კითხვა: გამარჯობა. შეიძლება თუ არა სამი წლის ბავშვისთვის გლანდების ოპერაციის გაკეთება?
პასუხი:

მოგესალმებით,
ნუშურა ჯირკვების ანთებას ტონზილიტი ეწოდება, რომელიც გამოწვეულია ბაქტერიული ,სოკოვანი ან ვირუსული ინფექციით.
ჩივილების და ობიექტური მონაცემების გათვალისწინებით, მწვავე ტონზილიტის დიაგნოზის დასასმელად, პირველ რიგში, ექიმი ადგენს, რამ გამოიწვია ყელის ტკივილი და თანდართული ჩივილი, ბაქტერიული ფონია ეს თუ ვირუსული, ყოველივე ამის გათვალისწინებით, მკურნალობა ოპერაციული იქნება თუ კონსერვატიული, მხოლოდ მკურნალი ექიმის პრეროგატივაა.
გირჩევთ, მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, "ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის პაციენტებს.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა