ჰიპერაქტიური ბავშვი - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: მოგესალმებით მყავს ძალიან ცელქი 8 წლის ბიჭი. რომელ ექიმს მივაკითხოთ რომ დავადგინო ხომ არ არის "ჰიპერაქტიული"
პასუხი:

მოგესალმებით,
ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირების, ანუ ნეირობიოლოგიური დარღვევით გამოწვეული სიმპტომების ერთობლიობას.
თუ ბავშვს სკოლაში აქვს სწავლისა და კლასელებთან, მასწავლებლებთან ურთიერთობის პრობლემები, თუ იგი ვერ ახერხებს კონცენტრაციას საკლასო ოთახში, არ ასრულებს და თავს არიდებს სამუშაოს - შესაძლოა, მას ჰქონდეს ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი.
ძირითადი მახასიათებლებია:

  • ადვილად ეფანტება ყურადღება;
  • უჭირს კონცენტრაცია ისეთ დავალებებზე, რომლებიც მის ინტერესს არ იწვევს, მაგ. საშინაო დავალება; მაშინ როდესაც, შეუძლია საათობით უყუროს ტელევიზორს, ან ითამაშოს კომპიუტერზე;
  • საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობას;
  •  ხშირად კარგავს ნივთებს;
  • არ შეუძლია ლოდინი;
  •  ხელებსა და ფეხებს მოუსვენრად ამოძრავებს, ცქმუტავს სკამზე;
  •  ბევრს დარბის, მოუსვენრობს;
  • უჭირს საკუთარი ჯერის დალოდება;
  •  ყოველთვის მზადაა გასაქცევად;
  •  მოქმედებს დაუფიქრებლად;
  • ერევა ლაპარაკში და იჭრება სხვა ბავშვების თამაშის პროცესში;
  •  ერთვება ფიზიკურად საშიშ ქმედებებში და არ ფიქრობს შედეგებზე;
  •  ზოგ შემთხვევაში აგრესიულია და შემტევი.

სასურველია ბავშვის მიმართ გამოიჩინოთ სწორი დამოკიდებულება, ჩხუბითა და მუქარით ვერაფერს მიაღწევთ.
გირჩევთ, მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში ნევროლოგს.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ სამწუხაროდ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა