ამარილი 1მგ
Amaryl
შემადგენლობა:Amaryl
1 მგ ამარილის ერთი ტაბლეტი შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას - 1,0 მგ გლიმეპირიდს.
დამხმარე ნივთიერებებს: ლაქტოზას, ,,გლიკოლიატის ნატრიუმის სახამებელს”, 25000 პოლივიდონს, მიკროკრისტალურ ცელულოზას, მაგნიუმის სტეარატს, რკინის წითელ ჟანგს (E 172).
2 მგ ამარილის ერთი ტაბლეტი შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას - 2,0 მგ გლიმეპირიდს.
დამხმარე ნივთიერებებს: ლაქტოზას, ,,გლიკოლიატის ნატრიუმის სახამებელს”, 25000 პოლივიდონს, მიკროკრისტალურ ცელულოზას, მაგნიუმის სტეარატს, რკინის ყვითელ ჟანგს (E 172) ალუმინის პუდრით პიგმენტირებულ ინდიკოკარმინის ლაქს (E 132).
3 მგ ამარილის ერთი ტაბლეტი შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას - 3,0 მგ გლიმეპირიდს.
დამხმარე ნივთიერებებს:ლაქტოზას, ,,გლიკოლიატის ნატრიუმის სახამებელს”, 25000 პოლივიდონს, მიკროკრისტალურ ცელულოზას, მაგნიუმის სტეარატს, რკინის ყვითელ ჟანგს (E 172) .
4მგ ამარილის ერთი ტაბლეტი შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას - 4,0 მგ გლიმეპირიდს.
დამხმარე ნივთიერებებს:ლაქტოზას, ,,გლიკოლიატის ნატრიუმის სახამებელს”, 25000 პოლივიდონს, მიკროკრისტალურ ცელულოზას, მაგნიუმის სტეარატს, ალუმინის პუდრით პიგმენტირებულ ინდიკოკარმინის ლაქს (E 132).
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კოდი ATC- კლასიფიკაციის მიხედვით: A10B
ფარმაკოდინამიკა:
გლიმეპირიდი, ამარილის აქტიური ნივთიერება, წარმოადგენს პერორალური გამოყენების ჰიპოგლიკემიურ პრეპარატს – სულფანილშარდოვანას წარმოებულს. იგი ასტიმულირებს პანკრეასის ბეტა-უჯრედების მიერ ინსულინის სეკრეციას, აძლიერებს ინსულინის გამონთავისუფლებას, ამაღლებს ინსულინისადმი პერიფერიული ქსოვილების მგრძნობელობას.
ფარმაკოკინეტიკა
4 მგ სადღეღამისო დოზით პრეპარატის მრავალჯერ მიღებისას სისხლის შრატში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა დაახლოებით 2,5 საათის შემდეგ და შეადგენს 309 ნგ/მლ; არსებობს ხაზოვანი ( ან წრფივი) თანაფარდობა დოზასა და Cmax-ს შორის, აგრეთვე დოზასა და AUC (ფართობი მრუდისა ,, კონცენტრაცია - დრო’’) შორის. გლიმეპირიდისათვის დამახასიათებელია აბსოლუტური ბიოშეღწევადობა. საკვების მიღება არ ახდენს არსებით გავლენას შეწოვაზე. გლიმეპირიდისათვის დამახასიათებელია განაწილების ძალზე დაბალი მოცულობა ( 8,8 ლ-მდე), რომელიც დაახლოებით ტოლია ალბუმინის განაწილების მოცულობისა; აგრეთვე პლაზმის ცილებთან დაკავშირების მაღალი ხარისხი (99%-ზე მეტი) და დაბალი კლირენსი (48 მლ/წთ). რადიონუკლეიდით ნიშანდებული გლიმეპირიდის დოზის ერთჯერადი მიღების შემდეგ რადიოაქტიურობის 58% აღმოჩნდა შარდში და 35% განავალში. შეუცვლელი ნივთიერება შარდში არ გამოვლინდა. ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 5-8 საათს. მაღალი დოზების მიღების შემდეგ ნახევრადგამოყოფის პერიოდი იზრდება.
სხვადასხვა სქესისა და ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებს ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები მსგავსი აქვთ. თირკმლის ფუნქციის დარღვევების (კრეატინინის დაბალი კლირენსი) მქონე პაციენტებს აღენიშნებოდათ გლიმეპირიდის კლირენსის მატებისა და სისხლის შრატში მისი საშუალო კონცენტრაციების შემცირების ტენდეცია. ამგვარად, ამ კატეგორიის პაციენტებს არ ემუქრებათ პრეპარატის კუმულაციის დამატებითი საშიშროება.
