მიდოკალმი 50მგ #30ტ

მიდოკალმი  50მგ #30ტ
მიდოკალმი ტაბლეტი
MIDOCALM


საერთაშორისო დასახელება - tolperisone

ათქ.კლასიფიკაციის კოდი - M03BX04

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - მიორელაქსანტები
;  ცენტრალური მოქმედების მიორელაქსანტები


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
შემოგარს. ტაბ. 50 მგ: 30 ც.
შემოგარს. ტაბ. 150 მგ: 30 ც.

თოთეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს ტოლპერიზონის ჰიდროქროლიდის 50 მგ ან 150 მგ.
დამხმარე ნივთიერებათა ნუსხა: იხ. კარი 6.1.
წამლის ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტი.
მიდოკალმი, შემოგარსული ტაბლტი, 50 მგ:
თეთრი ან თითქმის თეთრი, მრგვარი, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტი, დაფარული ოდნავ პრიალა აბსკის გარსით, ნიშანდებით “50” ცალ მხარეზე.
მიდოკალმი, შემოგარსული ტაბლტი, 150 მგ:
თეთრი ან თითქმის თეთრი, მრგვარი, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტი, პრიალა, შემოგარსული, დამახასიათებელი სუნით, ნიშანდებით 150 ცალ მხარეზე.
დამხმარე ნივთიერებები:
მიდოკალმი, აბსკის გარსით დაფარული ტაბლეტი, 50 მგ: ტაბლეტის ბირთვი: ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური, სტეარინმჟავა, ტალკი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზის მონოჰიდრატი (48, 500 მგ).
გარსი: კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური, ტიტანის დიოქსიდი (E 171), ლაქტოზის მონოჰიდრატი (0, 392 მგ), მაკროგოლ 6000, ჰიპრომელოზა.
მიდოკალმი, აბსკის გარსით დაფარული ტაბლეტი, 150 მგ:
ტაბლეტის ბირთვი: ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური, სტეარინმჟავა, ტალკი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზის მონოჰიდრატი (145, 50 მგ).
გარსი: კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური, ტიტანის დიოქსიდი (E 171), ლაქტოზის მონოჰიდრატი (0,785 მგ), მაკროგოლ 6000, ჰიპრომელოზა.

ფარმაკოლოგიური თვისებები

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ტოლპერიზონი პრეპარატი ცენტრალური მიორელაქსანტია. მოქმედების ზუსტი მებანიზმი ცნობილი არ არის. მემბრანამასტაბილიზებელი და ადგილობრივი ანესთეზიული მოქმედების შედეგად აბრკოლებს აგზნების გატარებას პირველად აფერენტულ ბოჭკოებში და ახდენს ზურგის ტვინის მონო- და პოლისინაფსური რეფლექსების ბლოკირებას. როგორც ჩანს, მოქმედების მეორადი მექანიზმი უკავშირდება სინაფსებში ტრანსმიტერის გამოთავისუფლების ბლოკირებას კალციუმის იონების მიწოდების ბლოკადის შედეგად.
ამცირებს ტვინის ღეროს რეტიკულარ-ზურგისებრი რეფლექსების მზაობას. მრავალრიცხოვან მოდელებში მცირდება მომატებული ტონუსი, რიგიდულობა, გამოწვეული ცხოველთა დეცერებრაციით.
აძლიერებს პერიფერიულ სისხლის მიმოქცევას. ეს ეფექტი პრეპარატის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ზემოქმედებას არ უკავშირდება. სავარაუდოდ, ის განპირობებულია ტოლპერიზონის სუსტი სპაზმოლიტიკური და ანტიადრენერგიული მოქმედებით.

ფარმაკოკინეტიკა

პერორალური მიღებისას პრეპარატი ადვილად იწოვება თხელ ნაწლავებში. მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 1,5-1 საათში. მნიშვნელოვანი პირველადი მეტაბოლიზმის შედეგად ბიომისაწვდომა დაახლოებით 20%-ს შეადგენს.
განიცდის ინტენსიურ მეთაბოლიზმს ღვიძლსა და თირკმელებში. თითქმის მთლიანად (99%-ზე მეტი) გამოიყოფა თირკმელების საშუალებით, მეტაბოლიტების სახით. ამ უკანასკნელთა ფარმაკოლოგიური აქტივობა ცნობილი არ არის.

ჩვენებები

ნერვული სისტემის ორგანულ დაავადებათა შემთხვევაში (პირამიდული გზების დაზიანება, მრავლობითი სკლეროზი, ცერებროვასკულარული ინსულტი, მიელოპათია, ენცეფალოპათია და სხვ.) წარმოქმნილი განივზოლიანი მუსკულატურის ჰიპერტონუსისა და სპასტიკურობის მკურნალობა.
კუნთური ჰიპერტონიისა და სპაზმის მკურნალობა საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადების (მაგალითად, სპონდილოზი, სპონდილოართროზი, კისრის სინდრომი, ლუბმალური სინდრომი, მსხვილი სახსრების ართროზი) შემთხვევაში.
რეაბილიტაცია ორთოპედიული და ტრავმატოლოგიური ოპერაციების შემდეგ. არტერიების ვაზოსპაზმით, სისხლძარღვების ინერვაციის დარღვევით (მაგალითად, აკროციანოზი, გადანაცვლებადი ანგიონევროტული დიზბაზია) მიმდინარე დაავადებათა მკურნალობა.
დისტონიით მიმდინარე ლიტლის დაავადება და ენცეფალოპათია ბავშვებთან.

გვერდითი მოვლენები
კუნთების სისუსტე, თავის ტკივილი, ჰიპოტენზია, გულისრევა, ღებინება; მუცლის არეში დისკომფორტის გრძნობა. დოზის შემცირებისას გვერდითი მოქმედება, ჩვეულებრივ, ქრება.
იწვიათად შესაძლებელია მომატებული მგრძნობელობის რეაქცია (კანის ქავილი, ერითემა, ჭინჭრის გამონაყარი, ანგიოდემა, ანაფილაქციური შოკი, დისპნოე).

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ; მძიმე მიასთენია; ლაქტაციის პერიოდი.
ორსულობა და ლაქტაცია
წინასწარმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ტოლპერიზონს ტერატოგენული მოქმედება არ გააჩნია. კლინიკური კვლევის შედეგების არარსებობის გამო მიდოკალმის დანიშვნა ორსულობის პერიოდში, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრი, შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის ცალსახად აღემატება ნაყოფისათვის ზიანის მიღენების რისკს.
ლაქტაციის პერიოდში გამოყენება რეკომენდებული არ არის, ვინაიდან ცნობილი არ არის, აღწევს თუ არა ტოლპერიზონი დედის რძეში.

განსაკუთრებული მითითებები

ბავშვისათვის მიზანშეწონილია 50 მილიგრამიანი ტაბლეტის გამოწერა, ვინაიდან ბავშვის რეკომენდებული დოზა დაბალია.

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზის შესახებ მონაცემები მწირია. პრეპარატს გააჩნია ფართო თერაპიული ინდექსი. აღწერილია ბავშვების მიერ პრეპარატის 600 მგ მიღების შემთხვევა მძიმე ტოქსიკური სიმპტომების განვითარების გარეშე. ზოგჯერ ბავშვის მიერ პრეპარატის 300-600 მგ სადღეღამისო დოზის მიღებისას აღინიშნებოდა მომატებული გაღიზიანებულობა. ტოქსიკურობის წინასწარ კლინიკურ კვლევაში დიდი დოზის შემთხვევაში აღინიშნა ატაქსია, ტონ-კლონური კრუნჩხვა, დისპნოე და სუნთქვის შეჩერება.
სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს, ჭარბი დოზის მიღებისას რეკომენდებულია ზოგადი სიმპტომატური თერაპია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

ტოლპერიზონის სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერქმედების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება. მოქმედების ცენტრალური მექანიზმის მიუხედავად, ტოლპერიზონი სედაციურ ეფექტს არ ახდენს, ამიტომ შეიძლება მისი დანიშვნა სედაციურ, ჰიპნოტიკურ საშუადებებთან, აგრეთვე ტრანკვილიზატორებთან ერთად.

შენახვის პირობები და ვადები

შეინახეთ ორიგინალური შეფუთვით, +15°C-დან 30°C-მდე ტემპერატურის პირობებში.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქში გაცემის წესი

ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
გედეონ რიხტერი

უნგრეთი