კითხვა: გამარჯობა 1.6 წლის ბავშვს დაბადებიდან ოფლი არ გამოეყოფა. სიცხეში ტემპერატურა ასდის 38.5 ფიზიკური გაგრილების შემთხვევაში ჩამოსდის 36.6 არცერთი კბილი ჯერ არ ამოსვლია. ყველა ანალიზი ნორმაში აქვს. მაინტერსებს პრაქტიკაში თუ გქონიათ? ან რითი შეიძლება ვუმკურნალო?
პასუხი:

მოგესალმებით,
თუ თქვენი პატარა საერთოდ არ გამოყოფს ოფლს ,მაშინაც კი როდესაც მაღალი ტემპერატურის შემდეგ ტემპერატურა დაბლა ჩამოდის , ეს მნიშვნელოვანი გარემოებაა და შესაძლოა უკავშირდებოდეს ან ნერვული სისტემის ან საოფლე ჯირკვლების პათოლოგიას .
ზუსტი დიაგნოსტირებისათვის აუცილებელია, კონსულტაცია გაიაროთ ბავშვთა ნევროლოგთან და ენდოკრინოლოგთან.
მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, რადგან „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ამ ეტაპზე, სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა