აქვა მარის 30მლ ცხ/აეროზოლი

აქვა მარისი
(AQUA MARIS)

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: ნაზალური სპრეი დოზირებული ფლაკონში 30 მლ,  შეიცავს ადრიატიკის ზღვის წყალს ნატურალური მარილებით და მიკროელემენტებით

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბუნებრივი წარმოშობის პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისთვის ოტორინოლარინგოლოგიაში

ფარმაკოლოგიური თვისებები: სტერილიზებული და იზოტონურ მდგომარეობამდე მიყვანილი ზღვის წყალი უზრუნველყოფს ცხვირის ღრუს ლორწოვანის ნორმალურ ფიზიოლოგიურ მდგომარეობას, ხელს უწყობს ლორწოს გათხიერებას, აუმჯობესებს მოციმციმე ეპითელიუმის ფუნქციას, რაც აძლიერებს ცხვირის ლორწოვანი გარსის რეზისტენტობას ბაქტერიების და ვირუსების მიმართ. პრეპარატი უზრუნველყოფს მტვერის, ალერგენების ჩამორეცხვას ცხვირის ლორწოვანი გარსიდან.

ჩვენებები:
ცხვირის ტუალეტი და ცხვირით სუნთქვის გაუმჯობესება, ადენოიდიტები ბავშვებში, ცხვირის ღრუს და ცხვირხახის მწვავე და ქრ. დაავადებები, პოსტოპერაციული პერიოდი ცხვირზე ქირურგიული ჩარევის შემდეგ, ალერგიული და ვაზომოტორული რინიტები, ცხვირის ღრუს ინფექციების პროფილაქტიკა, მავნე ზემოქმედებისგან ზედა სასუნთქი გზების დაცვა (თამბაქოს მწევლები, მტვრიან საამქროში მომუშავეები)

დოზირება: ბავშვებში 1-7 წლამდე 1-2 შესხურება 1-3-ჯერ დღეში, 7-16 წლამდე 2 შესხურება 4-ჯერ დღეში, მოზრდილებში 2-3 შესხურება 6-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი შეადგენს 2-4 კვირას, განმეორებითი კურსი 1 თვის შემდეგ

გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია ალერგიული რეაქციები

განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატი არ შეიცავს სინთეზურ დანამატებს, შესაძლებელია მისი გამოყენება ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში

ვადა:  2 წელი, ფლაკონის გახსნის შემთხვევაში გამოყენება შესაძლებელია 45 დღის განმავლობაში

მწარმოებელი: ხორვატია, JADRAN