მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის მუკოიდური კისტა;
- თანმდევი ჩივილები;
- მუკოიდური კისტის მკურნალობის მეთოდები.
მუკოიდური კისტა არის ანთებითი წარმონაქმნი, რომლის არსებობას ხშირად სიმტომები არ ახლავს. შემაწუხებელი ხდება მხოლოდ ინფიცირების შემთხვევაში. ამ დროს აღინიშნება ტკივილი შესაბამის მიდამოში, სხვადასხვა ხასიათის გამონადენი ცხვირიდან.
ინფიცირების (ან სინუსიტის გამწვავების) შემთხვევაში აუცილებელია სრულყოფილი თერაპიული მკურნალობა და თუ თერაპიული მეთოდით პრობლემის მოგვარება ვერ მოხერხდა, ტარდება ენდოსკოპური ოპერაცია წიაღებზე კისტის მოშორების მიზნით.
პირველ რიგში აუცილებელია დინამიკაში დაკვირვება, რათა დადგინდეს არის თუ არა იგი მზარდი.
გირჩევთ, მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში ოტო–რინო–ლარინგოლოგს.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვერ დაგეხმარებით.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/bavshvta-asakis-daavadebebi/25
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!