გინეკოლოგიის დეპარტამენტი

გინეკოლოგიის დეპარტამენტი სადღეღამისო რეჟიმში სთავაზობს ქალბატონებს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას.

დეპარტამენტში შესაძლებელია ყველა გინეკოლოგიური პრობლემის გადაჭრა დაავადების დროული აღმოჩენისა და შემდგომი სწორი და ეფექტური მკურნალობის გზით.

გინეკოლოგიურ დეპარტამენტში წარმოებს ყველა სახის სამკურნალო–დიაგნოსტიკური კვლევა, თერაპიული და ქირურგიული მკურნალობა ისეთი პათოლოგიების შემთხვევაში როგორიცაა: საშვილოსნოს და მისი დანამატების სიმსივნური პათოლოგიები, პრე და პოსტმენოპაუზის პერიოდები, სხვადასხვა გენეზის სისხლდენა საშვილოსნოდან, ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს დაწევა და გამოვარდნა, ორსულთა პატრონაჟი, უშვილობის დიაგნოსტირება და ოპერაციული მკურნალობა და სხვა.

აქ ხორციელდება ნებისმიერი სირთულის ოპერაცია როგორც ღია, ისე ლაპაროსკოპიული მეთოდით.

საშვილოსნოს ყელის კიბო ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში.

მოგეხსენებათ, საშვილოსნოს ყელის კიბო  განეკუთვნება ისეთ დაავადებათა რიცხვს, რომელიც ექვემდებარება ადრეულ დიაგნოსტირებასა და მკურნალობას, ასევე შესაძლებელია მისი პრევენცია რეგულარული სკრინინგით. სწორედ ადრეული დიაგნოსტირების, პრევენციისა და მკურნალობის მიზნით, უამრავი პაციენტი სარგებლობს ქირურგიის ეროვნულ ცენტრის სკრინინგ–პროგრამით.

აღსანიშნავია, რომ კლინიკაში გინეკოლოგიურ ოპერაციათა უმეტესობა ხორციელდება ლაპარასკოპიული მეთოდით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დედობის სურვილის მქონე რეპროდუქციული ასაკის მქონე ქალებისთვის. ამასთან, ლაპარასკოპიულ ოპერაციას საკმაოდ ბევრი უპირატესობა აქვს. უპირველეს ყოვლისა ნაკლებტრავმულია, ამიტომ რეაბილიტაციის პერიოდიც უფრო სწრაფად და ადვილად მიმდინარეობს, ოპერაციის შემდგომი პერიოდიც გაცილებით ხანმოკლე და მსუბუქია. ასევე განსაკუთრებული მოვლა, წოლითი რეჟიმი და ფიზიკური აქტივობის შეზღუდვა საჭირო არ არის, პოსტოპერაციული გართულების რისკი ნაკლებია, თითქმის ნულს უტოლდება. ამ ყველაფერს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის, მაგალითად, დიაბეტით დაავადებულთათვის (ამ დაავადების მქონე პაციენტებში შეხორცების პროცესი ძალიან რთულად მიმდინარეობს).

ამბულატორიულ გინეკოლოგიაში წარმატებით სრულდება საშვილოსნოს ყელის სკრინინგი (კოლპოსკოპია, პაპ–ტესტი, ნაცხის ბაქტერიოსკოპია). საჭიროების შემთხვევაში – საშვილოსნოს ყელის ბიოფსია, მისი ციტოლოგიური შესწავლა.

დეპარტამენტები

ექიმები

სიახლეები

აქციები