მოგესალმებით,
ბრტყელტერფიანობა ტერფის ერთობ გავრცელებული პათოლოგიაა. ამ დროს ტერფი ბრტყელდება და ამორტიზაციის უნარს კარგავს, რის გამოც ადამიანი სიარულისას ძლიერ იღლება და ტკივილიც აწუხებს.
ტერფის ნაწილები ერთმანეთს კუნთებითა და მყესებით უკავშირდებიან. მყესები შემაერთებელქსოვილოვანი ზონარებია, რომლებიც ძვლებს ჭიმავს და ტერფს დამახასიათებელ თაღისებრ ფორმას აძლევს.
თუკი ბრტყელტერფიანობას დროულად არ უმკურნალებთ, მას შეიძლება წელის დისკოს თიაქარი, რადიკულიტი და ოსტეოქონდროზიც დაერთოს.
ბრტყელტერფიანობის განვითარების სხვადასხვა საფეხურზე სხვადასხვაგვარად მკურნალობენ. პირველ და მეორე სტადიებზე თერაპია ელექტროფიზიოლოგიურ და ფიზიოთერაპიულ მეთოდებს მოიცავს.
ასევე, მკურნალობაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა სუპინატორების გამოყენებას.
შეგიძლიათ, მოიყვანოთ ბავშვი ჩვენს კლინიკაში ტრავმატოლოგ ზურაბ ორგაველიძესთან კონსულტაციაზე, ანამნეზის შეკრების შემდეგ კი, შეერჩევა მკურნალობის ინდივიდუალური კურსი.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/27
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!