კითხვა: გამარჯობა მყავს 3წლის გოგონა რომელსაც ერთი კვირის წინ გაუკეთეთ გლანდების ოპერაცია. ვასმევ ანტიბიოტიკს,ასევე ალერგიის საწინააგმდეგო სიროპს და ყელშიც სპრეის სახით ვასხამ წამალს რაც დაგვინიშნეს.მიუხედავად ამისა მაინც ოპერაციის მერე აქვს სიცხეები საღამოს 38 და 2 ხაზი აქვს ხოლმე.რისი ბრალი შეიძლება იყოს ამდენი ხანი ეს ტემპერატურის მატება.მადლობა წინასწარ
პასუხი:
მოგესალმებით,
ტემპერატურული რეაქცია, ტონზილექტომიის – გლანდების ამოჭრის თანმდევი პროცესია, რომელიც უმეტეს შემთხვევაში 2-3 კვირა გრძელდება.
სასურველია, მიიყვანოთ ბავშვი იმ ექიმთან, რომელმაც ჩაატარა ოპერაცა , რათა დათვალიერდეს სასის ტონზილური ნიშები და მასში არსებული ნადების სისქე. რის შემდეგაც მოგეცემათ რეკომენდაცია მკურნალობის შესახებ.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/bavshvta-asakis-daavadebebi/25
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს. ამიტომ, ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!