კითხვა: გამარჯობა, ვარ 15 წლის დამისივდა მარცხენა ფეხი მაქვს გულისრევა თავბრუსხვევა და სიცხე რისი ბრალი შეიძლებაიყოს?
პასუხი:

მოგესალმებით,
იზოლირებულად ერთი კიდურის შეშუპება, ცხელება და ახალგაზრდა ასაკი გვაფიქრებინებს, რომ უნდა იყოს კანის ინფექცია, ე.წ. წითელი ქარი, იგი ძირითადად იწყება კიდურის შეშუპებითა და კანის შეწითლებით, რაც გამოწვეულია სტრეპტოკოკული ინფექციით.
ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ვერ გამოვრიცხავთ თრომბოფლებიტსაც (ვარიკოზული ვენების ანთება) .
თქვენ გესაჭიროებათ ქირურგის კონსულტაცია, სისხლის საერთო ანალიზი. აგრეთვე, სისხლში გლუკოზის გამოკვლევა და ქირურგის გადაწყვეტილებით, დოპლეროგრაფია.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც დახმარებას გაგიწევთ მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი.
იქიდან გამომდინარე, რომ ბრძანდებით არასრულწლოვანი, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ვალდებულნი ვიქნებით, საქმის კურსში ჩავაყენოთ თქვენი მშობელი ან კანონიერი მეურვე.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა