კითხვა: გამარჯობა. მაინტერესებს რისი ნიშანია ხელზე (კერძოდ, ვენებთან პატარა დალურჯება), სახეზე გამონაყარი, ჰაერის უკმარისობა, ძვლების ტკივილი( როდესაც გინდება ხელების "გატყლაშუნება"), ცხვირიდან სიხლდენა (ჯერჯერობით 2-3-ჯერ მქონდა ინტენსიური სისხლდენა, რომელიც რთულად წყდებოდა, იმის გამო, რომ ძლიერად ვიხოცავდი ცხვირს, რამაც გააძლიერა ეს პროცესი.) ? შესაძლებელია 14 წლის მოზარდში ამ სიმპტომების მიხედვით ლეიკემის არსებობა?
პასუხი:

მოგესალმებით,
შესაძლოა თქვენს მიერ აღწერილი სიმპტომები არ უკავშირდებოდეს სისხლის დაავადებას, მაგრამ დისტანციურად მათ ვერც გამოვრიცხავთ, ვინაიდან აღწერილი სიმპტომებით ბევრ მსგავსებას ვხედავთ. ამიტომ რაკი ეჭვი საფუძვლიანია გირჩევთ მიბრძანდეთ ჰემატოლოგთან, კონსულტაციისას თავდაპირველად უნდა მოხდეს ანამნეზის შეგროვება და პაციენტის გულდასმით გასინჯვა.
გარდა ამისა კეთდება:

  • სისხლის საერთო ანალიზი;
  • პერიფერიული სისხლის ნაცხი;
  • ბაზალური ბიოქიმიური ტესტი.

ამ ანალიზების ჩატარების შემდეგ აღმოჩენილი დარღვევებით, შესაძლოა განისაზღვროს დაავადება, თუმცა საბოლოო დიაგნოზი ძვლის ტვინის ბიოფსიით ისმება.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად და ზუსტი დიაგნოსტირებისათვის გირჩევთ, მიმართოთ ასაკობრივ კლინიკას, "ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პირებს.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა