ანტისტრეპტოლიზინის მაღალი მაჩვენებელი - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: გამარჯობა. 9 წლის ბავშვს აქვს ანტისტრეპტოლიზინის რაოდენობა 511 რევმატოლოგმა ვერ გაიგო რის გამოა ეს მაჩვენებელი ამხელა. რა ვქნა ვის მივმართო?
პასუხი:

მოგესალმებით,
სისხლში ერთჯერადად ანტისტრეპტოლიზინის მომატება არ მიუთითებს დაავადების სიმძიმეზე.
სწორი დაიგნოსტირებისთვის ანტისტრეპტოლიზინი რამდენჯერმე უნდა განისაზღვროს სისხლში და რამდენიმე კვირიანი (2-4 კვირა) შუალედით გაკეთებული ანალიზის მონაცემები უნდა შეფასდეს.
ანტისტრეპტოლიზინი ,ეს არის ანტისხეული ,რომელიც A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიტიკური სტრეპტოკოკის მიერ გამომუშავებული სტრეპტოლიზინის წინააღმდეგ გამომუშავდება ადამიანის ორგანიზმში და წარმოადგენს მწვავე სტრეპტოკოკული ინფექციის მარკერს.
რევმატოლოგიურ პრაქტიკაში ანტისტრეპტოლიზინის კვლევა გამოიყენება რევმატული პროცესის დინამიკაში დასაკვირვებლად, თუმცა ის სტრეპტოკოკით გამოწვეული ბევრი სხვა ინფექციის შემთხვევაშიც გამომუშავდება და ამდენად, მისი დონის მომატების შემთხვევაში, სხვა დაავადებების არსებობაზეც უნდა ვიფიქროთ. კერძოდ, შესაძლოა პაციენტს ჰქონდეს ოტო–რინო–ლარინგოლოგიური დაავადებები, ანუ ანგინა, ქრონიკული ტონზილიტი და ა.შ.
უმჯობესია მიმართოთ ყელ–ყურ–ცხვირის ექიმს, ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა