მოგესალმებით,
გულის შუილი ბავშვებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა. იგი უმეტესად უწყინარია და ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის.
გულის ფუნქციური შუილი პათოლოგიის ნიშანი შეიძლება არ იყოს ,ვინაიდან გულსა და მაგისტრალურ სისხლძარღვებში გამავალი სისხლის ხმიანობა ამ ასაკში ასევე შუილად აღიქმება .
პათოლოგიის გამორიცხვის მიზნით ტარდება რამდენიმე დამატებითი კვლევა, ესენია:
- გულმკერდის რენტგენოგრაფია;
- ელექტროკარდიოგრამა;
- ექოკარდიოგრაფია.
უნდა მიმართოთ ბავშვთა ასაკის ნებისმიერ კლინიკას ,რომელნიც თბილისში რამოდენიმეა , მაგალითად ჯო-ენის სახელობის ,ციციშვილის სახელობის,ჟვანიას სახელობის ,იაშვილის სახელობის .
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს ,ხოლო რომელიმე სხვა კლინიკას ,კონკრეტულად , რეკომენდაციას ვერ გავუწევთ, რადგან ეს მხოლოდ ჩვენი სუბიექტური აზრი იქნება.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/bavshvta-asakis-daavadebebi/25
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!