ჩვენებები გამოყენებისათვის:
ინსულნდამოუკიდებული შაქრიანი დიაბეტი (ტიპი 2) დიეტით თერაპიისა და ფიზიკური დატვირთვების არაეფექტურობის დროს. გარდა ამისა, ამარილის გამოყენება შესაძლებელია ინსულინის პრეპარატებთან ერთად ტიპი 2 ინსულინდამოუკიდებული შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში.
უკუჩვენებები:
ინსულინდამოკიდებული (ტიპი 1) შაქრიანი დიაბეტი
დიაბეტური კეტოაციდოზი, დიაბეტური პრეკომა და კომა;
მომატებული მგრძნობელობა გლიმეპირიდის ან პრეპარატის რომელიმე არააქტიური ფორმის მიმართ ( ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარების რისკი)
ღვიძლის ფუნქციების მძიმე დარღვევები;
თირკმლის ფუნქციების მძიმე დარღვევები ( მათ შორის ჰემოდიალიზზე მყოფი ავადმყოფები).
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:
პრეპარატი გამოყენებისათვის უკუნაჩვენებია ორსულ ქალებში, მოსალოდნელი ორსულობის ან დაორსულების შემთხვევაში საჭიროა ქალის გადაყვანა ინსულინით თერაპიაზე.
ექსპერიმენტული გამოკვლევებით დადგენილია, რომ გლიმეპირიდი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად. Aამასთან დაკავშირებით, არ შეიძლება ამარილის დანიშვნა ლაქტაციის პერიოდში. ავადმყოფი უნდა გადავიდეს ინსულინზე ან შეწყვიტოს ძუძუთი კვება.
ხმარების წესები და დოზები:
პრეპარატის საწყის და შემანარჩუნებელ დოზას ადგენენ ინდივიდუალურად, სისხლში და შარდში შაქრის დონის რეგულარული კონტროლის შედეგების საფუძველზე. სიხლში და შარდში შაქრის დონეზე რეგულარული დაკვირვება საშუალებს იძლევა პრეპარატის მიმართ პირველადი ან მეორადი რეზისტენტობის აღმოჩენაში.
საწყისის დოზა და დოზის შერჩევა:
მკურნალობის დასაწყისში ნიშნავენ 1 მგ. ამარილს დღეში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში დღე-ღამური დოზა თანდათან შეიძლება გაიზარდოს სისხლში შაქრის დონის რეგურალური კონტოლის პირობებში ( 1-2 კვირის ინტერვალით) შემდეგი სქემის მიხედვით: 1 მგ-2მგ-3მგ-4მგ-6მგ და გამონაკლის შემთხვევებში 8 მგ. კარგად კონტროლირებადი შაქრიანი დიაბეთით დაავადებული ავადმყოფებისათვის სადღეღამისო დოზის დიაპაზონი შეადგენს 1-დან 4 მგ-დე. მხოლოდ ცალკეულ ავადმყოფებში მიიღწევა თერაპიული ეფექტი 6 მგ-ზე მეტი სადღეღამისო დოზის მიღებით. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 8მგ.
დოზის კორექცია:
შაქრიანი დიაბეტის კომპენსაციის მიღწევისას მატულობს მგრძნობელობა ინსულინის მიმართ. ამასთან დაკავშირებით მკურნალობის პროცესში შეიძლება დაიკლოს გლიმეპირიდზე მოთხოვნილებამ. ჰიპოგლიკემიის განვითარების თავიდან ასაცილებლად საჭიროა დროებით შევამციროთ დოზა ან მოვხსნათ პრეპარატი. Dდოზის კორექცია საჭიროა აგრეთვე მოხდეს ავადმყოფის სხეულის მასის ან ცხოვრების წესის შეცვლის შემთხვევაში, ან ისეთი სხვა ფაქტორების წარმოქმნისას, რომელიც ხელს უწყობს ჰიპო- ან ჰიპერგლიკემიის განვითარების რისკის მომატებას (იხ.განყ. ,,განსაკუთრებული მითითებები”).
შაქრის დამწევი სხვა პრეპარატიდან ამარილზე ავადმყოფის გადაყვანა:
არ არსებობს ზუსტი თანაფარდობა ამარილისა და შაქრის დამწევი სხვა პერორალური პრეპარატების დოზებს შორის. ამგვარი პრეპარატებიდან ამარილზე გადაყვანისას მისმა სადღეღამისო საწყისმა დოზამ უნდა შეადგინოს 1 მგ ( იმ შემთხვევებსიც კი, როცა ავადმყოფი ამარილზე გადაჰყავთ სხვა შაქრის დამწევი პერორალური პრეპარატის მაქსიმალური დოზიდან) ამარილის დოზის ნებისმიერი მომატება საჭიროა მოხდეს იმ რეკომენდაციების შესაბამისად, რომელიც წარმოდგენილია გაყ-ში ,,საწყისი დოზა და დოზის შერჩევა”. საჭიროა მხედველობაში მივიღოთ ადრე გამოყენებული სხვა შაქრის დამწევი პერორალური პრეპარატის ეფექტის ხარისხი და ხანგძლივობა. შეიძლება წამოიჭრას დროებით მკურნალობის შეწყვეტის საჭიროება ადიტიური ეფექტის თავიდან ასაცილებლად, რომელიც ზრდის ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკს.
გამოყენება ინსულინთან კომბინაციაში:
იმ შემთხვევებში, როდესაც ამარილის მაქსიმალური დოზის მიღებით ვერ ხერხდება სისხლში შაქრის დონის ნორმალიზება, შესაძლებელია მისი კომბინაცია ინსულინთან. ასეთ შემთხვევაში, ექიმის მიერ დანიშნული ამარილის ბოლო დოზა უცვლელი რჩება. ინსულინით მკურნალობა იწყება მინიმალური დოზიდან მისი შემდგომი თანდათანობითი გაზრდით და სისხლში შაქრის დონის კონტროლით. კომბინირებული მკურნალობა საჭიროებს აუცილებელ საექიმო კონტროლს.
სადღეღამისო დოზის დრო და ჯერადობა განისაზღვრება ექიმის მიერ ავადმყოფის ცხოვრების წესის გათვალისწინებით. როგორც წესი, სადღეღამისო დოზა ინიშნება ერთ მიღებაზე, უშუალოდ საუზმის წინ. თუ კი სადღეღამისო დოზა დროზე არ იქნა მიღებული, მაშინ პრეპარატი უნდა მიიღონ უშუალოდ პირველივე ნოყიერი კვების წინ.
ამარილის ტაბლეტებს იღებენ მთლიანად, დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად (დაახლოებით 100-200მლ). ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამარილის მიღების შემდეგ არ გამოტოვოთ საკვების მიღება.
მკურნალობის ხანგძლივობა:
როგორც წესი, ამარილით მკურნალობა ხანგრძლივია.
პრეპარატი საჭიროა მივიღოთ დანიშნული დოზითა და დანიშნულ დროს. შეცდომები პრეპარატის გამოყენებაში, მაგალითად, მისი მიღების გამოტოვება, არასდროს არ შეიძლება გამოვასწოროთ შემდგომში უფრო მაღალი დოზის მიღებით. ექიმმა და ავადმყოფმა წინასწარ უნდა მოილაპარაკონ იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც მისაღებია ამგვარი შეცდომების შემთხვევაში (მაგ.წამლის ან საკვების გამოტოვება) ან ისეთი სიტუაციებში, როდესაც შეუძლებელია დადგენილ დროში პრეპარატის მორიგი დოზის მიღება. ავადმყოფმა სასწრაფოდ უნდა შეატყობინოს ექიმს პრეპარატის ძალზე მაღალი დოზის მიღების შემთხვევაში.
განსაკუთრებული მითითებები
ადექვატური დიეტა, რეგულარული და საკმარისი ფიზიკური ვარჯიშები და, საჭიროების შემთხვევაში, სხეულის მასის დაკლება ისეთივე მნიშვნელოვანია სისხლში შაქრის დონის ოპტიმალური კონტროლის მისაღწევად, როგორც ამარილის რეგულარული მიღება. სისხლში შაქრის დონის არასაკმარისი დაწევის კლინიკური სიმპტომებია შარდვის სიხშირის მომატება, ძლიერი წყურვილი, პირის სიმშრალე. კანის საფარის სიმშრალე.
მკურნალობის პირველ კვირეებში შეიძლება გაიზარდოს ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკი, რაც საჭიროებს ავადმყოფების მიმართ განსაკუთრებით მკაცრ დაკვირვებას.
ფაქტორებს, რომლებიც ხელს უწყობენ ჰიპოგლიკემიის განვითარებას, მიეკუთვნება:
• ავადმყოფის მხრიდან ექიმთან თანამშრომლობის სურვილის უქონლობა ან არასაკმარისი უნარი (განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში);
• არასასრულფასოვანი, არარეგულარული კვება, საკვების მიღების გამოტოვება;
• დისბალანსი ფიზიკურ დატვირთვასა და ნახშირწყლების მოხმარებას შორის;
• ჩვეული დიეტის შეცვლა;
• ალკოჰოლის მიღება, განსაკუთრებულად საკვების მიღების გამოტოვაბასთან ერთად;
• თირკმლების ფუნქციების დარღვევა;
• ღვიძლის ფუნქციების მძიმე დარღვევა;
• ამარილის დოზის გადამეტება;
• ენდოკრინული სისტემის არაკომპენსირებული დაავადებები, რომლებიც ზემოქმედებენ ნახშირწყლების ცვლაზე ( მაგ. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევები, ჰიპოფიზური უკმარისობა ან თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა).
• ზოგიერთი სამკურნალო საშუალების ერთდროული გამოყენება ( იხ. განყ. ,,სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება”).
ექიმი ინფორმირებული უნდა იყოს ზემოთ აღნიშნული ფაქტორებისა და ჰიპოგლიკემიის ეპიზოდების შესახებ, რადგან ეს ყოველივე ითხოვს ავადმყოფის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას. ამგვარი ფაქტორების არსებობისას, რომლებიც ზრდის ჰიპოგლიკემიის განვითარების საშიშროებას, საჭიროა ამარილის დოზის ან მკურნალობის სქემის კორექტირება.
აღნიშნული საჭიროა გაკეთდეს ინტერკურენტული დაავადების ან ავადმყოფის ცხოვრების წესის შეცვლის შემთხვევაში.
ჰიპოგლიკემიის სიმპტომები შეიძლება იყოს შერბილებული ან სრულიად არ ვლინდებოდეს ხანდაზმულ ავადმყოფებში; ვეგეტატური ნეიროპათიით დაავადებულ ადამიანებში, ან ავადმყოფებში რომლებიც ერთდროულად მკურნალობენ β-ადრენობლოკატორებით, კლონიდინით, რეზერპინით, გუანეტიდინით ან სხვა სიმპტომური საშუალებებით.
ჰიპოგლიკემია თითქმის ყოველთვის შეიძლება სწრაფად იქნას მოხსნილი ნახშირწყლების (გლუკოზა ან შაქარი, მაგ. შაქრის ნატეხის სახით, ხილის ტკბილი წვენი ან ჩაი) დაუყონებლივი მიღებით. ამასთან დაკავშირებით ავადმყოფს მუდამ უნდა ჰქონდეს თან არანაკლებ 20 გრ გლუკოზა. შაქრის შემცველები არაეფექტურია ჰიპოგლიკემიის მკურნალობაში.
სულფანილშარდოვანას სხვა პრეპარატების გამოყენების გამოცდილებიდან ცნობილია, რომ მიუხედავად ჰიპოგლიკემიის მოხსნისა საწყის ეტაპზე, მოსალოდნელია მისი რეციდივი. ამასთან დაკავშირებით, აუცილებელია მუდმივად და გულდასმით დაკვირვება ავადმყოფზე. მძიმე ჰიპოგლიკემია საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობას ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში ავადმყოფის ჰოსპიტალიზაციას.
თუ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულს მკურნალობენ სხვადასხვა ექიმები ( მაგალითად უბედური შემთხვევის შემდეგ საავადმყოფოში ყოფნა, გამოსასვლელ დღეებში ავადმყოფობა), მან აუცილებლად უნდა აცნობოს ექიმებს თავისი დაავადების და ჩატარებული მკურნალობის შესახებ.
სტრესულ სიტუაციებში (მაგალითად ტრავმა, ქირურგიული ჩარევა, ინფექციური დაავადებები) შეიძლება წამოიჭრას ინსულინით თერაპიაზე ავადმყოფის დროებით გადაყვანის აუცილებლობა. ამარილით მკურნალობისას საჭიროა სისხლსა და შარდში შაქრის დონის, აგრეთვე გლიკოზირებული ჰემოგლობინის კონცეტრაციის რეგულარული კონტროლი. მკურნალობის დასაწყისში, ერთი სამკურნალო საშუალებიდან მეორეზე გადასვლის, ან ამარილის არარეგულარული მიღების დროს შეიძლება ადგილი ჰქონდეს ჰიპო-ან ჰიპერგლიკემიით გამოწვეულ ყურადღების კონცეტრაციისა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფის დაქვეითებას. Aმან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ავტოტრანსპორტის ტარების ან სხვადასხვა სახის მანქანებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ჰიპოგლიკემიური მოქმედედებების გაძლიერება და ამასთან დაკავშირებით ჰიპოგლიკემიის შესაძლო განვითარება შეიძლება აღინიშნოს ამარილისა და ინსულინის და აგრეთვე სხვა პერორალური შაქრის დამწევი საშუალებების ერთდროული გამოყენებისას, მაგალითად, როგორიცაა აგფ-ის ინჰიბიტორები, ალოპურინოლი, ანაბოლური სტეროიდები და მამაკაცის სასქესო ჰორმონები, ქლორამფენიკოლი, კუმარინის წარმოებულები, ციკლოფოსფამიდი, დიზოპირამიდი, ფენფლურამინი, ფენირამიდოლი, ფიბრატები, ფლუოქსეტინი, გუანეტიდინი, იზოფოსფამიდები, მაო-ს ინჰიბიტორები, მიკონაზოლი, პენტოქსიფილინი (მაღალი დოზებით პარენტერალური შეყვანისას), ფენილბუტაზონი, აზაპროპაზონი, ოქსიფენბუტაზონი, პრობენიციდი, ქინოლინები,სალიცილატები, სულფინპირაზონი, სულფანილამიდები, ტეტრაციკლინები, ტრიტოკვალინი.
ჰიპოგლიკემიური მოქმედების შესუსტება და ამასთან დაკავშირებული სისხლში შაქრის დონის მომატება შეიძლება ამარილისა და აცეტაზოლამიდის, ბარბიტურატების, კორტიკოსტეროიდების, დიაზოქსიდის, დიურეზულების, ადრენალინისა და სიმპათომიმეტური საშუალებების, გლუკაგონის, სასაქმებელი საშუალებების (ხანგძლივი გამოყენებისას), ნიკოტინის მჟავას (მაღალ დოზებში), ესტროგენებისა და პროგესტერონების, ფენოთიაზინების, ფენიტოინის, რიფამპიცინის, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ერთდროული გამოყენების დროს. H2 რეცეპტორების ბლოკატორებს, კლონიდინსა და რეზერპინს შეუძლიათ ამარილის ჰიპოგლიკემიური მოქმედების როგორც გაძლიერება, ასევე შესუსტება.
β-ადრენობლოკატორები აქვეითებს გლუკოზის მიმართ ტოლერანტობას, რამაც შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში შეიძლება გამოიწვიოს ნივთიერებათა ცვლის დარღვევების კომპენსაციის გაუარესება. გარდა ამისა, β- ადრენობლოკატორებს შეუძლია ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკის გაძლიერება.
ისეთი სიმპათოლიზური საშუალებების მოქმედებით, როგორიცაა ß- ალფა-ადრენობლოკატორები, კლონიდინი და რეზერპინი შესაძლებელია მივაღწიოთ ჰიპოგლიკემიის კლინიკური ნიშნების შესუსტებას ან არარსებობას.
ამარილის მიღების ფონზე შეიძლება ადგილი ჰქონდეს კუმარინის წარმოებულების მოქმედების გაძლიერებას ან შესუსტებას.
ალკოჰოლის ერთჯერად ან ქრონიკულ მიღებას შეუძლია ამარილის ჰიპოგლიკემიური მოქმედების გაძლიერებაც და შესუსტებაც.
გვერდითი მოქმედება:
ცვლის პროცესების მხრიდან: ჰიპოგლიკემია. ჰიპოგლიკემიის შესაძლო ნიშნები: თავის ტკივილი, თაბრუსხვევა, შიმშილის გრძნობა, გაძლიერებული ოფლიანობა, ტრემორი, ტაქიკარდია, არტერიული ჰიპერტენზია, ტკივილები გულის არეში, არითმიები, გულისრევა, ღებინება, შფოთვა, ძილის დარღვევა, მოუსვენრობა, აგრესიულობა, ყურადღების კონცეტრაციის დარღვევა, ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფის დაქვეითება, აპათია, დეპრესია, მძინარობა, მეტყველების დარღვევა, აფაზია, მხედველობის დარღვევები, მგრძნობელობის დარღვევები, პარეზები, ცენტრალური გენეზის კრუნჩხვები, ცნობიერების დაბინდვა და გონების დაკარგვა კომაში ჩავარდნამდე, ზედაპირული სუნთქვა და ბრადიკარდია. ჰიპოგლიკემიის მძიმე შეტევის კლინიკურმა სურათმა შეიძლება მოგვაგონოს ტვინში სისხლმიმოქცევის დარღვევის სურათი. ყველა აღწერილი ნიშანი თითქმის ყოველთვის ქრება ჰიპოგლიკემიის შეჩერების შემდეგ.
მხედველობის ორგანოს მხრიდან:
მკურნალობის დროს (განსაკუთრებით მის დასაწყისში) შეიძლება აღინიშნოს სისხლში შაქრის დონის ცვლილებებით გამოწვეული მხედველობის ტრანზიტორული დარღვევები.
კუჭ-ნაწლავის და ღვიძლის მხრიდან: ზოგჯერ შეიძლება აღინიშნოს გულისრევა, პირღებინება, ეპიგასტრიუმში სიმძიმისა და დისკომფორტის შეგრძნება, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, იშვიათ შემთხვევებში – ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის ამაღლება, ქოლესტაზი, სიყვითლე, ჰეპატიტი (ღვიძლის უკმარისობის განვითარებამდე).
სისხლმბადი სისტემის მხრიდან:
იშვიათად შესაძლოა განვითარდეს თრომბოციტოპენია, გამონაკლის შემთხვევებში - ლეიკოპენია, ჰემოლიზური ანემია ან ერითროციტოპენია, გრანულოციტოპენია, აგრანულოციტოზი და პანციტოპენია ( მიელოსუპრესიის შედეგად).
ალერგიული რეაქციები:
ზოგჯერ შესაძლოა აღინიშნოს ქავილი, ჭინჭრის ციება, გამონაყარი კანზე. Aამგვარი რეაქციები, როგორც წესი, ზომიერად გამოხატულია, მაგრამ შესაძლოა მოხდეს პროგრესირებაც და თან დაერთოს არტერიული წნევის დაწევა, დისპნოე, თითქმის ანაფილაქსიური შოკის განვითარებამდე. ჭინჭრის ციების გამოკვლევის შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ მივმართოთ ექიმს.
სხვა გვერდითი მოვლენები:
გამონაკლის შემთხვევებში – ალერგიული ვასკულიტი, ფოტოსენსიბილიზაცია, სისხლის შრატში ნატრიუმის დონის დაწევა. თუ ავადმყოფი შეამჩნევს ზემოთ ჩამოთვლილ გვერდითი მოვლენებს მან რჩევა უნდა ჰკითხოს მკურნალ ექიმს.
გამომდინარე იქიდან, რომ ცალკეულმა გვერდითმა მოვლენამ, როგორიცაა მძიმე ჰიპოგლიკემია, სისხლის სურათის სერიოზული ცვლილებები, მძიმე ალერგიული რეაქციები, ღვიძლის უკმარისობა – შეიძლება გარკვეულ გარემოებაში ავადმყოფის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას, ასევე არასასურველი ან მძიმე რეაქციების განვითარების შემთხვევაში ავადმყოფმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მათ შესახებ მკურნალ ექიმს და არავითარ შემთხვევაში არ გააგრძელოს პრეპარატის მიღება მისი რეკომენდაციის გარეშე.
დოზების გადამეტება:
პრეპარატის დოზირების გადამეტების შემთხვევაში შესაძლოა ჰიპოგლიკემიის განვითარება
(იხ. განყ-ბა ,,განსაკუთრებული მითითებები“).
გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები, რომლებიც შეიცავს 1 მგ, 2 მგ, 3მგ, 4 მგ. გლიმეპირიდს.
შეფუთვაში 30 ან 120 ცალია.
შენახვის პირობები:
შეინახეთ არაუმეტეს +25º C ტ-ზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
გაიცემა ექიმის რეცეპტით!
მწარმოებელი კომპანია:
ავენტის ფარმა გერმანია ა.გ.
D-65926, ფრანკფურტი მაინზე
გერმანია