სინეგრა
SINEGRA
აქტიური ნივთიერება (საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება):
სილდენაფილის ციტრატი
კოდი ATC: G04BE03
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ერექტილური დისფუნქციის სამკურნალო პრეპარატები
ფარმაკოლოგიური თვისებები:
სილდენაფილის ციტრატი, ცგმფ-სპეციფიკური მე-5 ტიპი ფოსფოდიესტერაზას (ფდე 5) ძლიერი და სელექტიური ინჰიბიტორია.
სასქესო ორგანოს ერექციის ფიზიოლოგიური მექანიზმი გულისხმობს სექსუალური სტიმულაციის დროს მღვიმოვან სხეულში აზოტის ოქსიდის (NO) გამონთავისუფლებას. აზოტის ოქსიდი ააქტიურებს ფერმენტ გუანილატციკლაზას, რაც იწვევს ციკლური გუანოზინმონოფოსფატის (ცგმფ) დონის მომატებას, მღვიმოვანი სხეულის გლუვი კუნთების მოდუნებასა და სასქესო ორგანოში სისხლსავსეობის გაძლიერებას.
ადამიანის იზოლირებულ მღვიმოვან სხეულზე სილდენაფილს პირდაპირი მომადუნებელ მოქმედება არ გააჩნია, მაგრამ ამ ქსოვილზე მნიშვნელოვნად აძლიერებს აზოტის ოქსიდის მომადუნებელ ეფექტს მე-5 ტიპი ფოსფოდიესტერაზას ინჰიბირების საშუალებით. სექსუალური აღგზნების დროს სილდენაფილის გავლენით აზოტის ოქსიდის ლოკალური გამონთავისუფლება იწვევს ფდე 5-ის დათრგუნვას და ცგმფ-ს დონის მომატებას, ამის შედეგად ხდება გლუვი კუნთების მოდუნება და მღვიმოვან სხეულში სისხლის დინების გაძლიერება.
ფარმაკოდინამიკა:
სილდენაფილის მოქმედება ერექტილურ დისფუნქციაზე:
ერექციის სხვადასხვა ეტიოლოგიის (ორგანული, ფსიქგენური, შერეული) დარღვევების მქონე პაციენტების ორმაგ ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად ჯვარედინ კვლევაში, პლაცებოსთან შედარებით სილდენაფილის დანიშვნის შემდეგ, სექსუალური სტიმულაციის შედეგი იყო სქესობრივი აქტის ჩასატარებლად საკმარისი გახანგრძლივებული ერექციის დაწყება. სილდენაფილის ზეგავლენა არტერიულ წნევაზე:
პრეპარატის პერორალურად გამოყენებისას დოზით 100 მგ, სისტოლური არტერიული წნევის მაქსიმალური დაქვეითება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში საშუალოდ შეადეგნდა 8.4 mmHg-ს, დიასტოლური წნევის შესაბამისი დაქვეითება მწოლიარე მდგომარეობაში შეადგენდა 5.5 mmHg-ს. უფრო გამოხატული, თუმცა ასეთივე გარდამავალი მოქმედება არტერიულ წნევაზე აღინიშნებოდა პაციენტებში, რომლებიც ნიტრატებს ღებულობდნენ.
სილდენაფილი ზეგავლენა ჰემოდინამიკაზე:
სილდენაფილის ერთჯერადი მიღება დოზით 100 მგ, კლინიკურად მნიშვნელოვან ცვლილებებს ჯანმრთელი მოხალისეების ეკგ-ზე არ იწვევდა.
სილდენაფილი ზეგავლენა მხედველობაზე:
ზოგიერთ პაციენტში პრეპარატის მიღებიდან 1 საათის შემდეგ, დოზით 100 და 200 მგ აღინიშნებოდა ფერის განსხვავების (ლურჯი/მწვანე) მსუბუქი და გარდამავალი დარღვევა, მიღებიდან 2 საათის შემდეგ ეს დარღვევები ქრებოდა. ფერადი მხედველობის დარღვევის მექანიზმად ითვლება ფდე 6-ს დათრგუნვა, რომელიც ბადურაში სინათლის გადაცემის პროცესში ღებულობს მონაწილეობს. სილდენაფილი ზეგავლენას არ ახდენს მხეველობის სიმახვილეზე, მგრძნობელობის კონტრასტზე, თვალშიდა წნევაზე ან გუგის დიამეტრზე.
