ცეპიკი 1გ +3.5გამხს#1ფლ

ცეპიკი 1გ IM ფლაკონი საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილით CEPIK

გამოიყენება კუნთში ინექციის სახით.

  • აქტიური ნივთიერება: ცეფტრიაქსონის დინატრიუმი ექვივალენტური 1 გ ცეფტრიაქსონის.
  • დამხმარე ნივთიერებები: არ შეიცავს. მოცემული პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ფურცელი-ჩანართი,იგი თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
  • შეინახეთ ფურცელი-ჩანართი. შესაძლებელია მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ.
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • მოცემული პრეპარატი გამოწერილია თქვენთვის. არ გადასცეთ იგი სხვებს.
  • ექიმთან ან ჰოსპიტალში ვიზიტისას მოცემული პრეპარატის გამოყენების დროს, აცნობეთ მათ რომ იღებთ ამ პრეპარატს,.
  • დაიცავით ფურცელ-ჩანართში მოცემული მითითებები. არ მიიღოთ უფრო მაღალი ან დაბალი დოზები ვიდრე რეკომენდებულია.

მოცემულ ფურცელ-ჩანართში:

  1. რა არის ცეპიკი და რისთვის გამოიყენება
  2. ვიდრე გამოიყენებდეთ ცეპიკს 3. ცეპიკის მიღების წესი
  3. შესაძლო გევრდითი ეფექტები
  4. ცეპიკის შენახვის პირობები

1. რა არის ცეპიკი და რისთვის გამოიყენება ცეპიკი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას რომელსაც ეწოდება ცეფტრიაქსონი. იგი მიეკუთვნება ანტიბიოტიკების ჯგუფის პრეპარატებს. ცეპიკი მოქმედებს ბაქტერიის ზრდის სრულად შეჩერების მეშვეობით. ეს იწვევს ბაქტერიის სიკვდილს.

  • ცეპიკი არის თეთრიდან მოთეთრო ფერის/ნარინჯისფერი კრისტალური ფხვნილი. წარმოდგენილია შუშის ფლაკონში. თითოეული მუყაოს კოლოფი შეიცავს 1 ფლაკონს და 1 ამპულას რომელიც შეიცავს 3.5მლ 1% ლიდოკაინს. ერთი ამპულა შეიცავს 35მგ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს და სტერილურ საინექციო წყალს.
  • ცეპიკი გამოიყენება სხვადასხვა ინფექციების სამკურნალოდ რომელიც გამოწვეულია ბაქტერიის მიერ სხეულის სხვადასხვა ნაწილში.
  • ცეპიკის გამოყენება შესაძლებელია შემდეგ პირობებში:

- სეფსისი (დაავდება რომელიც იწვევს ცხელებას და კანკალს სისხლში ბაქტერიის გამო),

- თავის ტვინის გარსის ანთება (მენინგიტი)

- დისემინირებული ლაიმის ბორელიოზის ადრეულ და გვიან ეტაპებზე, დაავადება რომელიც გადადის რწყილებით,

- მუცლის ღრუს ინფექციები (მუცლის რეგიონი) (პერიტონიუმის ანთება, ნაღველის და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ინფექციები ).

- ძვლების, სახსრების, რბილი ქსოვილების, კანის და ჭრილობების ინფექციები

- იმუნური სისტემის დარღვევებთან დაკავშირებული ინფექციები

- თირკმლის და საშარდე გზების ინფექციები

- სასუნთქი გზების ინფექციები, განსაკუთრებით პნევმონია (ფილტვის ინფექცია), ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები, გაურთულებელი მწვავე ბაქტერიული ოტიტი ,

- გენიტალური ინფექციები მათ შორის გონორეა(სქესობრივად      გადამდები ინფექცია),

- ქირურგიულ ოპერაციამდე ინფექციის პრევენციისთვის.

2. ვიდრე გამოიყენებდეთ ცეპიკს არ გამოიყენოთ ცეპიკი თუ,

  • ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ცეფტრიაქსონის, აქტიური ნივთიერების, ცეფალოსპორინების მიმართ. ეს შესაძ₾ოა იყოს ცეფალექსინი, ცეფაკლორი და ცეფუროქსიმი.
  • გქონიათ უეცარი და მწვავე ალერგიული რეაქცია პენიცილინის ან მსგავსი ანტიბიოტიკების მიმართ წარსულში. ალერგიული რეაქციების ნიშნები მოიცავს ყელის , სახის უეცარ შეშუპებას რაც იწვევს სუნთქვის გართულებას და ყლაპვის გართულებას, ხელების, ტერფების და წვივების უეცარ შეშპებას, ასევე ძლიერ გამონაყარს რაც უეცრად ვითარდება.
  • თუ ხართ ალერგიული ლიდოკაინის მიმართ (ცეპიკი იხსნება ლიდოკაინის ხსნარში მიღებამდე)

ცეპიკის მიღება დაუშვებელია ჩვილებში თუ:

  • თუ ჩვილი ახალშობილია (28 დღემდე) და უტარდება ან უნდა ჩაუტარდეს კალციუმის შემცველი ინექცია,
  • ჩვილი დღენაკლულია (დაბადებუია 37 კვირაზე ადრე)
  • ახალშობილს აქვს სიყვითლე განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ცეპიკის მიღებისას თუ,
  • ბოლო დროს მიიღეთ ან აპირებთ მიიღოთ კალციუმის შემცველი პრეპარატი
  • გაქვთ კუჭის ან ნაწლავის პორლემები, განსაკუთრებით კოლიტი (ნაწლავის ანთება)
  • გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები,
  • გაქვთ სხვა დაავადებები, როგორიცაა სისხლის პრობლემები
  • გაქვთ  ნაღვლის ბუშტის პრობლემები ან ულტრაბგერითი კვლევისას შეინიშნება ნაღვლის ბუშტში ქვები,
  • გაქვთ ასთმა
  • ხართ ორსულად
  • ხართ ლაქტაციის პერიოდში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს თუ რომელიმე მდგომარეობა გეხებათ, თუმდაც წარსულში.

ცეპიკის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად არ შეინიშნება ურთიერთქმედება  საკვებთან მისი მიღების გზის გამო. მისი გამოყენება შესაძლებლია უზმოზე ან ჭამის შემდეგ.

ორსულობა მოცემული პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ორსულობის დროს ადამიანებში ცეპიკის უსაფრთხოება არ დადგენილა.

მოცემული პრეპარატის მიღებამდე აცნობეთ ექიმს თუ ხართ ორსულად, აპირებთ ორსულობას ან ლაქტაციას.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ მკურნალობის დროს შენიშნავთ რომ ხართ ორსულად.

ლაქტაცია მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს მოცემული პრეპარატის მიღებამდე.

ლაქტაციის დროს ქალებმა უნდა გაითვალისწინონ რომ აქტიური ნივთიერება გადადის დედის რძეში მცირე რაოდენობით.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ხართ ლაქტაციის პერიოდში ან აპირებთ ლაქტაციას.

ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა არ არის ჩვენება რომ ცეპიკის გააჩნია არასასურველი ეფექტები ავტოტრანსპორტის ან მექანიზმების მართვის უნარზე. აცნობეთ ექიმს  ცეპიკის მიღებამდე და ავტოტრანსპორტის ან მექანიზმების მართვამდე ვინაიდან შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ცეპიკის ზოგიერთი ნივთიერების შესახებ მოცემული სამედიცინო პროდუქტი შეიცავს ნატრიუმს. მისი გათვალისწინება უნდა მოხდეს პაციენტებში რომლებიც იმყოფებიან მარილის შემზღუდველ დიეტაზე.

სხვა პრეპარატების მიღება აცნობეთ ექიმს ან ექთანს თუ იღებთ ან ბოლო დროს იღებდით სხვა პრეპარატებს. ეს შეიძლება იყოს არარეცეპტული პრეპარატები ან მცენარეული პრეპარატები. ვინაიდან ცეპიკის შეუძლია დაარღვიოს ზოგიერთი პრეპარატის ეფექტი. ასევე ზოგიერთ პრეპარატს შეუძლია დაარღვიოს ცეპიკის ეფექტი.

აცნობეთ ექიმს თუ იღებთ რომელიმე შემდეგ პრეპარატს:

  • პერორალური კონტრაცეპტივები (აბები). ცეპიკს შეუძლია შეწყვიტოს აბების მოქმედება, ასე რომ უნდა გამოიყენოთ სხვა დამცავი საშუალება (როგორიცაა კონდომები) ცეპიკის მიღებისას და მიღების შემდეგ ერთი თვე.
  • ქლორამფენიკოლი  (ინფექციების,          განსაკუთრებით      თვალის         ინფექციების სამკურნალოდ)
  • ანტიკოაგულანტები (სისხლის გამათხელებელი პრეპარატები)
  • პრობენეციდი (პოდაგრას სამკურნალოდ)
  • ამსაკრინი (კიბოს საწინააღმდეგოდ)
  • ფლუკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგოდ)
  • ვანკომიცინი ან სხვა ანტიბიოტიკები (ინფექციების სამკურნალოდ)

თუ იღებთ ან ბოლო დროს იღებდით სხვა რეცეპტურულ ან არარეცეპტურულ პრპარატებს, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

3. ცეპიკის გამოყენების წესი ინსტრუქციები სათანადო გამოყენების და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ:

ექიმი გადაწყვეტს და განსაზღვრავს დოზას თქვენი მდგომარეობის მიხედვით.

ცეპიკის სტანდარტული დოზაა 1- 2გრამი დღეში. ექიმმა შეიძლება დანიშნოს უფრო მაღალი დოზა ინფექციის ტიპის და სიმწვავის მიხედვით (დოზა შეიძლება გაიზარდოს 4 გ-მდე).

თუ გეგმავთ ქირურგიული ოპერაციის გაკეთებას, ცეპიკის ერთჯერადი დოზა 1-2 გ რეკომენდებულია 30-90 წუთითწ ადრე ოპერაციამდე ინფექციის რისკის მიხედვით. მკურნალობის ხანგრძლივობა განსხვავდება დაავადების მიმდინარეობის მიხედვით. სხვა ანტიბიოტიკების მსგავსად ცეპიკით მკურნალობა ზოგადად უნდა გაგრძელდეს 48-72 სთ-ით პაციენტში ცხელების დარეგულირების ან ინფექციისგან განკურნების შემთხვევაში (ბაქტერიული ერადიკაცია). მიღების გზა და მეთოდი:

ცეპიკი კეთდება კუნთში ექიმის ან ექთნის მიერ. რეკომენდებულია 1 გ დოზის მიღება ერთჯერადად საინექციო ადგილას. სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:

ექიმი გადაწყვეტს დოზას ბავშვის სხეულის წონის მიხედვით. მოცემული პრეპარატი მიიღება ერთხელ დოზირების სქემის მიხედვით ახალშობილებში, ჩვილებში და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ახალშობილები (14 დღემდე ასაკის): დღეში ერთხელ 20-50მგ/კგ სხეულის წონაზე; დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 50მგ/კგ. ჩვილები და ბავშვები (15 დღიდან 12 წლამდე ასაკის): დღეში ერთხელ 20-80მგ/კგ. ნორმალურ ბავშვებში >50კგ სხეულის წონით გამოიყენება ნორმალური მოზრდილებისთვის განკუთვნილი დოზა .

50მგ/კგ ერთჯერადი გამოყენება (1გ) რეკომენდებულია მწვავე ბაქტერიული გაურთულებელი შუა ყურის ოტიტის დროს .

ხანდაზმულები: ცეპიკის დოზები რომელიც რეკომენდებულია მოზრდილებში ასევე გამოიყენება ხანდაზმულებშიც.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობა: თირკმლის/ღვიძლის დისფუნქცია:

შესაძლებელია დაინიშნოს უფრო დაბალი დოზა თირკმლის ან ღვიძლის პრობლემების დროს. შესაძლებელია საჭირო გახდეს სისხლის ანალიზის ჩატარება იმის შესამოწმებლად, იღებთ თუ არა საჭირო დოზას.

თუ ფიქრობთ რომ ცეპიკის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ ცეპიკის საჭიროზე მეტი დოზა მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ შემთხვევით მიიღეთ ცეპიკის მეტი დოზა.

თუ დაგავიწყდათ ცეპიკის მიღება არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის სანაცვლოდ. თუ დაგავიწყდათ ცეპიკის დოზის მიღება, მიიღეთ როგორც კი გაგახსენდებათ. თუმცა, თუ მოახლოვებულია მომდევნო დოზის მიღების დრო, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა. შესაძლო ეფექტები რომელიც შეიძლება განვითარდეს ცეპიკის მიღების შეწყვეტისას:

არ შეწყვიტოთ ცეპიკის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები სხვა პრეპარატების მსგავსად, ცეპიკიმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები მისი ნივთიერებების მიმართ ჰიპერმგრძნობიარე პირებში.

თუ განვითარდება შემდეგი მოვლენები დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს სასწრაფო დახმარების ცენტრს:

სერიოზული ალერგიული რეაქციები (არახშირი, <1/100) სახის, კისრის, ტუჩების ან პირის უეცარი შეშუპება. ამან შესაძლოა გააძნელოს სუნთქვა ან ყლაპვა.

  • ხელების, ტერფების ან წვივების უეცარი შეშუპება
  • კანზე სრიოზული გამონაყარი (ძალიან იშვიათი, <1/10000) კანზე ძლიერი გამონაყარის შემთვევაში,  კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. ნიშნები შეიძლება მოიცავდეს ძლიერ გამონაყარს რომელიც სწრაფად ვითარდება წყლულებით ან კანის აქერცვლით და შესაძლო პირის დაწყლულებით.

სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები ხშირი (1/10)

  • თხიერი განავალი ან დიარეა
  • გულისრევა ან ღებინება არახშირი (<1/100)
  • კანის სხვა რეაქციები.ეს შესაძლოა იყოს გამონაყარი მთელს სხეულზე; თივის ცხელება, ქავილი და შეშუპება.

იშვიათი (<1/1000)

  • ინფექციის სხვა ტიპები, როგორიცაა სოკოს და საფუარას მიერ გამოწვეული (მაგ. სტომატომიკოზი)
  • სისხლთან     დაკავშირებული     პრობლემები. ნიშნები შეიძლება იყოს დაღლილობა, ადვილად სისხლჩაქცევა, სუნთქვის გაძნელება და ცხვირიდან სისხლდენა.
  • თავის ტკივილი
  • თავრუსხვევა
  • პირის ტკივილი
  • ენის ანთება (გლოსიტი), ნიშნები მოიცავს ენის შეშუპებას, სიწითლეს და ანთებას
  • ღვიძლის პრობლემები (სისხლის ანალიზში)
  • პრობლემები ნაღვლის ბუშტში რამაც  შესაძლოა გამოიწვიოს  ტკივილი, გულისრევა და ღებინება
  • თირკმლის პრობლემები. ამან შეიძლება იმოქმედოს შარდვის რაოდენობაზე. ზოგჯერ შეიძლება შეწყდეს შარდვა.
  • შარდში სისხლის ან შაქრის არსებობა
  • ტკივილი ან წვის შეგრძნება ვენის გასწვრივ სადაც ცეპიკის შეყვანა მოხდა
  • ტკივილი ინექციის ადგილას
  • ცხელება ან კანკალი ძალიან იშვიათად (<1/10000)
  • კუმბსის დადებითი ტესტის შედეგები (სისხლის პრობლემების ტესტი)
  • სისხლის შედედების პრობლემები. ნიშნები მოიცავს სისხლჩაქცევას ადვილად და ტკივილს და სახსრების შეშუპებას,
  • სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობის ცვლილებას. ნიშნები მოიცავს უეცარ ცხელებას, კანკალს და ყელის ტკივილს
  • პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი). ნიშნები მოიცავს კუჭის ძლიერ ტკივილს რომელიც ვრცელდება ზურგზე.
  • მსხვილი ნაწლავის ანთება (კოლიტი). ნიშნები მოიცავს დიარეას, როგორც წესი სისხლით და ლორწოთი, კუჭის ტკივილს და ცხელებას. ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარებისას რომელიც არ არის მითითებული მოცემულ ფურცელ-ჩანართში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

5. ცეპიკის შენახვის პირობები ცეპიკი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდოემლ ადგილას შეფუთვაში. ინახება არაუმეტეს 30°C -ზე. დაიცავით სინათლისგან. გამოიყენეთ ვარგისობის ვადის მიხედვით.

არ გამოიყენოთ ცეპიკი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

რეგისტრაციის მფლობელი: ი.ე. ულაგაი ილაჩ სანაი ტურკ ა.შ. მასლაკ მაჰ. სიუმერ სოკ. N:4 მასლაკ ოფისის შენობა კატ: 7-8 34485 მასლაკ, სანიერ/სტამბული

მწარმოებელი: ი.ე. ულუგაი ილაჩ სანაი ტურკ ა.ს. დავუტპაშა კად. N 12 (34010) ტოპკაპი- სტამბული