ამბრობენე 15მგ/5მლ 100მლ სიროფ

ამბრობენე
(AMBROBENE)

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: სიროფი 100 მლ ფლაკონში,
მოქმედი ნივთიერება: ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი 15მგ/5მლ
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალება.
ჩვენება:
- მწვავე ბრონქიტი, ტრაქეიტი, ლარინგიტი, ფარინგიტი;
- ქრონიკული ბრონქიტი გამწვავების ფაზა-ში;
- ბრონქული ასთმა;
- ბრონქოპნევმონია;
- მუკოვისციდოზი;
- ბრონქოექტაზური დაავადება;
- დიდი ქირურგიული ოპერაციების შემდგომ, ტრავმების და სხვა პერიოდში ბრონქებსა და ფილტვებში შეგუბებით მიმდინარე დაავადებების პროფილაქტიკა.
ფარმაკოლოგიური თვისება: ამბროქსოლი წარმოადგენს მოქმედების ორი მექანიზმის მქონე მუკოლიზურ პრეპარატს; იგი ახორციელებს თავის მოქმედებას ლორწოვანის სეკრეციის გაზრდით და სეკრეტის გათხიერებით (სეკრეტოლიზი), აგრეთვე ლორწოს ევაკუაციის გაძლიერებით (სეკრეტომოტორიკა). ამბროქსოლი წარმოადგენს ბრომჰექსინის მეტაბოლიტს. იგი ხასიათდება კარგად გამოხატული ამოსახველებელი ეფექტით. ამბროქსოლის აქტივობის გამო, იზრდება მუკოლიზურ უჯრედებში როგორც ლიზოსომების გამოყოფის, აგრეთვე ჰიდროლიზური ენზიმების აქტივობის პროცესი, რაც იწვევს ლორწოვან გარსში ბრონქების მიერ გამოყოფილი მჟავე მუკოპოლისაქარიდების დაშლას. ამავე დროს, უფრო ნაკლებად ბლანტი ლორწოს გამოყოფის გამო, მიმდინარეობს ადენოციტების სტიმულაცია. სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების დროს, ამბროქსოლის გამოყენებით ძლიერდება ბრონქული სეკრეციის გამოყოფის პროცესი და მუკოცილიარული კლირენსი. ამასთან ერთად მცირდება ლორწოს სიბლანტე, რის გამოც ძლიერდება ფილტვების ვენტილაცია და სუსტდება ხველება.
ფარმაკოკინეტიკა: პერორალურად მიღების დროს ამბროქსოლი სწრაფად და თითქმის მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ. მისი მაღალი ტროპიზმის გამო, იგი ადვილად ნაწილდება ბრონქების ლორწოვან გარსში და ფილტვის ქსოვილში. სისხლის პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 1-1.5 სთ-ის შემდეგ. პერორალურად მიღებული პრეპარატის დოზის ბიოშეღწევადობა შეადგენს 70-80%-ს. ამბროქსოლის ნახევრადგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივია და შეადგენს 8-10 სთ-ს. ამბროქსოლის ექსკრეცია ორგანიზმიდან ძირითადად მიმდინარეობს თირკმელების სა-შუალებით. ბრომჰექსინისაგან განსხვავებით, ამბროქსოლი ღვიძლში არ განიცდის დამატებით ბიოტრანსფორმაციას, რაც ღვიძლის დაავადებებით შეპყრობილ პაციენტებში პრეპარატის დანიშვნის საშუალებას იძლევა.
დოზირება და მიღების წესი: მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზემოთ პერორალურად ინიშნება 30 მგ 2-3-ჯერ დღეში, (მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია სადღეღამისო დოზის გაზრდა 180 მგ-მდე). ბავშვებში 5 წლის ასაკიდან 12 წლის ასაკამდე - 15 მგ 2-3-ჯერ დღეში ყოველდღიურად, 2-5 წლამდე - 7.5 მგ 3-ჯერ დღეში, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში - 7.5 მგ 2-ჯერ დღე-ში.  იღებენ ჭამის დროს.
გვერდითი მოვლენები: ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყარის, ურტიკარიის და ანგიონევროზული შეშუპე ბის სახით აღენიშნებათ ავადმყოფთა არაუმეტეს 1%-ს. პრეპარატის თერაპიულ და ტოქსიკურ დო ზებს შორის დიაპაზონი ძალიან დიდია, ამიტომ მისი ჭარბი დოზირების შესაძლებლობა პრაქტიკულად არ არსებობს.
უკუჩვენება:
- მომატებული მგრძნობელობა ამბროქსოლის მიმართ;
- ორსულობის 1 ტრიმესტრი;
- კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების სტადიაში.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან: ამბროქსოლის და ზოგიერთი ანტიბიოტიკების - ამპიცილინის, ამოქსიცილინის და სხვა კომბინაციით ძლიერდება ანტიბაქტერიული საშუალებების ეფექტურობა. ამბროქსოლის კომბინაციით თეოფილინთან იზრდება მისი კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში, რაც მკურნალობის ვადების შემცირების შესაძლებლობას იძლევა.
შენახვის პირობები და ვადა: ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. ვარგისიანობის ვადა 3 წელი.
მწარმოებელი: MERCKLE, გერმანია.