სტრეპტოციდი 0.3გ #10ტ (დარნიცა

სტრეპტოციდი 0.3გ #10ტ (დარნიცა

სტრეპტოციდი 0,3გრ


სამკურნალო საშუალების შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება:
სულფანილამიდი;
1 ტაბლეტი შეიცავს: სულფანილამიდი (სტრეპტოციდი) – 0,3 გ;
დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, ტალკი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, წყალში ხსნადი მეთილცელულოზა.

სამკურნალო ფორმა. ტაბლეტები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.
სტრეპტოციდი – ხანმოკლე მოქმედების სულფანილამიდი, გააჩნია ბაქტერიოსტატური ეფექტი სტრეპტოკოკების, მენინგოკოკების, გონოკოკების, ნაწლავის ჩხირისა და სხვა მიკროორგანიზმების მიმართ.

ჩვენებები. სტრეპტოციდი ენიშნებათ უფროსებს და 2 წლის ზევით ასაკის ბავშვებს ჭრილობის ინფექციების (ჭრილობები, წყლულები, ნაწოლები), დამწვრობების მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით, წითელი ქარის, ენტეროკოლიტების, პიელიტების, ცისტიტების, ანგინისა და პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული სხვა ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ.

უკუჩვენებები. სისხლმბადი სისტემის დაავადებები, ნეფროზები, ნეფრიტები, ბაზედოვის დაავადება, მწვავე ჰეპატიტი, ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, 2 წლამდე ასაკი.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება. პარაამინობენზოის მჟავას მალექის შემცველმა ნოვოკაინმა და ასეთივე ქიმიური სტრუქტურის სხვა სამკურნალო საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიონ ანტისულფანილამიდური ეფექტი, რაც გასათვალისწინებელია სტრეპტოციდის დანიშვნისას.

განსაკუთრებული მითითებები სტრეპტოციდით ხანგრძლივი მკურნალობისას აუცილებელია სისხლის ანალიზის პერიოდული კონტროლი.
არასაკმარისი დოზებით სტრეპტოციდის დანიშვნამ ან პრეპარატის მიღების ნაადრევმა შეწყვეტამ შესაძლოა ხელი შეუწყოს სულფანილამიდების მიმართ მიკროორგანიზმების მდგრადობის მომატებას.

გამოყენების მეთოდები და დოზები. სტრეპტოციდი ინიშნება პერორალურად: უფროსები ღებულობენ 2-4 ტაბლეტს 5-ჯერ დღეში (დღიური დოზა – 3-6 გ); 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები – 0,3 გ ერთ მიღებაზე, 6-დან 12 წლამდე – 0,3-0,6 გ ერთ მიღებაზე.
მაქსიმალური დოზები უფროსებისათვის: ერთჯერადი – 2 გ, დღიური – 7 გ.

გვერდითი მოვლენები. სტრეპტოციდის მიღებისას შესაძლოა აღინიშნოს გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დათრგუნული მდგომარეობა, ციანოზის განვითარება. დიდი დოზებით და ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია, ტაქიკარდია, პარესთეზიები, დერმატიტები, ფაღარათი, ქოლესტაზი, კვანძოვანი პერიარტერიიტი. შარდგამომყოფ სისტემაში გართულებები იშვიათია (კრისტალურია, ჰემატურია, შოკური თირკმელი ანურიით).

ვარგისიანობის ვადა 5 წელი. სამკურნალო პრეპარატის ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.

შენახვის პირობები. მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.

შეფუთვა. 10 ტაბლეტი კონტურულ შეფუთვაში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები. რეცეპტის გარეშე.