მენჯ–ბარძაყის სახსრის დისპლაზია - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: გამარჯობა. 7თვის პატარა მყავს რენდგენი გადავუღეთ მენჯ ბარძაყზე და ორთოპედი მეუბნება აქვს ორივე ფეხზე დისპლაზია .ოღონდ არა საგანგაშოო. მეუბნება არის სპეციალური მასაჟების კურსი ელექტრო ფორეზთან ერთად სულ 3 სეანსი თან იმასაც მეუბნება რომ არაა საგანგაშო ისედაც შეიძლება გაიაროს უბრალოდ მერე არ ინანოთ რომ არ ქენით ეგ პროცედურებიო.თქვენი აზრი მაინტერესებს ესე უხეშად ჩარევა თუ არის საჭირო როცა რამე პათოლოგიასთან არ გვაქვს საქმეე.მირჩიეთ რა ვქნა. ცალკე მხოლოდ სამკურნალო მასაჟებზე ხომ არ ვატაროო.მადლობთ წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია გულისხმობს სახსრის კომპონენტების განუვითარებლობას, სახელდობრ, მათ უმწიფრობას ამოვარდნილობის გარეშე, რაც შემაერთებელი ქსოვილის განვითარების დარღვევისა და მისი სისუსტის შედეგია.
მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიის, ქვეამოვარდნილობისა და ამოვარდნილობის კონსერვატიული მკურნალობა კომპლექსურია. გარდა სამკურნალო ფიზკულტურისა და მასაჟისა, რომელიც სპეციალისტმა უნდა გააკეთოს, ტარდება:

  •  ფიზიოპროცედურები, რაც გულისხმობს: ელექტროფორეზს, გავა-წელზე და მენჯ-ბარძაყის სახსარში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად; პარავერტებრული და დუნდულა კუნთების ელექტროსტიმულაციას;
  •  ბალნეოპროცედურები – თბილი შეფუთვა, პარაფინის და ოზოკერიტის აპლიკაციები;
  •  მედიკამენტური მკურნალობა – კალციუმისა და ფოსფორის პრეპარატების, პოლივიტამინების მიღება.

ჩვენს კლინიკაში კიდურების დაგრძელება, ელიზაროვის კომპრესიულ-დისტრაქციული აპარატით, უპირატესად სამედიცინო ჩვენების საფუძველზე ხდება, რაიმე პათოლოგიის შემთხვევაში.
სამწუხაროდ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით, რადგან "ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს.
გირჩევთ, მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, ან მიჰყვეთ მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა