სისხლიანი განავალი - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: გამარჯობათ ჩემი შვილი 4 წლისაა რამოდენიმე დგის წინ სულ სისხლზეგავიდაა ?მეორეჯერ გავიდა ესე რა გავაკეთო
პასუხი:

მოგესალმებით,
გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირება დისტანციურად შეუძლებელია, თუმცა, ყველაზე ხშირად რექტალურ სისხლდენას ჰემოროიდი (ბუასილი) ან ანუსის ნაპრალი იწვევს, თუმცა ანგიოდისპლაზიამ (ნაწლავის სისხლძარღვების ანომალია), პოლიპმა, ყაბზობამ, დიარეამ, დივერტიკულოზმა (პარკისებრი გამოდრეკა ნაწლავის კედელზე), ნაწლავთა გაუვალობამ, პროქტიტმა და სწორი ნაწლავის ერთეულმა წყლულმაც შეიძლება გამოიწვიოს.
აუცილებლად და გადაუდებლად მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას !
"ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკი მქონე პაციენტებს, ამიტომ სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა