კითხვა: გამარჯობა მადლობა ყურადღებისთვის და თითოეული პასუხისთვის.6 წლის ბავშვს მკერდის შიგნით აქვს კვანძი (სავარაუდოთ ლიმფური ) რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული ან რომელ ექთან უნდა მივიყვანო?
პასუხი:
მოგესალმებით,
სამწუხაროდ ზუსტი პასუხის გაცემა რთულია, ლიმფური კვანძის გადიდება მრავალ ფაქტორთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. პირველ რიგში ეს არის ინფექცია, რეაქცია ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე.
მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, რადგან „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით გისურვებთ ჯანმრთელობას!