პანკლო B12 / PANCLO B12
საინექციო ხსნარი
შემადგენლობა:
პანკლო® B12 ინექციის ყოველი 3 მლ შეიცავს: ჰიდროქსოკობალამინის სულფატი 10 მგ, ბეტამეთაზონის დინატრიუმის ფოსფატი 2 მგ, დიკლოფენაკის ნატრიუმი 75 მგ, ბენზილის სპირტი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, პროპილენგლიკოლი, დინატრიუმის ედეტატი და საინექციო წყალი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ანალგეზიური, ანთების საწინააღმდეგო და ანტინევრიტული საშუალება.
ჩვენებები და გამოყენება:
პანკლო® B12 ნაჩვენებია ინტენსიური მტკივნეული ანთებითი პროცესებისას, განსაკუთრებით, ნევრიტული ელემენტების ჩართულობით. ნაჩვენებია ასევე არტიკულური და არაარტიკულური რევმატული მდგომრეობებისას, ფიბრომიალგიის, მიალგიის, ზურგის ქვედა ნაწილის ტკივილის, იშიასის, ფიზიკური ტრავმებისა და დაჭიმულობების დროს.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პანკლო® B12 ერთ-ერთი აქტიური ინგრედიენტის სახით შეიცავს დიკლოფენაკის ნატრიუმის მარილს. დიკლოფენაკი არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი, ფენილაცეტის მჟავას წარმოებული ძლიერი ანალგეზიური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. მისი ფარმაკოლოგია და მოქმედების მექანიზმი ნაწილობრივ განპირობებულია პროსტაგლანდინების სინთეზის და გამოთავისუფლების ინჰიბირებით ანთებითი პროცესის დროს. ამ მხრივ, დიკლოფენაკი თრგუნავს დღეისათვის ცნობილ ორივე ციკლოოქსიგენაზას იზოფერმენტს (COX-1 და COX-2). ცნობილია, რომ დიკლოფენაკის მაღალი კონცენტრაციები აინჰიბირებენ არაქიდონის მჟავას მეტაბოლიტებს, მათ შორის ლეიკოტრიენებს და 5 ჰიდროქსიეიკოსატეტრაენის მჟავას (5-HETE). დიკლოფენაკმა შეიძლება ასევე დათრგუნოს ლეიკოციტების მიგრაცია ანთებით უბნებში, მათ შორის პოლიმორფონუკლეური ლეიკოციტების, და აინჰიბირებს ADP- და კოლაგენ-ინდუცირებული თრომბოციტების აგრეგაციას. დიკლოფენაკი აგრეთვე აინჰიბირებს ლიზოსომური ფერმენტის გამოთავისუფელბას პოლიმორფონუკლეური ლეიკოციტებიდან და შეიძლება დათრგუნოს სუპეროქსიდის წარმოება და ლეიკოციტის ქემოსტაქსისი. მისი ანალგეზიური მოქმედება დაკავშირებულია ნოციცეპტური გზის მედიატორების შემცირებასთან, პერიფერიული ნერვული სისტემის იმპულსების გენერაციის ბლოკირების გზით. ხასიათდება მოქმედების არაოპიოიდური მექანიზმით ჰიპოთალამუსის დონეზე.
დიკლოფენაკს აგრეთვე გააჩნია სიცხის დამწევი მოქმედება, დაკავშირებული ჰიპოთალამუსში თერმომარეგულირებელ ცენტრში პროსტაგლანდინების აქტივობის შემცირებასთან, რაც აძლიერებს სიცხის კარგვას.
ბეტამეთაზონი არის ანთების საწინააღმდეგო სტეროიდი.
ფიზიოლოგიური გლუკოკორტიკოიდები (კორტიზონი და ჰიდროკორტიზონი) წარმოადგენენ მნიშვნელოვან მეტაბოლურ ჰორმონებს; სინთეზური კორტიკოსტეროიდები, როგორიცაა ბეტამეთაზონი, ძირითადად გამოიყენება მათი ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმდების გამო. ბეტამეთაზონის მაღალმა დოზებმა შეიძლება შეამციროს ორგანიზმის იმუნური პასუხი. მის მიერ ნატრიუმის შეკავება და მეტაბოლური ეფექტი უფრო სუსტია, ვიდრე ჰიდროკორტიზონის.
ჰიდროქსოკობალამინი (ვიტამინი B12) მოქმედებს როგორც კოფერმენტი სხვადასხვა მეტაბოლურ პროცესებში, მათ შორის, ცხიმოვანი და ნახშირწყლების მეტაბოლიზმისა და პროტეინების სინთეზისათვის. ის მნიშვნელოვანია ზრდის პროცესისთვის, უჯრედების დაყოფისთვის, ჰემატოპოეზისთვის და მიელინისა და ნუკლეოპროტეინის სინთეზისთვის, ძირითადად მეთიონინის, ფოლიუმის მჟავასა და მალონის მჟავას მეტაბოლიზმე მოქმედების გამო. კვლევებით დადასტურებულია, რომ ჰიდროქსოკობალამინის მაღალ (ფარმაკოლოგიური) დოზებს გააჩნია მნიშვნელოვანი ანტინევრიტული მოქმედება.
ფარმაკოკინეტიკა:
დიკლოფენაკის კუნთებში შეყვანის შემდეგ მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციები მიიღწევა დაახლოებით 20 წუთში. კუნთებში ინექციის შემდეგ მიღწეული ფართობი კონცენტრაცია-დროის მრუდქვეშ თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე იმავე დოზის პერორალურად მიღების შემდეგ. პლაზმური დიკლოფენაკის ცილებთან შეკავშირება 99%-ზე მაღალია და მისი განაწილების მოცულობა არის 0,120,17 ლ/კგ.
პიკური პლაზმური კონცენტრაციის მიღწევის შემდეგ, სინოვიალური სითხის კონცენტრაცია უფრო მაღალია, ვიდრე პლაზმური კონცენტრაციის და ეს თანაფარდობა გრძელდება მიღების შემდეგ 12 საათი. სინოვიალური სითხიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3-6 საათს. პლაზმიდან დიკლოფენაკის საერთო სისტემური კლირენსი არის 263+56 მლ/წთ. ნახევარგამოყოფის პერიოდი არის 1-2 საათი. დიკლოფენაკი მეტაბოლიზდება ღვიძლით და ელიმინირდება საშარდე და ბილიარული ექსკრეციით, ძირითადად გლუკორონიდის ან სულფატის მეტაბოლიტების სახით. შარდით ელიმინირდება თავისუფალი დიკლოფენაკის მხოლოდ 1%; კონიუგატები შეადგენს შარდში აღდგენილი დოზის 5-10%-ს. დოზის 5%-ზე ნაკლები ელიმინირდება ნაღველით. ადამიანებში ძირითადი მეტაბოლიტი არის 4-ჰიდროქსი დიკლოფენაკი, რომელიც მთლიანი ექსკრეციის დაახლოებით 40%-ია. დიკლოფენაკის დანარჩენი სამი მეტაბოლიტი (3-ჰიდროქსი, 5-ჰიდროქსი, 4,5დიჰიდროქსი დიკლოფენაკი) შეადგენს შარდით ექსკრეტირებული დოზის დაახლოებით 10-20%-ს.
დიკლოფენაკის და მისი მეტაბოლიტების ელიმინაცია არის სწრაფი: დოზის დაახლოებით 40% ელიმინირდება მიღებიდან პირველ 12 საათში. ჯანმრთელ პაციენტებში განმეორებითი მიღების შემდეგ დიკლოფენაკის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები იგივე რჩება, თუმცა, პრეპარატი და/ან მისი მეტაბოლიტები შეიძლება აკუმულირდეს თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (კლინიკური მნიშვნელობის გარეშე). ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (ქრონიკული ჰეპატიტი, ციროზი პორტალური დეკომპენსაციის გარეშე) აღინიშნება ისეთივე მეტაბოლიზმი და კინეტიკა, როგორიც ჯანმრთელ პაციენტებში.
კუნთებში ინექციისას ჰიდროქსოკობალამინი სრულად აბსორბირდება და უმაღლესი პლაზმური დონეები მიიღწევა მიღებიდან დაახლოებით 1 საათში. სისტემურ ცირკულაციაში მოხვედრის შემდეგ ჰიდროქსოკობალამინი უკავშირდება სპეციფიკურ სატრანსპორტო პროტეინს ტრანსკობალამინს. გამოვლენილია სამი ტრანსკობალამინი (თჩ I, თჩ II და თჩ III). ტრანსკობალამინ-შეკავშირებული ჰიდროქსოკობალამინის პლაზმური კლირენსი არის სწრაფი და ძირითადად ნაწილდება პარენქიმულ უჯრედებში. მოზრდილებში, ჰიდროქსოკობალამინის რეზერვის 90%-მდე არის ღვიძლში. ნაღველი წარმოადგენს ჰიდროქსოკობალამინის ექსკრეციის ძირითად გზას. ჰიდროქსოკობალამინის ორი-მესამედი გამოიდევნება ნაღველში და შემდეგ ხელახლა აბსორბირდება თეძოს ნაწლავში, წარმოქმნის რა ენტეროჰეპატიკურ ციკლს. დანარჩენი ელიმინირდება განავლით და ჰიდროქსოკობალამინის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს მომნელებელი ტრაქტის ეპითელიური დესკვამაციის და ნაწლავური ბაქტერიების მიერ გამოწვეული სინთეზის შედეგად.
ჩვეულებრივ პირობებში ჰიდროქსოკობალამინის შარდისმიერი ექსკრეცია ძალიან სუსტია. დოზის ტიტრირების ფონზე მატულობს გლომერულური ფილტრაცია.
ბეტამეთაზონის დინატრიუმის ფოსფატის კუნთებში შეყვანისას უმაღლესი პლაზმური კონცენტრაციები მიიღწევა დაახლოებით 60 წუთში. თერაპიული დოზის რეკომენდებულ ფარგლებში პლაზმურ ცილებთან შეკავშირება - ძირითადად ალბუმინთან - შეადგენს 60-70%-ს. ბეტამეთაზონის განაწილების მოცულობა შეადგენს 1.4 ± 0.3 ლ/კგ. ბეტამეთაზონის დინატრიუმის ფოსფატის პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი პერორალური ან პარენტერალური მიღებისას არის 5 საათი, მისი ბიოლოგიური ნახევარგამოყოფის პერიოდი - 36-54 საათი, ხოლო მისი თირკმლისმიერი კლირენსი 2.9±0.9 მლ/წთ/კგ. ბეტამეთაზონის ეთერების ჰიდროლიზი ვლინდება ინექციის ადგილას ქსოვილურ დონეზე. ბეტამეთაზონი მეტაბოლიზდება ღვიძლში, ისევე როგორც სხვა გლუკოკორტიკოიდები და მისი ბილიარული ელიმინაცია კონიუგირდება გლუკორონის მჟავით.
სპეციალური კლინიკური მდგომარეობები:
ღვიძლის ფუნქციის დარღვევისა და ჰიპოთირეოზის დროს, გლუკოკორტიკოიდების მეტაბოლიზმი მნიშვნელოვნად შენელებულია, რამაც შეიძლება გააძლიეროს ბეტამეთაზონის ფარმაკოლოგიური მოქმედება. გარდა ამისა, ჰიპოალბუმინემიამ და ჰიპერბილირუბინემიამ შეიძლება გამოიწვიოს პროტეინ-შეუკავშირებეი აქტიური ინგრედიენტის შრატისმიერი კონცენტრაციების არასასურველი მომატება. გლუკოკორტიკოიდების ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება ორსულობის დროს და პლაზმური კლირენსი უფრო დაბალია ახალშობილებში, ვიდრე მეძუძურ ჩვილებსა და მოზრდილებში.
დოზირება და მიღების წესი:
დოზირება განისაზღვრება ინდივიდუალურად, სამედიცინო კრიტერიუმებისა და პაციენტის კლინიკური პროფილის შესაბამისად.
რეკომენდებული დოზა არის:
მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ასაკიდან:
1-2 ამპულა ი/მ ქდ.
როგორ მიიღება:
გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი მითითებები კუნთებში ინექციისას, რათა შემცირდეს დისკომფორტის ან ლოკალიზებული არასასურველი ეფექტების რისკი ინექციის ადგილას: ინექცირების ადგილას წაისვით ანტისეპტიკი. ასეფსისი შენარჩუნებული უნდა იყოს მთელი პროცესის დროს. ინექცია კეთდება ღრმად კუნთებში. ინექცირება ხდება ნელა. სითხის გასაწოვად ნაზად დაზილეთ უბანი.
უკუჩვენებები:
ეს პრეპარატი უკუნაჩვენებია, მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ დადასტურებული, ალერგიის მქონე პაციენტებში. ასევე უკუნაჩვენებია კუჭ-ნაწლავის აქტიური წყლულის, ღვიძლის და/ან თირკმლის მძიმე უკმარისობის, გულის დეკომპენსირებული უკმარისობის, მძიმე ჰიპერტენზიის, ასთმის მქონე პაციენტებში-ანამნეზში მწვავე ასთმით, რინიტის ან ურტიკარული შეტევებისას აცეტილსალიცილმჟავას ან პროსტაგლანდინის სინთეზის სხვა ინჰიბიტორების გამოყენების გამო; აქტიური ტუბერკულოზის, სისტემური მიკოზების, ვირუსული დაავადებების, მწვავე გლომერულონეფრიტის, მწვავე ფსიქოზის, ოსტეოპოროზის, ღვიძლის პორფირიის დროს, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სიფრთხილის ზომები:
კორტიკოიდის მიღებამ შეიძლება ხელი შეუწყოს ინფექციების განვითარებას, ჰიდროზალინის შეკავებას და აციდოპეპტიკური გასტროდუოდენური პირობების გამწვავებას.
გასტრო - ინტესტინური ეფექტები ასოცირებული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით და/ან კორტიკოსტეროიდებით მკურნალობასთან: აუცილებელია იმ პაციენტთა მკაცრი ზედამხედველობა, რომლებსაც ანამნეზში აქვთ პეპტიკური წყლული და გასტრო-ინტესტინური სისხლდენა.
სიფრთხილის გამოჩენა არის რეკომენდებული იმ პაციენტებში, რომლებიც ქრონიკულად იღებენ დიკლოფენაკს, პეპტიკური წყლულოვანი დაავადების, მომნელებელი ტრაქტის სისხლდენის და პერფორაციის გამო, მანამდე კუჭ-ნაწლავის ზემო ტრაქტისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გარეშე. ხანდაზმულ ან დასუსტებულ პაციენტებში ვლინდება მომატებული მგრძნობელობა წყლულების ან სისხლდენის მიმართ.
ეფექტები ღვიძლის მხრივ:
შეიძლება აღინიშნოს ცვლილებები ერთ ან მეტ ღვიძლის ანალიზში. ამგვარი ლაბორატორიული დარღვევები შეიძლება პროგრესირდეს, დარჩეს უცვლელი ან იყოს გარდამავალი. ღვიძლის დაზიანების მონიტორინგისათვის რეკომენდებულია გლუტამატ-პირუვატ ტრანსამინაზას (GPT) კონტროლი. ტრანსამინაზების მომატება უფრო ხშირად აღინიშნა ართრიტის მქონე პაციენტებში, ვიდრე რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებში. კლინიკური ცდებისას გამოვლენილი ფერმენტების მომატების გარდა, იშვიათად აღინიშნება უფრო მძიმე რეაქციები ღვიძლის მხრივ, მათ შორის ჰეპატოცელულარული უკმარისობა სიყვითლით ან მის გარეშე. კლინიკური კვლევებიდან გამომდინარე, უნდა შემოწმდეს ტრანსამინაზების დონეები დიკლოფენაკით გრძელვადიანი მკურნალობის დაწყებიდან მეოთხე კვირიდან მერვე კვირამდე. როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების შემთხვევაში, თუ დარღვევები ღვიძლის ანალიზებში გაგრძელდა ან გაუარესდა ან თუ განვითარდა ღვიძლის დაავადების შესაბამისი ნიშნები და/ან სიმპტომები (მაგ.: გულისრევა, ღებინება, დაღლილობა, ქავილი, სიყვითლე, გამონაყარი, ეოზინოფილია), მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ანაფილაქსური რეაქციები:
როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების შემთხვევაში, ანაფილაქტოიდური, ანაფილაქსური რეაქციები შეიძლება განვითარდეს იმ პაციენტებში, რომლებშიც მანამდე არ ყოფილა გამოყენებული პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტი. ეს პრეპარატი არ გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ასპირინული ტრიადა ან დადასტურებული ალერგია სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ. აღნიშნული სიპტომების კომპლექსი ჩვეულებრივ ვლინდება ასთმის მქონე პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ რინიტი ნაზალური პოლიპებით ან მათ გარეშე ან რომლებსაც უვითარდებათ მძიმე ბრონქოსპაზმი ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ. ასეთ პაციენტებში აღინიშნა უკიდურესად მძიმე რეაქციები.
თირკმლის მძიმე უკმარისობა:
თირკმლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში, პანკლო B12-ით მკურნალობა უნდა დაიწყოს მხოლოდ თირკმლის ფუნქციების მკაცრი კონტროლის ქვეშ, ისევე როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობის დროს.
ორსულობა: პანკლო B12-ის, ისევე, როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება, თავიდან უნდა იქნას აცილებული განსაკუთრებით გვიანი ორსულობისას, ვინაიდან მათ შეიძლება გამოიწვიონონ არტერიული სადინრების ნაადრევი დახურვა.
ზოგადი სიფრთხილის ზომები: პანკლო B12 არ მიიღება იმავე აქტიური ინგრედიენტების შემცველ სხვა პრეპარატებთან ან სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად. ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიღებული უნდა იყოს სათანადო სიფრთხილის ზომები პაციენტში გამოვლენილი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების გათვალისწინებით.
ჰიდროსალინის შეკავება და შეშუპება:
სიფრთხილის გამოჩენა არის რეკომენდებული იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ გულის დეკომპენსაცია, ჰიპერტენზია ან სხვა პათოლოგია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიდროსალინის შეკავება, ვინაიდან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით აღინიშნა სხვადასხვა ხარისხით ჰიდროსალინის შეკავება, მათ შორის შეშუპება.
ეფექტები თირკმლის მხრივ:
პაციენტები, რომლებშიც მაღალია თირკმლისმიერი არასასურველი ეფექტების რისკი, არიან ის პაციენტები, რომლებსაც მანამდე ჰქონდათ თირკმლის ფუნქციის დარღვევა, გულის უკმარისობა, ღვიძლის დისფუნქცია; დიურეტიკებით მკურნალობაზე მყოფ პაციენტებში და ხანდაზმულ პაციენტებში, ზოგადად. დიკლოფენაკით მკურნალობისას პაციენტებში აღინიშნა ინტერსტიციალური ნეფრიტის და პაპილარული ნეკროზის იშვიათი შემთხვევები. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან ასოცირებული თირკმლის ტოქსიკურობის მეორე ფორმა აღინიშნა ისეთი მდგომარეობების მქონე პაციენტებში, როგორიცაა თირკმლისმიერი პლაზმური ნაკადის ან სისხლის მოცულობის შემცირება, მაშინ როცა თირკმლისმიერ პროსტაგლანდინებს აქვთ დამხმარე როლი თირკმლის პერფუზიის შენარჩუნებისას. ასეთ პაციენტებში, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს პროსტაგლანდინების სინთეზის დოზადამოკიდებული დაქვეითება და თირკმლისმიერი პლაზმური ნაკადის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა, რომლის აღდგენისათვის შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობის შეწყვეტა. აღინიშნა თირკმლის უკმარისობის იშვიათი შემთხვევები დიკლოფენაკის მიმღებ პაციენტებში, თუმცა არა უმეტეს 4000 პაციენტში საერთაშორისო კლინიკური ცდებისას, რომლის დროსაც მკაცრად კონტროლდებოდა შრატისმიერი კრეატინინის მაჩვენებლები. იყო მხოლოდ 11 პაციენტი (0.3%), რომლებშიც შრატისმიერი კრეატინინის და შრატისმიერი BUN მაჩვენებლები იყო 2 მგ/დლ და 40 მგ/დლ-ზე მეტი, შესაბამისად. ვინაიდან დიკლოფენაკის მეტაბოლიტების ელიმინაცია ხდება ძირითადად შარდით, დიკლოფენაკით მკურნალობისას აუცილებელია პაციენტებზე მკაცრი მონიტორინგი და მათი დოზების თანდათან ტიტრირება, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევის მქონე პაციენტებში.
პორფირია:
დიკლოფენაკის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული ღვიძლის პორფირიის მქონე პაციენტებში, ვინაიდან, როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების შემთხვევაში, ეს პათოლოგია შეიძლება გამოწვეული იყოს პორფირინის პრეკურსორის დელტა-ამინოლევულინის მჟავას სინთეტაზას ინდუქციით.
ასეპტიკური მენინგიტი:
დიკლოფენაკით მკურნალობისას, როგორც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობის შემთხვევაში, პაციენტებში აღინიშნა ასეპტიკური მენინგიტის იშვიათი შემთხვევები ცხელებით და კომით. თუმცა, მოცემული მდგომარეობა უფრო სავარაუდოა განვითარდეს სისტემური წითელი მგლურას და მასთან დაკავშირებული შემაერთებელი ქსოვილების დაავადებების მქონე პაიენტებში, მაგრამ თუ მენინგიტის სიმპტომები და ნიშნები ვითარდება დიკლოფენაკის მომხმარებელ პაციენტებში, განხილული უნდა იყოს მათი კავშირი დიკლოფენაკთან.
მანამდე არსებული ასთმა:
ასთმის მქონე პაციენტთა დაახლოებით 10%-ში შეიძლება აღინიშნოს ასპირინ-ინდუცირებული ასთმა. ასპირინის გამოყენება ასპირინ-სენსიტიურ პაციენტებში ასოცირებულია ბრონქოსპაზმის მძიმე ეპიზოდებთან, რაც შეიძლება უკიდურესად სერიოზული იყოს. ამგვარ პაციენტებში დიკლოფენაკის გამოიყენება არ არის რეკომენდებული, ვინაიდან შეიძლება აღინიშნოს ჯვარედინი რეაქცია ასპირინსა და სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს შორის. დიკლოფენაკის და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება სიფრთხილით უნდა მოხდეს ყველა, ასთმის მქონე, პაციენტში.
სიფრთხილის სხვა ზომები:
დიკლოფენაკის ფარმაკოლოგიურმა აქტივობამ შეიძლება შეამციროს ცხელება და ანთება, შესაბამისად შეამციროს მათი, როგორც სადიაგნოსტიკო ღირებულება სხვადასხვა დაავადების გამოსავლენად. შეიძლება აღინიშნოს მხედველობის დაბინდვა, მხედველობის დაქვეითება, სკოტომა და/ან ფერების დანახვის მხრივ ცლილებები. თუ პაციენტს აღენიშნება ამგვარი ჩივილები დიკლოფენაკის მიღებისას, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და პაციენტს უნდა ჩაუტარდეს ოფთალმოლოგიური გამოკვლევა. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებისას, განსაკუთრებით ხანგრძლივად, რეკომენდებულია ჰემატოლოგიური პარამეტრების პერიოდული შეფასება ანემიის ან მათ გამოყენებასთან ასოცირებული სხვა მდგომარეობების დროულად აღმოსაჩენად. კორტიკოსტეროიდები სიფრთხილით გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების მქონე პაციენტებში: წყლულოვანი კოლიტი (პერფორაციის რისკი), ინტესტინალური ანასტომოზი, თირკმლის მძიმენ უკმარისობა, ჰიპერტენზია, ოსტეოპოროზი, Mყასტჰენია გრავის, დიაბეტი. ზოგიერთ პაციენტში, განსაკუთრებით ხანდაზმულებში, შეიძლება აღინიშნოს მსუბუქი ძილიანობა, ამიტომ აუცილებელია ყურდაღების გამოჩენა ისეთი საქმიანობის შესრულებისას, რაც მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
*დიკლოფენაკი
ჰეპარინი და სხვა ანტიკოაგულანტები: დიკლოფენაკმა შეიძლება გააძლიეროს მათი მოქმედება.
მეთოტრექსატი: დიკლოფენაკმა შეიძლება გააძლიერის მეთოტრექსატის ჰემატოლოგიური ტოქსიკურობა.
დიურეტიკები: დიკლოფენაკმა შეიძლება შეამციროს დიურეტიკის აქტივობა.
სულფანილშარდოვანა: დიკლოფენაკმა შეიძლება გააძლიეროს სულფონილშარდოვანას ჰიპოგლიკემიური მოქმედება.
დიგოქსინი და/ან ლითიუმი: დიკლოფენაკმა შეიძლება გაზარდოს დიგოქსინის და/ან ლითიუმის პლაზმური კონცენტრაციები.
ციკლოსპორინი: დიკლოფენაკმა შეიძლება გაზარდოს ციკლოსპორინის ნეფროტოქსიკურობა.
ასპირინი: ასპირინთან ერთად გამოყენება ამცირებს ორივე პრეპარატის ბიოშეღწევადობას.
*ჰიდროქსოკობალამინი (ვიტამინი B12)
ალკოჰოლი (ჭარბი მოხმარება 2 კვირაზე მეტ ხანს), ამინოსალიცილატები, კოლქიცინი (განსაკუთრებით ამინოგლიკოზიდებთან ერთად): შეიძლება დააქვეითონ ვიტამინი B12-ის აბსორბცია კუჭნაწლავის ტრაქტიდან.
ანტიბიოტიკები: ანტიბოტიკებმა შეიძლება გამოიწვიონ შრატისა და ერითროციტის B12 ვიტამინის მიკრობიოტური ანალიზების ცვლილებები, ცრუ დაბალი შედეგების ჩვენებით.
ფოლიუმის მჟავა: ფოლიუმის მჟავას მაღალი დოზების ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება დააქვეითოს B12 ვიტამინის კონცენტრაციები სისხლში.
*ბეტამეთაზონი
ასპირინი: ამცირებს სალიცილემიას.
ჰეპარინი და სხვა ორალური ანტიკოაგულანტები: ბეტამეთაზონი ამცირებს მათ ანტიკოაგულანტურ ეფექტს.
პერორალური კონტრაცეპტივები: ბეტამეთაზონმა შეიძლება გააძლიეროს კორტიკოსტეროიდული ტოქსიკურობა.
ტრიციკლური ანტიდეპრესანტები: ბეტამეთაზონი ზრდის ფსიქოპათიის რისკს.
ჰორმონები (ესტროგენები/ანდროგენები): არსებობს შეშუპებისა და წონაში მომატების რისკი.
იმუნოსუპრესანტები: მომატებულია ოპორტუნისტული ინფექციების (მაგ. ტუბერკულოზის) რისკი.
პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებები და ინსულინი: ნახშირწყლების ტოლერანტობის დაქვეითებით გამოწვეული ჰიპერგლიკემია.
ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები: ჰიდროზალინის შეკავებით გამოწვეული ანტიჰიპერტენზიული ეფექტის დაქვეითება.
ცოცხალი ატენუირებული ვაქცინები: ზოგადი სერიოზული დაავადებების რისკი.
ალფა ინტერფერონი: მოქმედების ინჰიბირების რისკი.
ფერმენტების ინდუქტორები (მაგ. რიფამპიცინი, ანტიკონვულსანტები, როგორიცაა კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი, პრიმიდონი): ბეტამეთაზონმა შეიძლება დააქვეითოს კორტიკოსტეროიდის აქტივობა.
თორსადეს დე პოინტეს მაინდუცირებელი პრეპარატები (ანტიარითმიული საშუალებები, როგორიცაა ამიოდარონი, ბრეტილიუმი, დიზოპირამიდი, ქინიდინი, სოტალოლი და არაარითმიული საშუალებები, როგორიცაა ასტემიზოლი, ტერფენადინი, ვინკამიცინი, პენტამიდინი): კორტიკოსტეროიდებით გამოწვეულმა ძლიერმა ჰიპოკალიემიამ შეიძლება გაამწვავოს მოცემული მდგომარეობა.
დიგიტალისები: პოტენციური ჰიპოკალემია ხელს უწყობს დიგიტალისების ტოქსიკურ ეფექტებს.
სხვა ჰიპოკალემიანტები (ზოგიერთი დიურეტკი, კონკრეტული მასტიმულირებელი საფაღარათე საშუალებები): აქვთ დამატებითი ეფექტები.
კარცინოგენეზი, მუტაგენეზი, ფერტილურობის დარღვევა:
გრძელვადიანი კარცინოგენობის კვლევებისას ვირთხებში, რომლებსაც დიკლოფენაკის ნატრიუმი ეძლეოდათ დოზით 2 მგ/კგ-ზე დღეში, არ გამოვლენილა სიმსივნის განვითარების მომატებული შემთხვევები. აღინიშნა სარძევე ჯირკვლების ფიბროადენომების მცირედ მომატება ვირთხებში დღეში 0.5 მგ/კგ დოზის გამოყენებისას, თუმცა, ამგვარი მატება მნიშვნელოვანი არ იყო ვირთხებში სიმსივნის ამ სახეობისთვის. 2-წლიანი კარცინოგენობის კვლევებისას თაგვებში, რომლის დროსაც გამოიყენებოდა დიკლოფენაკი დოზით 0.3მგ/კგ/დღეში მამრებში და 1მგ/კგ/დღეში მდედრებში, არ გამოვლენილა არავითარი ონკოგენური პოტენციალი. დიკლოფენაკს არ გამოუვლენია მუტაგენური აქტივობა სხვადასხვა ინ ვიტრო და ინ ვივო მუტაგენურობის კვლევებისას, მათ შორის ქრომოსომების კვლევისას და ბირთვული დარღვევების ანალიზებში.
ორსულობა - ტერატოგენური ეფექტები:
ჩატარდა კვლევები რეპროდუქციულ ფუნქციაზე თაგვებში, რომლებშიც გამოიყენებოდა დიკლოფენაკი დოზით 20 მგ/კგ/დღეში, ვირთხებში დოზით 10 მგ/კგ/დღეში და კურდღლებში დოზით 80 მგ. აღნიშნული კვლევებისას არ გამოვლენილა ტერატოგენობა ან ტოქსიური ზეგავლენა დედაზე ან ნაყოფზე. ვირთხებში, ტოქსიკურობა არ იყო ასოცირებული დისტოციასთან, პროლონგირებულ გესტაციასთან, ზრდის ან წონის კლებასთან ან ნაყოფის გადარჩენის მაჩვენებლის დაქვეითებასთან. დიკლოფენაკმა გამოავლინა პლაცენტაში შეღწევის უნარი ვირთხებსა და თაგვებში, თუმცა, ადექვატური კვლევები ორსულ ქალებში არ არსებობს. ვინაიდან ცხოველებში ჩატარებული კვლევების შედეგები ყოველთვის არ ასახავს ადამიანებში მოსალოდნელ რეაქციებს, ეს პრეპარატი ორსულობის დროს გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი დედისათვის აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს. პროსტაგლანდინის სინთეზის ინჰიბიტორების გამოყენებასთან ასოცირებული არტერიული სადინრების ნაადრევი დახურვის შესაძლებლობა წარმოადგენს რისკს ნაყოფისათვის და ამიტომ, დიკლოფენაკის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული ორსულობის გვიან სტადიაზე.
მშობიარობა:
დიკლოფენაკის მოქმედება მშობიარობაზე ცნობილი არ არის. სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოცდილების გათვალისწინებით, სრულად არ გამოირიცხება დიკლოფენაკის მიერ საშვილოსნოს შეკუმშვების ინჰიბირების და მშობიარობის დაყოვნების შესაძლებლობა.
ლაქტაცია:
ვინაიდან არსებობს ამ პროდუქტის მიერ სერიოზული არასასურველი რეაქციების გამოწვევის შესაძლებლობა ჩვილებში, უნდა გადაწყდეს ლაქტაციის ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა, დედისათვის მკურნალობის მნიშვნელობის გათვალისწინებით.
გამოყენება ბავშვებში:
მოცემული ფარმაცევტული ფორმა განკუთვნილი არ არის ბავშვებისათვის.
გამოყენება ხანდაზმულებში: კლინიკური ცდებისას დიკლოფენაკით ნამკურნალევი 6000 პაციენტიდან 31% იყო 65 წლის ან მეტი. აღნიშნულ კვლევებში არ გამოვლენილა არავითარი განსხვავება ეფექტიანობის, არასასურველი მოვლენების ან კინეტიკური პროფილის მხრივ ხანდაზმულ და ახალგაზრდა პაციენტთა შორის. როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების შემთხვევაში, შესაძლებელია, რომ ზოგიერთ პაციენტში აღინიშნოს მომატებული მგრძნობელობა არასასურველი რეაქციების მიმართ.
არასასურველი რეაქციები:
პანკლო B12-ის თერაპიული დოზები ზოგადად კარგად გადაიტანება.
აღწერილია შემდეგი არასასურველი რეაქციები:
არახშირი: გამოვლენის სიხშირე 1-10%.
ზოგადი: მუცლის ტკივილი, თავის ტკივილი, ჰიდროზალინის შეკავება, მუცლის შებერილობა.
კუჭ-ნაწლავის მხრივ: დიარეა, დისპეფსია, გულისრევა, ყაბზობა, აირების დაგროვება, ცვლილებები ღვიძლის ანალიზებში. 3%-ზე მეტში პეპტიკური წყლული პერფორაციით ან მის გარეშე და/ან სისხლდენა.
ჰიდროელექტროლიტური: ჰიპოკალემია, ნატრიუმის შეკავება პერიოდული ჰიპერტენზიით და გულის შეგუბებითი უკმარისობით.
ენდოკრინული და მეტაბოლური: მენსტრუაციის დარღვევა.
ნერვული სისტემა: ვერტიგო.
კანი: გამონაყარი, ქავილი.
გრძნობის ორგანოები: ტინიტუსი.
იშვიათი: გამოვლენის სიხშირე <1%
ზოგადი: შეუძლოდ ყოფნა, ტუჩებისა და ენის შეშუპება, ფოტომგრძნობელობა, ანაფილაქსური
რეაქციები, ანაფილაქსიის და ხორხის შეშუპების ცალკეული შემთხვევები.
კარდიოვასკულარული: ჰიპერტენზია, გულის შეგუბებითი უკმარისობა.
გასტრო-ინტესტინური: ღებინება, იქტერიცია, მელენა, სტომატიტი, ლორწოს სიმშრალე, ჰეპატიტი, პანკრეატიტი. ცალკეული შემთხვევები: ეზოფაგური დაზიანება, ღვიძლის ნეკროზი, ციროზი, ჰეპატორენალური სინდრომი, კოლიტი.
ჰემატოლოგიური: ჰემოგლობინის დაქვეითება, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, პურპურა. ცალკეული შემთხვევები: ეოზინოფილია, ანემია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, პანციტოპენია.
ენდოკრინული და მეტაბოლური: გლუკოზაზე მგრძნობელობის დაქვეითება, ლატენტური დიაბეტი. ცალკეული შემთხვევები: ქუშინგის სინდრომი, ACTH ჰიპოსეკრეცია, ადრენოკორტიკული ატროფია, ბავშვებში ზრდის შეფერხება.
ნერვული სისტემა: უძილობა/ძილიანობა, დეპრესია, აგზნება, დიპლოპია, გაღიზიანება. ცალკეული შემთხვევები: კრუნჩხვები და ასეპტიკური მენინგიტი.
რესპირაციული: ეპისტაქსი, ასთმა, ხორხის შეშუპება.
კანი და კანის დანამატები: ალოპეცია, ურტიკარია, დერმატიტი, ანგიოშეშუპება. ცალკეული შემთხვევები: სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მულიფორმული ერითემა, ამპულური დერმატიტი.
გრძნობის ორგანოები: მხედველობის დაბინდვა, სკოტომა, სმენის დაკარგვა, დისგევზია.
უროგენიტალური: პროტეინური