დანაზოლი
DANAZOL
DANAZOL
საერთაშორისო დასახელება - danazol
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ჰიპოფიზის ჰორმონების პროდუქციაზე მოქმედი საშუალებები; გონადოტროპული ჰორმონების პროდუქციის ინჰიბიტორები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
10 კაფსულა, 100 მგ
დანაზოლის ერთი კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების - დანაზოლის 100 მგ-ს.
მოქმედების მექანიზმი
პრეპარატი თრგუნავს ჰიპოფიზის მიერ გონადოტროპული ჰორმონების (მალუთეინიზირებელი ჰორმონისა და ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის) პროდუქციას ქალებსა და მამაკაცებში. ამუხრუჭებს ოვულაციას, საკვერცხეების აქტივობას. მისი მოქმედება შექცევადია. დანაზოლს არ ახასიათებს ესტროგენული და გესტაგენური მოქმედება, თუმცა მაღალ დოზებში იწვევს სუსტ ანდროგენულ გავლენას, შემდგომი ანაბოლური ეფექტით.
ჩვენებები
- ენდომეტრიოზი შემდგომი უნაყოფობით;
- სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი წარმონაქმნები (ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია);
- პირველადი მენორაგია;
- პრემენსტრუალური სინდრომი;
- ნაადრევი პირველადი სქესობრივი მომწიფება.
მიღების წესები და დოზები
ენდომეტრიოზის სამკურნალოდ დანაზოლის დოზაა 400 მგ, განაწილებული 2-4 მიღებაზე. საჭიროებისას შეიძლება დოზის გაზრდა ან შემცირება. მკურნალობის ხანგრძლივობა 6 თვეა. სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი დაავადებების დროს ინიშნება 100-300 მგ დღიური დოზა. ხანგრძლივობა - 3-6 თვე. პირველადი მენორაგიისა და პრემენსტრუალური სინდრომის დროს დღიური დოზაა 100-400 მგ. მემკვიდრული ანგიონევროზული შეშუპებისას საწყისი დღიური დოზაა 600 მგ, შემანარჩუნებელი-200 მგ დღეში. ბავშვებში დანაზოლის ერთადერთი ჩვენებაა ნაადრევი სქესობრივი მომწიფება. ამ შემთხვევაში პრეპარატის დოზა უნდა განისაზღვროს ასაკისა და დაავადების სიმძიმის მიხედვით და საშუალოდ შეადგენს 100-400 მგ დღეში. პრეპარატი ინიშნება მენსტრუალური ციკლის პირველი დღიდან. ამენორეის შემთხვევაში, ჯერ უნდა გაკეთდეს ტესტი ორსულობაზე. მკურნალობის პროცესში პერიოდულად საჭიროა ღვიძლის ფერმენტების კონტროლი.
გვერდითი მოვლენები
ორგანიზმში სითხის შეკავება, ჭარბთმიანობა, კლიტორის ჰიპერტროფია, ხმის ტემბრის შეცვლა, სარძევე ჯირკვლის ატროფია, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ემოციური ლაბილობა, კანზე გამონაყარი, თმის ცვენა.
უკუჩვენება
პორფირია, ორსულობა, ლაქტაცია, თირკმლის, ღვიძლის და გულის ფუნქციის მძიმე დარღვევები, შაქრიანი დიაბეტი.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ორსულობის გამორიცხვა. დანაზოლი არ გამოყენება როგორც კონტრაცეპტიული საშუალება. დანაზოლი ცვლის კარბამაზეპინის და ციკლოსპორინების პლაზმურ კლირენსს. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ავადმყოფებში პრეპარატი ზრდის ინსულინზე მოთხოვნილებას. დანაზოლის ანტიკოაგულანტებთან ერთდროული დანიშვნისას, საჭიროა უკანასკნელთა დოზის კორექცია.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება 10-25ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტის მიხედვით!
მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
ჯი-ემ-პი
საქართველო