ბავშვთა ნევროლოგია - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: გამარჯობა .მყავს 10 წლის ბავშვი.წელიწადში ორჯერ ან სამჯერ იცის ტკივილი მარცხენა წარბისა და თვალის არეში.ეს ხდება დილით 8 საათიდან 10 საათამდე. გამაყუჩებელი თუ არ მიიღო არ გაუვლის.ტკივილი არის ძლიერი შეტევითი.ნევროლოგმა დაუდგინა ნერვის ანთება და ვიმკურნალეთ.მაგრამ ეს დროებითია.ასეთი ტკივილი გრძელდება 3-5 დღე.შემდეგ გავა რამოდენიმე თვე ასე 6-7 და ისევ მოუვლის.ტკივილის დროს თვალი უწითლდება და თანაც უპატარავდება.მაინტერესებს ეს შაკიკი ხომარაა.მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
სავარადოდ, საუბარია სამწვერა ნერვის ნევრალგიაზე, რომელიც ფესვის ქრონიკული დაავადებაა, რომლის ძირითადი სიმპტომია შეტევისნაირი ტკივილი ნერვის ერთი, ორი ან ყველა ტოტის ინერვაციის ზონაში. სამწვერა ნერვის ნევრალგიის დროს ტკივილი ხშირად მკვეთრადაა გამოხატული.
მისთვის დამახასიათებელია, ტკივილი სახის ნახევარში, სამწვერა ნერვის ერთი ან რამდენიმე ტოტის საინერვაციო მიდამოში. ტკივილი ერთბაშად აღმოცენდება და მწვავეა.
მიმოწერის რეჟიმში, ვერ მოგახსენებთ შესაძლებელია თუ არა, პატარას ჩივილების გამომწვევი მიზეზი იყოს შაკიკი.
გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან, სთხოვეთ გაგაცნოთ საქმის ვითარება და მკურნალობის გეგმა.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა