სველი ხველა ბავშვებში - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: სალამი 6 თვის მყავს პატარა.. სველი ხველის გამო ერთ თვეში რამდენჯერმე მოუწია ანტიბიოტიკის მიღება და რამდენად საშიშია ?
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. სველი ხველისთვის დამახასიათებელია ლორწოვანი ნახველი.
მისი შეწყვეტისთანავე - ხველაც შეწყდება. ასეთი ხველა არის ბრონქიტების ან პნევმონიების დროს, რაც მოახლოებული გამოჯანმრთელების მანიშნებელია.
პედიატრი ბავშვს უნიშნავს ამოსახველებელ საშუალებებს, ზოგჯერ ანტიბაქტერიულ პრეპარატებსაც.
თუ თქვენს პატარას მედიკამენტური თერაპია დანიშნული აქვს პედიატრისგან, საშიში არაფერია.
მიჰყევით მის რეკომენდაციას და ჩააყენეთ მკურნალობის მიმდინარეობაში.
"ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა