კითხვა: გამარჯობა 5წლის ბავშვს ძალიან ასტკივდა საღამოთი ყური კი ძალიან ბევრი ჩირქი წამოუვიდა ვითომ აპკი გასკდა და წამოვიდა ჩირქიო არ ესმის ყურში შეიძლება თუარა ამ დროს აღდგეს სმენა?
პასუხი:

მოგესალმებით,
შუა ყურის ანთება ანუ შუა ოტიტი მოზრდილებზე ხშირად პატარებში, ჩვილი და ადრეული ასაკის ბავშვებში გვხვდება. შუა ოტიტის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს ცხვირ-ხახიდან შუა ყურის ლორწოვან გარსზე ინფექციის გავრცელება. მწვავე შუა ოტიტის სიმპტომებია:

  • მფეთქავი (მოპულსირე) ტკივილი ყურის არეში;
  • სმენის დაქვეითება;
  • ტემპერატურის მომატება;
  • ჩირქოვანი გამონადენი ყურიდან (უმეტესად - პირველი დღე-ღამის განმავლობაში, ზოგჯერ კი დაავადების პირველივე საათებში).

თუ მკურნალობა დროულად დაიწყო და სათანადოდ ჩატარდა, მწვავე ოტიტი სავსებით იკურნება, ორგანიზმის დასუსტების, იმუნური სტატუსის დაქვეითებისა და სხვა არახელსაყრელი პირობების არსებობის შემთხევაში კი შესაძლოა ქრონიკულ ფორმაში გადაიზარდოს. ასეთ დროს ყურიდან მუდმივად ან პერიოდულად მოედინება ჩირქი (ოტორეა), სმენა კი სტაბილურად დაქვეითებულია.
გირჩევთ, მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას. ქირურგიის ეროვნული ცენტრი ემსახურება 15 და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა