პრესტანსი 5/10მგ #30ტ

პრესტანსი  5/10მგ #30ტ
პრესტანსი
PRESTANCE
 
 

საერთაშორისო დასახელება
- perindopril, amlodipine


კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორის და კალციუმის არხების ბლოკატორის შემცველი საშუალებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
5 მგ/ 5 მგ ტაბლეტები
5 მგ/10 მგ ტაბლეტები
10 მგ/ 5 მგ ტაბლეტები
10 მგ/ 10 მგ ტაბლეტები

აქტიური ნივთიერებები: პერინდოპრილის არგინინი და ამლოდიპინი.
პრესტანსი 5 მგ/5 მგ: ერთი ტაბლეტი შეიცავს 5 მგ პერინდოპრილის არგინინს და 5 მგ ამლოდიპინს.
პრესტანსი 10 მგ/5 მგ: ერთი ტაბლეტი შეიცავს 10 მგ პერინდოპრილის არგინინს და 5 მგ ამლოდიპინს.
პრესტანსი 5 მგ/10 მგ: ერთი ტაბლეტი შეიცავს 5 მგ პერინდოპრილის არგინინს და 10 მგ ამლოდიპინს.
პრესტანსი 10 მგ/10 მგ: ერთი ტაბლეტი შეიცავს 10 მგ პერინდოპრილის არგინინს და 10 მგ ამლოდიპინს.
ტაბლეტის შემადგენლობაში შემავალი სხვა კომპონენტები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი (E470B), მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), კრემნიუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო (E551).

პრესტანსის აღწერილობა
პრესტანსის ტაბლეტები 5 მგ/5 მგ: თეთრი წაგრძელებული ფორმის ტაბლეტები, ციფრებით ”5/5” ერთ მხარეზე და კომპანიის ლოგოთი – მეორეზე.
პრესტანსის ტაბლეტები 10 მგ/5 მგ: თეთრი სამკუთხედის ფორმის ტაბლეტები, ციფრებით ”10/5” ერთ მხარეზე და კომპანიის ლოგოთი – მეორეზე.
პრესტანსის ტაბლეტები 5 მგ/10 მგ: თეთრი კვადრატული ფორმის ტაბლეტები, ციფრებით ”5/10” ერთ მხარეზე და კომპანიის ლოგოთი – მეორეზე.
პრესტანსის ტაბლეტები 10 მგ/10 მგ: თეთრი მრგვალი ტაბლეტები, ციფრებით ”10/10” ერთ მხარეზე და კომპანიის ლოგოთი – მეორეზე.
მუყაოს ყუთში მოთავსებულია ერთი ფლაკონი, რომელიც შეიცავს 30 ტაბლეტს, და ასევე ანოტაცია პაციენტებისთვის.

ჩვენებები
პრესტანსი გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) ან/და გულის სტაბილური კორონარული დაავადებების სამკურნალოდ (როცა გულთან სისხლის მიწოდება შემცირებულია ან ბლოკირებული).
პაციენტებს, რომლებიც იღებენ პერინდოპრილს და ამლოდიპინს ცალ-ცალკე, შეუძლიათ მიიღონ პრესტანსი, რომელიც შეიცავს ორივე ამ კომპონენტს.
პრესტანსი – ესაა ორი აქტიური კომპონენტის - პერინდოპრილის და ამლოდიპინის კომბინაცია. პერინდოპრილი წარმოადგენს აგფ (ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის) ინჰიბიტორს; ამლოდიპინი წარმოადგენს კალციუმის ანტაგონისტს (და მიეკუთვნება პრეპარატების კლასს, რომელსაც უწოდებენ დიჰიდროპირიდინებს). ისინი ახდენენ კომბინირებულ მოქმედებას, აფართოებენ და ადუნებენ სისხლძარღვებს, რაც აადვილებს სისხლის გატარებას და მიწოდებას.
მიღების წესები და დოზები
პრესტანსის მიღებისას საჭიროა ექიმის მითითებების ზუსტი დაცვა. მიღების სისწორეში ეჭვის შეტანის შემთხვევაში საჭიროა ინფორმაცია დაზუსტდეს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ტაბლეტები მიიღება დღეში ერთხელ, დილით უზმოზე, ჭიქა წყალთან ერთად, სასურველია ერთსა და იმავე დროს ყოველდღე. დოზას დაადგენს მკურნალი ექიმი. ჩვეულებრივ დღიური დოზა შეადგენს ერთ ტაბლეტს.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებამ, პრესტანსმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები.
საჭიროა სასწრაფოდ პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია, ჩამოთვლილიდან რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენისას:
• სახის, ტუჩების, ენის, პირის ან ხორხის შეშუპება ან სუნთქვის გაძნელება
• ძლიერი თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა
• უჩვეულოდ ხშირი ან არარეგულარული გულისცემა
სხვა გვერდითი ეფექტები:
• ხშირი გვერდითი ეფექტები: (აღინიშნება 1/10-ზე ნაკლებში, მაგრამ 1/100-ზე მეტში): თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ვერტიგო, ჩხვლეტის შეგრძნება, ძილიანობა, მხედველობის დარღვევა, ყურებში შუილი, გახშირებული გულისცემა, სახის გაწითლება (სისხლის მიწოლა სახისკენ), მსუბუქი თავბრუსხვევა დაქვეითებული არტერიული წნევის გამო, ხველა, ქოშინი, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, გემოვნებითი შეგრძნების დარღვევა, დისპეფსია ან საჭმლის მონელების დარღვევა, დიარეა, ყაბზობა, ალერგიული რეაქციები (როგორიცაა კანის გამონაყარი, ქავილი), კუნთების კრუნჩხვები, დაღლილობის შეგრძნება, შეშუპება (ფეხების ან კოჭების).
• არახშირი გვერდითი ეფექტები: (აღინიშნება 1/100-ზე ნაკლებში, მაგრამ 1/1000-ზე მეტში): გუნება-განწყობის ცვლილებები, ძილის დარღვევა, კანკალი, სინკოპე (გონების დროებითი დაკარგვა), ტკივილის შეგრძნების დაკარგვა, რინიტი (სურდო), ნაწლავების მოქმედების დარღვევა, თმის ცვენა, კანზე წითელი ან უფერო ლაქები, ზურგის, კუნთების, სახსრების ტკივილი, ტკივილი გულმკერდის არეში, შარდვის გაძლიერებული მოთხოვნილება, განსაკუთრებით ღამით, საერთო სისუსტე, ბრონქოსპაზმი (მოხრჩობის შეგრძნება, მსტვენავი სუნთქვა და ქოშინი), პირის სიმშრალე, ანგიონევროზული შეშუპება (მსტვენავი სუნთქვა, სახის ან ენის შეშუპება), პრობლემები თირკმლის მხრივ, იმპოტენცია, გაძლიერებული ოფლიანობა, მამაკაცებში მკერდის გადიდება, სხეულის მასის მომატება ან შემცირება.
• ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები: (აღინიშნება 1/10 000-ზე ნაკლებში): გონების დაბინდვა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევები (არარეგულარული გულის რიტმი, სტენოკარდია, გულის შეტევა და ინსულტი), ეოზინოფილური პნევმონია (პნევმონიის იშვიათი სახე), ერითემა სხვადასხვა სახით (კანის გამონაყარი, რომელიც ხშირად იწყება ქავილით და წითელი ლაქებით სახეზე, ხელებზე, ფეხებზე), სისხლის სურათის ცვლილება, კუჭქვეშა ჯირკვლის, კუჭის და ღვიძლის ფუნქციური დარღვევები, პერიფერიული ნეიროპათია (დაავადება, რომელსაც ახლავს თან მგრძნობელობის, ტკივილის შეგრძნების დარღვევა, კუნთების მუშაობის კონტროლის დარღვევა), ჰიპერტონია (კუნთების არანორმალურად მაღალი ტონუსი), ვასკულიტი (კანის წვრილი სისხლძარღვების კედლის ანთება), ღრძილების შესიება, სისხლში შაქრის დონის მატება.
თუ გვერდითი ეფექტები ღებულობს სერიოზულ ხასიათს, ან გამოვლინდა არასასურველი ეფექტი, რომელიც აქ არ არის მოხსენიებული, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენება

პრესტანსი არ მიიღება შემდეგ შემთხვევებში:
• თუ აღინიშნება ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) პერინდოპრილის ან სხვა აგფ ინჰიბიტორების, ამლოდიპინის ან სხვა დიჰიდროპირიდინების, ან პრესტანსის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
• ბავშვისთვის ძუძუს წოვების პერიოდში (იხ. ორსულობა და ლაქტაცია)
• ორსულობის ბოლო 6 თვის პერიოდში (იხ. ორსულობა და ლაქტაცია)
• თუ ადრე აგფ ინჰიბიტორების მიღების დროს აღინიშნებოდა ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მსტვენავი სუნთქვა, სახის ან ენის შეშუპება, ინტენსიური ქავილი ან დიდი რაოდენობით გამონაყარი კანზე, ან თუ აღნიშნული სიმპტომები აღენიშნებოდათ ოჯახის წევრებს ნებისმიერ სხვა მდგომარეობაში (ამ მოვლენას ეწოდება ანგიოშეშუპება).
• აორტის სტენოზის (გულიდან გამომავალი მთავარი სისხლძარღვის შევიწროება), არასტაბილური სტენოკარდიის (ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც შეიძლება გაჩნდეს მოსვენების მდგომარეობაში), კარდიოგენული შოკის დროს (როცა გული ვერ გადატუმბავს ორგანიზმისთვის საჭირო რაოდენობის სისხლს).
• მძიმე ჰიპოტენზიის დროს (ძალიან დაბალი არტერიული წნევა)
• მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემდგომი გულის უკმარისობის დროს, პირველი 28 დღის განმავლობაში.

პრესტანსის მიღების დროს განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო შემდეგ შემთხვევებში:
• პრესტანსის მიღებამდე საჭიროა ექიმთან შეთანხმება, თუ აღინიშნება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე:
• ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია (გულის კუნთის დაავადება) ან თირკმლის არტერიის სტენოზი (იმ არტერიის შევიწროება, რომელიც სისხლით ამარაგებს თირკმელს).
• გულის სხვა დაავადებები
• ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
• თირკმლის ფუნქციის დარღვევა ან დიალიზზე ყოფნა
• კოლაგენურ-სისხლძარღვოვანი დაავადებები (შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები), სისტემური წითელი მგლურას ან სკლეროდერმიის ტიპის.
• დიაბეტი
• მარილის მცირე რაოდენობით შემცველი დიეტა, ან მარილის შემცვლელების მიღება, რომელიც შეიცავს კალიუმს (ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კალიუმის შემცველობა სისხლში ბალანსირებული იყოს).
• ორსულობა (ან ორსულობის დაგეგმვა); პრესტანსი არ არის რეკომენდებული ორსულობის ადრეულ პერიოდში და შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ნაყოფს 3 თვის შემდეგ (იხ. ორსულობა და ლაქტაცია).
• პრესტანსის მიღების დროს საჭიროა ექიმის ან მედ პერსონალის ინფორმირება შემდეგის შესახებ:
• თუ დაგეგმილია ანესთეზია ან სერიოზული ქირურგიული ოპერაცია
• თუ ახლო წარსულში აღინიშნა დიარეა ან ღებინება
• LDL აფერეზის დროს (სისხლიდან ქოლესტერინის აპარატული გამოდევნა).
• თუ იგეგმება დესენსიბილიზაციის კურსი ფუტკრის ან ბზიკის ნაკბენის ალერგიული ეფექტის შემცირების მიზნით.
• პრესტანსი არ არის რეკომენდებული ბავშვებისა და მოზარდებისთვის.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის ან ორსულობის დაგეგმვის შესახებ საჭიროა ექიმის ინფორმირება პრესტანსით მკურნალობის დაწყებამდე. ექიმმა შეიძლება შეცვალოს პრესტანსი სხვა პეპარატით, რადგან ის არ არის რეკომენდებული ორსულობის ადრეულ ეტაპზე და შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ნაყოფს ორსულობის მე-3 თვის შემდეგ. ორსულობის დაგეგმვამდე საჭიროა პერსტანსის შეცვლა სხვა ჰიპოტენზიური პრეპარატით.
პრესტანსის მიღება ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში უკუნაჩვენებია. ორსულობის დადგენისთანავე წყვეტენ პრესტანსის მიღებას. თუ დაორსულება მოხდა პრესტანსით მკურნალობის ფონზე, საჭიროა ექიმის ინფორმირება ამის შესახებ.
ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული პრესტანსის მიღება.
ნებსმიერი პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

განსაკუთრებული მითითებები

პრესტანსის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
პრესტანსი მიიღება ჭამის წინ.

ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე გავლენა
პრესტანსი არ მოქმედებს ყურადღების კონცენტრაციაზე. მაგრამ ზოგიერთ პაციენტში არტერიული წნევის დაქვეითების გამო შეიძლება აღინიშნოს თავბრუსხვევა და სისუსტე. ამ დროს შეიძლება დაქვეითდეს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარი.

პრესტანსის შემდგენლობაში შემავალი ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პრესტანსი შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს (შაქარი). თუ ექიმმა გითხრათ, რომ შაქრის ზოგიერთი სახეობების მიმართ აუტანლობა გაქვთ, ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ჭარბი დოზირება

პრესტანსის ტაბლეტების დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში საჭიროა სასწრაფო დახმარების გამოძახება ან სასწრაფოდ ექიმის კონსულტაცია. დოზის გადაჭარბების ყველაზე უტყუარი ნიშანია არტერიული წნევის დაქვეითება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა. ასეთ შემთხვევაში საჭიროა დაწოლა და ფეხების ზემოთ აწევა, რაც ამსუბუქებს მდგომარეობას.

პრესტანსის მიღების დავიწყება
აუცილებელია პრეპარატის ყოველდღიური მიღება, რადგან რეგულარული მიღება განაპირობებს მკურნალობის ეფექტურობას. თუმცა, დოზის გამოტოვების შემთხვევაში შემდგომ დოზას მიიღებენ ჩვეულ დროს. არ შეიძლება შემდეგ ჯერზე ორმაგი დოზის მიღება.

პრესტანსის მიღების შეწყვეტა
რამდენადაც გათვალისწინებულია, რომ პრესტანსის მიღება ხდება მთელი ცხოვრების მანძილზე, პრეპარატის მიღების შეწყვეტის თაობაზე საჭიროა ექიმთან შეთანხმება. დამატებითი შეკითხვების გაჩენის შემთხვევაში საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომელსაც იღებთ ან იღებდით, იმ შემთხვევაშიც კი თუ ისინი ურეცეპტოდ გაიცემა. არ არის რეკომენდებული პრესტანსის მიღება შემდეგ პრეპარატებთან ერთად:
• ლითიუმი (გამოიყენება მანიების ან დეპრესიის სამკურნალოდ)
• ესტრამუსტინი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ)
• კალიუმის დამზოგველი დიურეტიკები (სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი), კალიუმის დანამატები ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელები.
პრესტანსით მკურნალობაზე შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა პრეპარატებმა. საჭიროა ექიმის ინფორმირება ჩამოთვლილი პრეპარატების შესახებ, თუ მათ ღებულობს პაციენტი:
• მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო სხვა პრეპარატები, მათ შორის დიურეტიკები (პრეპარატები, რომლებიც ზრდის შარდის მოცულობას)
• არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (მაგ. იბუპროფენი) ტკივილის მოსახსნელად ან ასპირინის მაღალი დოზები.
• დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები (მაგ. ინსულინი)
• პრეპარატები მენტალური დარღვევების სამკურნალოდ, როგორიცაა დეპრესია, შფოთვა, შიზოფრენია და სხვ. (მაგ. ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური, იმიპრამინისმაგვარი პრეპარატები, ნეიროლეპტიკები)
• იმუნოდეპრესანტები (პრეპარატები, რომლებიც აქვეითებს ორგანიზმის დამცველობით მექანიზმებს), რომლებიც გამოიყენება ავტოიმუნური დარღვევების სამკურნალოდ ან ტრანსპლანტაციური ოპერაციების შემდეგ (მაგ. ციკლოსპორინი)
• ალოპურინოლი (პოდაგრის სამკურნალოდ)
• პროკაინამიდი (არარეგულარული გულის რითმის სამკურნალოდ)
• სისხლძარღვთა გამაფართოებელი პრეპარატები, მათ შორის ნიტრატები
• ჰეპარინი (შედედების საწინააღმდეგო პრეპარატი)
• ეფედრინი, ნორადრენალინი ან ადრენალინი (დაბალი არტერიული წნევის, შოკის, ასთმის სამკურნალო პრეპარატები)
• ბაკლოფენი ან დანტროლენი (ინფუზია), რომლებიც გამოიყენება კუნთების გახევების დროს ზოგიერთი დაავადების დროს, მაგ. სკლეროზები. დანტროლენი გამოიყენება ასევე ავთვისებიანი ჰიპერთერმიის შემთხვევაში ანესთეზიის დროს (მისი სიმპტომები: სხეულის ტემპერატურის მატება და კუნთების გახევება)
• ზოგიერთი ანტიბიოტიკი, როგორიცაა რიფამპიცინი
• ანტიეპილეფსიური საშუალებები, როგორიცაა კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი, ფოსფენიტოინი, პრიმიდონი
• ინტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები)
• ალფა-ბლოკერები, რომლებიც გამოიყენება პროსტატის დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა პრაზოზინი, ალფუზოზინი, დოქსაზოზინი, ტამსულოზინი, ტერაზოზინი
• ამიფოსტინი (გამოიყენება სხვა სამედიცინო პრეპარატებით ან სხივური თერაპიით გამოწვეული გვერდითი ეფექტების დროს)
• კორტიკოსტეროიდები (გამოიყენება სხვადასხვა მდგომარეობების სამკურნალოდ, მათ შორის მძიმე ასთმა და რევმატოიდული ართრიტი)
• ოქროს პრეპარატები, განსაკუთრებით ინტრავენური გამოყენებისას (რევმატოიდული ართრიტის სიმპტომების სამკურნალოდ)

შენახვის პირობები და ვადები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ყუთსა და ფლაკონზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატი არ გამოიყენება. შენახვის ვადაში იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე.
საჭიროა ფლაკონის მჭიდროდ დახურვა, რომ ნესტი შიგნით არ მოხვდეს. ინახება ორიგინალურ შეფუთვაში.
ინახება 30ºC -ზე დაბალ ტემპერატურაზე.

აფთიაქში გაცემის წესი

ექიმის რეცეპტის მიხედვით

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
Servier (Ireland) Industries Ltd

ირლანდია