ფარმაკოკინეტიკა:
სილდენაფილის ფარმაკოკინეტიკა დამოკიდებულია პერორალურ დოზაზე დოზათა რეკომენდებულ დიაპაზონში. პრეპარატის პერორალურად მიღების შემდეგ სილდენაფილი სწრაფად შეიწოვება. აბსოლუტური ბიოამთვისებლობა საშუალოდ 40%-ს შეადგენს. პრეპარატის ელიმინიცია უპირატესად ღვიძლში ხორციელდება მეტაბოლიზმის (ძირითადად იზოფერმენტ ციტოქრომ P450 3A4-ს საშუალებით) გზით სილდენაფილის მსგავსი აქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით. ფერმენტ ციტოქრომ P450-ს ინჰიბიტორებთან (როგორებიცაა ეროთრომიცინი, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი), ასევე არაცპეციფიკურ CYP ინჰიბიტორებთან (ციმეტიდინი) ერთობლივი გამოყენება დაკავშირებულია პლაზმაში სილდენაფილის დონის მომატებასთან.
შეწოვა და განაწილება:
უზმოზე პრეპარატის პერორალურად მიღების შემდეგ Cmax მიიღწევა 30-120 წუთის განმავლობაში (საშუალოდ 60 წუთი). სილდენაფილის მიღებისას ცხიმიან საკვებთან ერთად აბსორბციის სიჩქარე მცირდება; Tmax იზრდება 60 წუთით, ხოლო Cmax ქვეითდება 29%-ით.
სილდენაფილის Vd წონასწორულ მდგომარეობაში საშუალოდ 105 ლ-ს შეადგენს, რაც ქსოვილში მის განაწილებაზე მიუთითებს. სილდენაფილი და მისი მთავარი მოცირკულირე N-დესმეთილის მეტაბოლიტი დაახლოებით 96%-ით უკავშირდება პლაზმურ ცილებს. პლაზმურ ცილებთან შეკავშირება არ არის დამოკიდებული სილდენაფილის საერთო კონცენტრაციაზე. ჯანმრთელ მოხალისეებში, რომლებიც სილდენაფილს ღებულობდნენ, დოზის 0,001%-ზე ნაკლები ვლინდებოდა სპერმაში მიღებიდან 90 წუთის შემდეგ.
მეტაბოლიზმი და გამოყოფა:
სილდენაფილი ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლის CYP 3A4 (ძირითადი გზა) და CYP 2C9-ს (მეორეხარისხოვანი გზა) მიკროსომალური იზოფერმენტების ზემოქმედებით. მთავარი მოცირკულირე მეტაბოლიტი, რომელიც სილდენაფილის N-დესმეთილირებით წარმოიქმნება, განიცდის შემდგომ მეტაბოლიზმს. ფდე-ზე მოქმედების სელექტიურობის მიხედვით, მეტაბოლიტი ემსგავსება სილდენაფილს, ხოლო მისი in vitro აქტივობა ფდე-ს მიმართ შეადგენს საკუთრივ სილდენაფილის აქტივობის 50%-ს. პლაზმაში მეტაბოლიტის კონცენტრაცია სილდენაფილის კონცენტრაციის 40%-ს შეადგენს. პერორალური ან ინტრავენური მიღების შემდეგ სილდენაფილი გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით განავალთან ერთად (პერორალური დოზის დაახლოებით 80%) და ნაკლებად შარდთან ერთად (მიღებული დოზის დაახლოებით 13%).
ჩვენებები:
- ერექციის დარღვევა, რომელიც ხასიათდება სასქესო აქტის განსახორციელებლად ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების შეუძლებლობა.
დოზირება და გამოყენების მეთოდი:
პრეპარატი მიიღება პერორალურად. პაციენტების უმრავლესობისათვის რეკომენდებული დოზა შეადგენს 50 მგ-ს, საჭიროების შემთხვევაში პრეპარატს სექსუალურ აქტამდე დაახლოებით 1 საათით ადრე ღებულობენ. დოზის ეფექტურობისა და ამტანობის გათვალისწინებით დოზა შეიძლება გაიზარდოს 1000 მგ-მდე ან შემცირდეს 25 მგ-მდე. მაქსიმალური რეკომენდებული ჯერადობა – დღეში ერთხელ.
სისხლის პლაზმაში (AUC) სილდენაფილის დონის მომატებაზე შემდეგი ფაქტორები ახდენენ ზეგავლენას: 65 წელს ზემოთ ასაკი (AUC-ის გზრდა 40%-ით), ღვიძლის ფუნქციის უკმარისობა (მაგალითად, ღვიძლის ციროზი, 80%), თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ, 100%), ციტოქრომ P450 3A4 ინჰიბიტორების (მაგალითად, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ერითრომიცინი, 182%, საქვინავირი 210%) თანმხლები გამოყენება. ამან შეიძლება ხელი შეუწყოს, როგორც პრეპარატის ეფექტურობის გაზრდას, ასევე გვერდითი მოვლენების განვითარებას. აუცილებელია გადაწყდეს საკითხი პრეპარატის დანიშვნის მიზანშეწონილობის შესახებ დოზით 25 მგ/დღეში ამ ჯგუფის პაციენტებში. ჯანმრთელების, არა აივ-ინფიცირებულ მოხალისეების კვლევებში რიტონავირი ძლიერად ზრდის პლაზმაში სილდენაფილის სისტემურ დონეს. ამ ფარმაკოკინეტიკური მონაცემების საფუძველზე არ არის რეკომენდებული ერთჯერად მაქსიმალურ დოზაზე 25 მგ მეტის მიცემა 48 საათის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები:
გვერდით მოვლენებს გარდამავალი ხასიათი აქვთ, მსუბუქი ან ზომიერად გამოხატულია. გვერდითი მოვლენების ხასიათი დოზის შერჩევასთან დაკავშირებულ კვლევებში, რადგანაც ასეთი კვლევები უკეთ ასახავენ გამოყენების რეკომენდებულ სქემას, შედარებულ იქნა კვლევასთან ფიქსირებული დოზებით. სილდენაფილის გამოყენებისას რეკომენდებული ფიქსირებული დოზირებით, პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, აღინიშნებოდა შემდეგი გვერდითი მოვლენები: თავის ტკივილი, ცხელება, დისპეფსია, ნაზალური ჰიპერემია, თვალების ტკივილი, თვალების შეწითლება, ფაღარათი, თავბრუ, გამონაყარი.
სხვა გვერდითი მოვლენები შეადგენდნენ 2%-ზე ცოტათი მეტს, მაგრამ შედარებულ იყვნენ პლაცებო-ტესტთან: წელის ტკივილი, გრიპის მსგავსი სინდრომი, ართრალგია. კვლევებში ფიქსირებული დოზებით დისპეფსია (17%) და მხედველობის დარღვევა (11%) უფრო ხშირად აღინიშნებოდა დოზის გამოყენებისას, რომელიც 100 მგ-ს აღემატებოდა, ვიდრე უფრო დაბალი დოზირებისას; ასევე შეინიშნებოდა, რომ გვერდითი მოვლენების სიხშირე იზრდებოდა დოზის მომატებისას.
კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში პაციენტების 2%-ზე ნაკლებში აღინიშნებოდა შემდეგი კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები, ასევე ის მოვლენები, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყვნენ პრეპარატის მიღებასთან:
ორგანიზმის მხრივ:
სახის შეშუპება, ფოტომგრძნობელობის რეაქციები, შოკი, ასტჰენია, ტკივილი, შემცივნება, მუცლის ტკივილი, ალერგიული რეაქციები, ტკივილი მკერდის ძვლის უკან.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ:
სტენოკარდია, ატრივენტრიკულური ბლოკადა, შაკიკი, გულის წასვლა, ტაქიკარდია, გულისცემა, ჰიპოტენზია, პოსტურალური ჰიპოტენზია, მიოკარდიუმის იშემია, თავის ტვინის სისხლძარღვების თრომბოზი, გულის უკმარისობა, გულის ბლოკადები, ცვლილებები კარდიოგრამაზე, კარდიომიოპათია.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
გულისრევა, გლოსიტები, კოლიტები, დისფაგია, გასტრიტები, გასტროენტერიტები, ეზოფაგიტები, სტომატიტები, პირში სიმშრალე, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ნაწლავებიდან სისხლდენები, გინგივიტები.
სისხლმბადი და ლიმფური სისტემის მხრივ:
ანემია და ლეიკოპენია.
მეტაბოლიზმისა და ნივთიერებათა ცვლის მხრივ:
წყურვილი, პოდაგრა, ჰიპერგლიკემია, პერიფერული შეშუპებები, გაძლიერებული შარდვა, ჰიპოგლიკემიური რეაქციები, ჰიპერნატრიემია.
ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის მხრივ:
ართრიტები, ართროზები, მიალგიები, ტენოსინოვიტები, ტკივილი ძვლებში, მიასთენია, სინოვიტები.
ცნს-ისა და პერიფერული ნერვული სისტემის მხრივ:
ატაქსია, ჰიპერტონია, ნევრალგია, ნეიროპათია, პარესთეზიები, ტრემორი, თავბრუ, დეპრესიები, უძილობა, მომატებული ძილიანობა, კოშმარები, რეფლექსების შესუსტება.
სასუნთქი სისტემის მხრივ:
ასთმა, ქოშინი, ლარინგიტები, ფარინგიტები, სინუსიტები, ბრონქიტები, ნახველის გაძლიერებული გამოყოფა, ხველა.
კანისა და კანის საფარის მხრივ:
ჭინჭრის ციება, მარტივი ჰერპესი, ქავილი, ოფლიანობა, კანის წყლულოვანი დაზიანებები, კონტაქტური დერმატიტის, ექსფოლიაციური დერმატიტები.
გრძნობათა ორგანოების მხრივ:
გუგის გაფართოება, კონიუქტივიტები, ფოტოფობია, ხმაური ყურებში, სიბრმავე, ტკივილი ყურებში, სისხლჩაქცევა სკლერაში, კატარაქტა, კონიუქტივის სიმშრალე.
სასქესო სისტემის მხრივ:
შარდის ღამის შეუკავლობა, ხშირი შარდვა, სარძევე ჯირკვლების გადიდება, ეაკულაციის დარღვევები, სასქესო ორგანოს შეშუპება, ანორგაზმია.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებიც მუდმივად ან დროგამოშვებით ღებულობენ აზოტის ოქსიდის დონატორებს, ორგანულ ნიტრატებს ან ნიტრატებს ნებისმიერ ფორმაში, ვინაიდან სილდენაფილი მუდმივად ან ექსტრენულ შემთხვევებში გამოყენებული ნიტრატების ჰიპოტენზიურ მოქმედებას აძლიერებს.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:
სხვა პრეპარატების ზეგავლენა სილდენაფილზე:
In vitro კვლევებში: სილდენაფილის მეტაბოლიზმი ძირითადად ხორციელდება CYP 3A4 (ძირითადი გზა) და CYP 2C9 (მეორადი გზა) ზეგავლენით. ამიტომ რეკომენდებულ დოზებში სილდენაფილის გამოყენებისას ნაკლებად სავარაუდოა სილდენაფილმა იმოქმედოს ამ ფერმენტების სუბსტრატების კლირენსზე.
In vivo კვლევებში: ციმეტიდინი (800 მგ), რომელიც CYP 3A4 არასპეციფიკური ინჰიბიტორია, სილდენაფილთან ერთდროული გამოყენებისას, ჯანმრთელ მოხალისეებში იწვევდა პლაზმაში სილდენაფილის კოცენტრაციის მომატებას 56%-ით.
სილდენაფილის ერთჯერადი მიღება დოზით 100 მგ ერთდროულად ერითრომიცინთან, CYP 3A4 სპეციფიკური ინჰიბიტორთან (ერითრომიცინი მიღებისას დღეში ორჯერ 500 მგ დოზით 5 დღის განმავლობაში) სისხლში ერითრომიცინის მუდმივი დონის მიღწევის ფონზე, ხელს უწყობდა სილდენაფილის AUC-ის მომატებას 182%-ით. ასევე სილდენაფილის 100 მგ დოზით და საქვინავირის დღეში სამჯერ დოზით 1200 მგ (აივ-პროტეაზას ინჰიბიტორი და იმავდროულად CYP 3A4 ინჰიბიტორი) ერთდროული მიღებისას, სისხლში საქვინავირის მუდმივი დონის მიღწევის ფონზე, სისხლში სილდენაფილის მაქსიმალური კოცენტრაცია იზრდებოდა 140%-ით, ხოლო AUC მატულობდა 210%-ით. სილდენაფილი ზეგავლენას არ ახდენდა საქვინავირის ფარმაკოკინეტიკურ პარამატრებზე. მოსალოდნელია, რომ ციტოქრომ P450 3A4-ის უფრო ძლიერი ინჰიბიტორები, ისეთები როგორებიცაა კეტოკონაზოლი ან იტრაკონაზოლი, გამოიწვევენ სისხლის პლაზმაში სილდენაფილის დონის მომატებას.
კლინიკური კვლევების შედეგების პოპულაციურმა ფარმაკოკიენტიკურმა ანალიზმა უჩვენა სილდენაფილის კლირენსის შემცირება CYP 3A4 ინჰიბიტორთან (როგორებიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ერითრომიცინი) ერთდროული გამოყენებისას.
სილდენაფილის (ერთჯერადად დოზით 100 მგ) ერთდროული გამოყენება რიტონავირთან, რომელიც აივ-პროტეაზას ინჰიბიტორია და საკმაოდ ძლიერი ინჰიბიტორია ციტოქრომ CYP 3A4-ისა (რიტონავირის მიღებისას დოზით 500 მგ დღეში ორჯერ) სისხლში რიტონავირის მუდმივი მიღწევის ფონზე, Cmax იზრდებოდა 300%-ით (4-ჯერ), ხოლო AUC 1000%-ი% (11-ჯერ) 24 საათის შემდეგ სისხლის პლაზმაში სილდენაფილის დონე შეადგენდა 200 ნგრ/მლ-ს (შედარებითი კონცენტრაცია ერთი სილდენაფილის ერთჯერადი მიღებისას 24 საათის შემდეგ შეადგენდა 5 ნგრ/მლ-ს). ეს ეთანხმება რიტონავირის მოქმედებასთან პრეპარატების მთელ რიგზე, რომლებიც ციტოქრომ P450 სუბსტრატები. სილდენაფილი რიტონავირის ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებზე ზეგავლენას არ ახდენდა.
ანტაციდების (მაგნიუმის ჰიდროქსიდი/ალუმინის ჰიდროქსიდი) ერთჯერადი მიღება ზეგავლენას არ ახდენდა სილდენაფილის ბიოამთვისებლობაზე.
სილდენაფილის კვლევებში მონაწილე პაციენტების ფარმაკოკინეტიკურმა შედეგებმა, უჩვენეს, რომ CYP 2C9 ინჰიბიტორები (როგორებიცაა ტობულამიდი, ვარფარინი), CYP 2D6 (როგორებიცაა სეროტონინის უკუშეწოვის სელექტიური ინჰიბიტორები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები), თიაზიდები და თიაზიდების მსგავსი შარდმდენები, მარყუჟოვანი და კალიუმისშემნახველი შარდმდენები, აპფ ინჰიბიტორები და კალციუმის ანტაგონისტები არ ახდენენ გავლენას სილდენაფილის ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებზე.
სილდენაფილის გავლენა სხვა პრეპარატებზე:
In vitro კვლევებში:
სილდენაფილი იზოფერმენტ ციტოქრომ P450-1A2,2C9, 2C19, 2D6, 2E1 და 3A4 (ИK50<მკმოლი) სუსტი ინჰიბიტორია. რეკომენდებულ დოზებში სილდენაფილის გამოყენებისას ნაკლებ სავარაუდოა, სილდენაფილმა იმოქმედოს ამ ფერმენტების სუბტსტრატების კლირენსზე.
In vivo კვლევებში:
პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით სილდენაფილის (100მგ) ამლოდიპინთან ურთიერთქმედების ნიშნები გამოვლენილი არ არის. ჰორიზონტალური მდგომარეობაში არტერიული წნევის დამატებითი საშუალო დაქვითება შეადგენდა: სისტოლური 8 mmHg-ით და დიასტოლური 7 mmHg-ით.
სილდენაფილის ტობულამიდთან (250 მგ) ან ვარფარინთან (40მგ), რომელიც CYP 2C9-თი მეტაბოლიდება მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების ნიშნები გამოვლენილი არ არის.
აცეტილსალიცილის მჟავას (150 მგ) გამოყენებისას სილდენაფილი (50 მგ) არ იწვევდა სისხლდენის დროის დამატებით გაზრდას.
ჯანმრთელ მოხალისეებში, სისხლში ეთანოლის მაქსიმალური დონით საშუალოდ 80 მგ/მლ, სილდენაფილი (50 მგ) არ აძლიერებდა ეთანოლის ჰიპოტენზიურ მოქმედებას.
ორსულობა და ლაქტაცია:
სილდენაფილი არ არის განკუთვნილი ქალებისა და ბავშვებისათვის.
განსაკუთრებული მითითებანი:
სექსუალური აქტივობა გულის დაავადებების დროს გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს; ამიტომ ერექციის დარღვევის ნებისმიერი მკურნალობის დაწყებამდე ექიმმა შეიძლება საჭიროდ მიიჩნიოს გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამოკვლევა.
კლინიკურ კვლევებში სილდენაფილი ავლენდა სისხლძარღვების გამაფართოებელ მოქმედებას, რომელიც იწვევდა არტერიული წნევის გარდამავალ დაქვეითებას. სილდენაფილის დანიშვნამდე ექიმმა სათანადოდ უნდა შეაფასოს სისხლძარღვების გამაფართოებელი მოქმედების არასასურველი გამოვლინებების საშიშროება პაციენტებში თანმხლები დაავადებებით, განსაკუთრებით სექსუალური აქტივობის ფონზე. ჰიპერმგრძნობელობა ვაზოდილატატორების მიმართ აღინიშნებოდა პაციენტებში მარცხენა პარკუჭის ობსტრუქციით (მაგალითად, აორტული სტენოზი, ჰიპერტროფული კარდიომიოპათია), ასევე სხვადასხვა სისტემის მრავლობითი ატროფიით, რომელიც იშვიათად გვხვდება და არტერიული წნევის ავტონომური კონტროლის მძიმე დარღვევებით გამოვლინდება.
სილდენაფილის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ მონაცემები პაციენტების ქვემოთ მოყვანილ ჯგუფებში არ არსებობს, ამიტომ ამ პაციენტებში პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება:
- გადაიტანეს მიოკარდიუმის ინფარაქტი, აწუხებთ თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევები, ან უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში აწუხებდათ სიცოცხლისათვის სახიფათო არითმიები;
- აწუხებთ ორთოსტატული ჰიპოტენზია (არტერიული წნევა 90/50) ან ჰიპერტენზია (არტერიული წნევა 170/110);
- აწუხებთ გულის უკმარისობა ან არასტაბილური სტენოკარდიით განპირობებული გულის იშემიური დაავადება.
პაციენტების მცირე ნაწილს თანდაყოლილი პიგმენტური რინიტით აქვთ ბადურას ფოსფოდიესტერაზების მემკვიდრეობითი დარღვევები. სილდენაფილის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ მონაცემები პაციენტებში პიგმენტური რინიტით არ არსებობს, ამიტომ ასეთ პაციენტებში პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება.
პრეპარატები, რომლებიც განკუთვნილია ერექციის დარღვევების სამკურნალოდ, სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში სასქესო ორგანოს ანატომიური დეფორმაციებით (მაგალითად, ანგულაცია, კავერნული ფიბროზი ან პეირონის დაავადება) ან პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ დაავადებები პრიაპიზმის განვითარების საშიშროებით (როგორებიცაა ნამგლისებრი ანემია, მრავლობითი მიელომა ან ლეიკემია).
პრეპარატები, რომლებიც განკუთვნილია ერექციის დარღვევების სამკურნალოდ, არ ინიშნება მამაკაცებში, რომელთათვისაც სექსუალური აქტივობა არ არის მიზანშეწონილი. სილდენაფილის უსაფრთხოება და ეფექტურობა ერექციის დარღვევების სამკურნალო სხვა საშუალებებთან ერთად კომბინაციაში გამოყენებისას, შესწავლილი არ არის, ამიტომ მსგავსი კომბინაციების გამოყენება რეკომენდებული არ არის.
ჭარბი დოზირება:
ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებულ კვლევებში, პრეპარატის ერთჯერადი მიღებისას დოზით 800 მგ-მდე, გვერდითი მოვლენები ისეთივე იყო, როგორიც პრეპარატის უფრო მცირე დოზით მიღებისას, მაგრამ გვერდითი მოვლენები უფრო ხშირად ვლინდება.
მკურნალობა: საჭიროების შემთხვევაში ტარდება სიმპტომატური მკურნალობა. დიალიზი არ აჩქარებს სილდენაფილის კრეატინინის კლირენსს, ვინაიდან უკანასკნელი აქტიურად უკავშირდება პლაზმურ ცილებს და არ გამოიყოფა შარდთან ერთად.
გამოშვების ფორმა:
“სინეგრა®” 25 შემოგარსული ტაბლეტები 25 მგ-იანი #4
“სინეგრა®” 50 შემოგარსული ტაბლეტები 50 მგ-იანი #1 და #4
“სინეგრა®” 100 შემოგარსული ტაბლეტები 100 მგ-იანი #1
შენახვა:
ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი
გაცემის რეჟიმი:
რეცეპტით.
მწარმოებელი:
“ნობელ-ფარმასანოატი”,
ლიცენზიით “ნობელი”, თურქეთი