ელენთის კისტა ( დამატებითი პასუხი ) - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: გამარჯობა. 4 წლის გოგონას აღმოაჩნდა ელენთაში 0,6 სმ კისტა. გვირჩევენ ოპერაციას. რამდენად რთულია ოპერაცია და რისკი იმისა რო ბავშვმა დაკარგოს ელენთა. გმადლობთ.
პასუხი:

მოგესალმებით,
როგორც წინა შეტყობინებაში უკვე მოგახსენეთ, კისტები კლასიფიცირდება როგორც პირველადი ან მეორადი (შეძენილი). პირველადი კისტა, როგორც წესი, თანდაყოლილია.
ელენთის კისტების ოთხმოცი პროცენტი - ფსევდოკისტებია, რომლებიც დაკავშირებულია ინფექციასთან.
ქირურგიული ოპერაცია მკურნალობის, დიაგნოსტიკისა და ორგანიზმის ფუნქციათა კორექციის მიზნით პაციენტის ქსოვილებსა და ორგანოებზე კომპლექსური მოქმედებაა, რომელსაც შესაძლოა თან სდევდეს ნეგატიური მოვლენები.
საფრთხემ და გართულებებმა შესაძლოა თავი იჩინოს როგორც ოპერაციის მსვლელობისას, ისე ადრეულ და გვიან ოპერაციის შემდგომ პერიოდებში.
გირჩევთ, მიმართოთ მკურნალ ექიმს და სთხოვოთ მას, მოგაწოდოთ ინფორმაცია შესაძლო რისკ–ფაქტორებთან დაკავშირებით. რადგან, სწორედ მას შეუძლია ობიექტური და ამომწურავი პასუხის გაცემა, პაციენტის ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ , ამ ეტაპზე სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა