კითხვა: გამარჯობა მყავს 7 წლის შვილი.27 კილო.ექიმმა დაუნიშნა ჰელმადოლი 2 აბი ერთჯერ დღეში.5 დღე.მაინტერესებს ეს დიდი დოზა ხომ არაა ამხელა ბავშვუსთვის?
პასუხი:

მოგესალმებით,

ჰელმადოლი წარმოადგენს ანტიჰელმინთურ (ჭიების საწინააღმდეგო) პრეპარატს.
პრეპარატის დოზის დადგენა ხდება ინდივიდუალურად, ინვაზიის სახეობისა და პაციენტის სხეულის წონის მიხედვით.
ნებისმიერ შემთხვევაში, 7 წლის ასაკში მაქსიმალური რაოდენობა პრეპარატის მიღებისა არის 800 მგ.
მიჰყევით მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს და დამოუკიდებლად ნუ შეიტანთ დანიშნულ მკურნალობაში ცვლილებებს.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა