ოფლოტასი 200მგ #10ტ

ოფლოტასი 200 მგ ტაბლეტი


შემადგენლობა:
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 200 მგ ოფლოქსაცინს.

ფორმა:
ტაბლეტები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალება. ფთორქინოლონები.
ათქ კოდი J01MA01.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ოფლოქსაცინი წარმოადგენს სინთეზურ ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიმიკრობულ საშუალებას. მისი ბაქტერიოციდული მოქმედება განპირობებულია დნმ-ის ენზიმ ჰირაზის ინჰიბირებით, რომლის შედეგად წყდება ბაქტერიული დნმ-ის რეპლიკაცია.
ოფლოქსაცინი ხასიათდება მოქმედების ფართო სპექტრით: იგი აქტიურია უმეტესი გრამ-უარყოფითი ბაქტერიების მიმართ- Escherichia coli, Klebsiella, Proteus, salmonella, Shigella, Enterobacter, Citrobacter, Providencia, Pseudomonas, hafnia აგრეთვე Staphyloccocus, სხვა ანტიბიოტიკების მიმართ ნაკლებად მგრძნობიარე მიკროფლორის ჩათვლით.
ოფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარენი არიან აგრეთვე Neisseria, Streptococcus, Mycoplasma, Chlamydia, Campylobacter, Brucella, Vibrio, Aeromonas, Plesiomonas, haemophilus influenzae, Yersinia.

ფარმაკოკინეტიკა:
პერორალური მიღებისას ოფლოქსაცინი სწრაფად და თითქმის მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს 100%. მაქსიმალურ კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში დოზისაგან დამოუკიდებლად აღწევს 30-60წთ-ის შემდეგ. პრეპარატი კარგად აღწევს ქსოვილებში და გამოიყოფა შეუცვლელი სახით შარდთან ერთად (90%-მდე); მეტაბოლიზდება პრეპარატის დაახლოებით 5%. მისი  ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეადგენს 5-7სთ-ს.

ჩვენება:
პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული დაავადებების მკურნალობა:
შარდ-სასქესო გზების მწვავე და ქრონიკული ინფექციები (უროლოგიურ და გინეკოლოგიურ პრაქტიკაში), მუცლის ღრუს ორგანოების, სასუნთქი გზების, ყელ-ყურ-ცხვირის, კანის საფარის, ძვლების, კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის ინფექციები.
პრეპარატს იყენებენ აგრეთვე სეპტიცემიის, მენინგიტის, გონორეის, დიზენტერიის, სალმონელოზის და სხვა ინფექციური დაავადებების დროს.

მიღების წესი და დოზირება:
პერორალურად გამოიყენება 1ტაბ. 2-ჯერ დღეში (დილას და საღამოს). კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევების თავიდან აცილების მიზნით პრეპარატს ძირითადად იღებენ ჭამის დროს.
მოზრდილებში და 15 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში ოფლოქსაცინის საშუალო სადღეღამისო დოზა შეადგენს 0.4გ-ს (400მგ), ხოლო მაქსიმალური-0.8გ-ს (800მგ).
მკურნალობის კურსი შეადგენს 7-14 დღეს, მაგრამ ჩვენებების მიხედვით შესაძლებელია მისი გაგრძელება 1 თვემდე. მკურნალობის პერიოდში საჭიროა ფორსირებული დიურეზის შენარჩუნება.
ოფლოქსაცინი გამოიყენება აგრევე თირკმელების უკმარისობით შეპყრობილი ავადმყოფების სამკურნალოდ.
თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს პრეპარატი თავდაპირველად ენიშნებათ ჩვეულებრივ დოზებში, შემდგომში დოზის კორექციას ახდენენ კრეატინინის კლირენსის გათვალისწინებით.

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის ხანგრძლივად ან მისი მაქსიმალური სადღეღამისო დოზებში მიღების დროს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ აღინიშნება: გულისრევა, ანორექსია, დიარეა.
ც.ნ.ს. მხრივ: თავის ტკივილი, უძილობა ან ძილიანობა, ჰალუცინაციები.
შესაძლებელია აგრეთვე: მიალგიები, ართრალგიები, თრომბოციტოპენია, ფოტოსენსიბილიზაცია.
ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია ალერგიული რაქციები-ქავილი, კანზე გამონაყარი.

წინააღმდეგჩვენება:
ქინოლონების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
ღვიძლის უკმარისობა;
ეპილეფსია;
ორსულობა და ლაქტაცია;
15 წლამდე ასაკის ბავშვებში.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება თავის ტვინის სისხლძარღვების გამოხატული ათეროსკლეროზის დროს, თირკმელების უკმარისობისას.
ულტრაიისფერი დასხივება.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
ოფლოქსაცინი შეუთავსებელია იმ სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც აქვეითებენ კუჭის წვენის მჟავიანობას.
მინერალების და რკინის შემცველ პრეპარატებთან ოფლოქსაცინის კომბინაციის აუცილებლობის შემთხვევაში, მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს დაახლოებით 2სთ-ს.

განსაკუთრებული ჩვენება:
არ აღინიშნება.
პრეპარატი ინიშნება ექიმის დანიშნულებით.

შენახვისა პირობები და  ვარგისიანობის ვადა:
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 5 წელი

შეფუთვა:
N1x10 ტაბლეტი კონტურულ შეფუთვაში.

მწარმოებელი:
“აკორდ ჰეალთკარე”
დიდი ბრიტანეთი