ასპირინი 0.5გ #10ტ BAYER

ასპირინი 500მგ


სარეგისტრაციო ნომერი: №013664/01
სავაჭრო დასახელება: ასპირინი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
აცეტილსალიცილის მჟავა


სამკურნალო ფორმა: ტაბლეტები

შემადგენლობა:
ერთი ტაბლეტი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: აცეტილსალიცილის მჟავა _ 500მგ;
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი.

აღწერილობა:
მრგვალი, ოდნავ ორმხრივამობურცული, ნაპირებთან წაკვეთილი თეთრი ფერის ტაბლეტები, საფირმო ნიშნის (ბაიერის” ჯვარი) გრავირებით ერთ გვერდზე და წარწერით ,,ASPIRIN 0.5” მეორე გვერდზე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატი (ასაპ)

ათქ კოდი: N02BA01

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა
აცეტილსალიცილის მჟავა (ასმ) ეკუთვნის ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების  (ასაპ) ჯგუფს და გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, რაც განპირობებულია ციკლოოქსიგენაზების ენზიმების ინჰიბირებით, რომლებიც მონაწილეობენ პროსტაგლანდინების სინთეზში.
ასმ დოზირების დიაპაზონში 0.3 _ 1.0გ გამოიყენება ტემპერატურის დასაწევად ისეთი დაავადებებისას, როგორიცაა გაციება და სურდო, სახსრებისა და კუნთების ტკივილის შესამსუბუქებლად.
ასმ ახდენს თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირებას თრომბოციტებში თრომბოქსინი A2 სინთეზის ბლოკირების გზით.

გამოყენების ჩვენება
•    თავის ტკივილის, კბილის ტკივილის, ყელის ტკივილის, მენსტრუალური ტკივილის, კუნთებისა და სახსრების ტკივილის, ზურგის ტკივილის სიმპტომური შემსუბუქებისთვის.
•    სხეულის ტემპერატურის მომატება გაციებისა და სხვა სახის ინფექციურ-ანთებითი დაავადებებისას (უფროსებში და 15 წელზე უფროს ბავშვებში).

უკუჩვენება
•    ჰიპერმგრძნობელობა ასმ-ს, სხვა ასაპ-ის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
•    კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაავადებები (გამწვავების ფაზაში).
•    ჰემორაგიული დიათეზი.
•    ბრონქული ასთმა, რომელიც ინდუცირებულია სალიცილატებისა და სხვა ასაპ-ის მიღებით.
•    ერთდროული გამოყენება მეტოტრესკანთან დოზით 15მგ კვირაში და მეტი.
•    ორსულობის I და III ტრიმესტრები და ლაქტაციის პერიოდი.
პრეპარატს არ უნიშნავენ მწვავე რესპირატორული დაავადებების მქონე 15 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებიც გამოწვეულია ვირუსული ინფექციებით, რეინოს*ფ სინდრომის განვითარების რისკის გამო (ენცელოფათია და მწვავე ცხიმოვანი დისტროფია თირკმილს უკმარისობის მწვავე განვითარებით).
სიფრთხილით _ ანტიკოაგულანტებთან ერთდროული მკურნალობის დროს; პოაგრა, ჰიპერურიკემია, კუჭის ან/და თორმეტგოჯა ნაწლავის  წყლულოვანი დაავადებები (ანამნეზში), ქრონიკული ან მორეციდივე წყლულოვანი დაავადებების მიმდინარეობის ჩათვლით, აგრეთვე კუჭ_ნაწლავის სისხლდენები; ბრონქული ასთმა, ცხვირის პოლიპოზი, ქრონიკული ბრონქ-ფილტვის დაავადებები; თირკმელების ან/და ღვიძლის დარღვეული ფუნქციის დროს; ორსულობის II ტრიმესტრი.

გამოყენების წესი და დოზირება
პრეპარატი განკუთვნილია მოზრდილებისა და 15 წელზე უფროსი ბავშვებისათვის: სუსტი და საშუალო ინტენსივობის ტკივილის სინდრომის დროს და ცხელების მდგომარეობაში ერთჯერადი დოზა შეადგენს 0,5_1გ, მაქსიმალური ერთჯერადი დოზა _ 1გ. ინტერვალები პრეპარატის მიღებებს შორის არანაკლებ 4 საათი. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 3გ-ს (6 ტაბლეტი).
გამოყენების წესი: მიიღეთ შიგნით, საკვების მიღების შემდეგ, დიდი რაოდენობის სითხესთან ერთად.
მკურნალობის ხანგრძლივობა (ექიმთან კონსულტაციის გარეშე) არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს ტკივილგამაყუჩებელი საშუალების სახით დანიშვნისას და 3 დღეს სიცხის დამწევი საშუალების სახით.

გვერდითი მოვლენები
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: ტკივილები მუცლის არეში; გულისრევა; ღებინება; წვა; კუჭ-ნაწლავიდან აშკარა (სისხლიანი ღებინება, კუპრისებური განავალი) ან ფარული სისხლდენის ნიშნების დროს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაავადებისას (მათ შორის პერფორაციით); "ღვიძლისმიერი” ფერმენტების აქტივობის მომატებისას.
ცენტრალური ნერვული სისტემა: თავბრუსხვევა და შუილი ყურებში (ჩვეულებრივ წარმოადგენს ჭარბი დოზირების ნიშნებს).
სისხლწარმომქმნელი სისტემა: სისხლდენების მომეტებული რისკი.
ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება, ანაფილაქსიური რეაქციები, ბრონქოსპაზმი, კვინკეს შეშუპება.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები:
საშუალო ხარისხის სიმძიმის ჭარბი დოზირების დროს: დამახასიათებელია გულისრევა, ღებინება, შუილი ყურებში, სმენის დარღვევა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, შემეცნების დარღვევა.
ეს სიმპტომები ქრება პრეპარატის დოზის შემცირების დროს.
მძიმე ხარისხის სიმძიმის ჭარბი დოზირების დროს: დამახასიათებელია ციება, ჰიპერვენტილაცია, კეტოზი, რესპირატორული ალკალოზი, მეტაბოლური აციდოზი, კომა, კარდიოგენული შოკი, სუნთქვის უკმარისობა, გამოხატული ჰიპოგლიკემია.
მკურნალობა:
ჰოსპიტალიზაცია, ლავაჟი, აქტივირებული ნახშირის მიღება, მჟავა_ტუტოვანი ბალანსის კონტროლი, ტუტოვანი დიურეზი 7.5-8.0 ფარგლებში შარდის pH-ის მნიშვნელობის მისაღებად (ფორსირებული ტუტოვანი დიურეზი ითვლება მიღწეულად, როცა სისხლში სალიცილატის კონცენტრაცია შეადგენს 500მგ/ლ-ზე მეტს (3,6 მმოლი/ლ) უფროსებში და 300მგ/ლ (2,2მმოლი/ლ) ბავშვებში), ჰემოდიალიზი, სითხის დანაკარგის აღდგენა, სიმპტომატური თერაპია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
აცეტილსალიცილის მჟავა აძლიერებს მეტოტრექსატის ტოქსიკურობას, ზოგიერთი ანალგეტიკების ეფექტს, სხვა ასაპ-ის, შიგნით მიღების ჰიპოგლიკემიური საშუალებების, ჰეპარინის, არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების, თრომბოციტების აგრეგაციის თრომბოლიტიკ-ინჰიბიტორების, სულფანილამიდების (ბენზბრომარონი, პრობენეციდი), ჰიპოთენზიური საშუალებების და დიურეტიკების (სპირონოლაქტონი, ფუროსემიდი) მოქმედებას.
გლუკოკორტიკოსტეროიდები, ალკოჰოლი და ეთანოლის შემცველი საშუალებები ზრდიან დამაზიანებელ მოქმედებას კუჭ-ნაწლავის ლორწოვან გარსზე, ზრდიან კუჭ-ნაწლავური სისხლდენების განვითარების რისკს.
ანტაციდები, რომლებიც შეიცავს მაგნიუმს ან/და ალუმინის ჰიდროქსიდს, ანელებენ და აუარესებენ აცეტილსალიცილის მჟავის შეწოვას.

განსაკუთრებული მითითებები
15 წლამდე ასაკის ბავშვებში არ შეიძლება პრეპარატის დანიშვნა, რომელიც შეიცავს აცეტილსალიცილის მჟავას, რადგან ვირუსული ინფექიის შემთხვევაში იზრდება რეინოს* სინდრომის წარმოშობის რისკი.
აცეტილსალიცილის მჟავას შეუძლია გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი, ბრონქული ასთმის შეტევა ან მომეტებული მგრძნობელობის სხვა რეაქციები. რისკ-ფაქტორებს წარმოადგენს ანამნეზში ბრონქული ასთმის არსებობა, ციებები, ცხვირის პოლიპები, ქრონიკული ბრობქო-ფილტვისმიერი დაავადებები, ანამნეზში ალერგიის შემთხვევები (ალერგიული რინიტი, გამონაყარი კანზე).
აცეტილსალიცილის მჟავას შეუძლია გაზარდოს მიდრეკილება სისხლდენებისადმი, რაც დაკვშირებულია მის მაინჰიბირებელ მოქმედებაზე თრომბოციტების აგრეგაციების მიმართ. ეს გათვალისწინებული უნდა იყოს ქირურგიული ჩარევების აუცილებლობის დროს, იმ მცირე ჩარევების ჩათვლით, როგორიცაა კბილის ამოღება. ქირურგიული ჩარევის წინ, ოპერაციის მსვლელობისას და ოპერაციის შემდგომი სისხლდენების შესამცირებლად, საჭიროა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება 5-7 დღით ადრე და ამის შესახებ ეცნობოს ექიმს.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში უნდა შეწყდეს ბაშვის რძით კვება.
აცეტილსალიცილის მჟავა ამცირებს ორგანიზმიდან შარდმჟავას გამოყოფას, რაც შესაძლოა გახდეს პოდაგრის მწვავე შეტევის მიზეზი მიდრეკილების მქონე პაციენტებში.

ზემოქმედემა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
არ ახდენს მოქმედებას.

გამოშვების ფორმა

ტაბლეტები 500მგ; 10 ტაბლეტი ალუმინი/პვქ ბლისტერში. 1, 2 ან 10 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა
5 წელი. არ მიიღოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.

გაცემის პირობა

გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:

ბაიერ კონსიუმერ კერ აგ (შვეიცარია),
წარმოებულია ბაიერ ბიტტერფელდი გმბქ, (გერმანია),
სლეგასტერ შოსე 1, 06803 გრეპპინი, გერმანია

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ შემდეგ მისამართს:
Bayer Consumer Care AG
საქართველო  ქ. თბილისი
მისამართი: ზემო ვეძისის N69
ტელ:  +995 32 30 80 87

+995 32 30 97 57