული წნევის გაზომვით იწყება. ამის შემდეგ ექიმი ამოწმებს ენას (მშრალი ხომ არ არის), პულსს (აჩქარებული ხომ არ არის), მერე კი იწყება მუცლის ღრუს კვლევა – აუსკულტაცია (მუცლის ხმიანობის მოსმენა), პერკუსია (ხმიანობის შემოწმება თითების კაკუნით), პალპაცია (ხელით მოსინჯვა).
გირჩევთ, მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში ქირურგს.
"ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა