ციტაჰექსალი 40მგ #20ტ

ციტაჰექსალი

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს ციტალოპრამის ჰიდრობრომიდს, რომელიც შეესაბამება 20 მგ-იან ან 40 მგ-იან ციტალოპრამს.
სხვა კომპონენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კოპოვიდონი, 85%-იანი გლიცერინი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი, კროსკარმელოზი, (ნატრიუმის მარილი), ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 6000, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E171).

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიდეპრესანტი. სეროტონინის ნეირონული უკუშებოჭვის სელექტიური ინჰიბიტორი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
  ციტალოპრამ ჰიდრობრომიდი- სეროტონინის
(5-ჰიდროქსიტრიპტამინის  5-HT), უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორი, აბლოკირებს ჰისტამინის, M-ქოლინორეცეპტორებს და ადრენორეცეპტორებს, და უმნიშვნელო ხარისხით აინჰიბირებს ციტოქრომ P450.
ციტალოპრამი თითქმის არ მოქმედებს ნორადრენალინის, დოფამინისა და
გამა-ამინობუტირმჟავის ნეირონულ უკუშებოჭვაზე.  ციტალოპრამის ხანგრძლივი გამოყენებისას მოქმედების ეფექტის შემცირება (არ გააჩნია შეჩვევის ეფექტი) არ აღინიშნება.  ციტალოპრამი წარმოადგენს იზობენზოფურანის ბიციკლურ წარმოებულს. არ გააჩნია არანაირი ქიმური მსგავსება ტრიციკლურ, ტეტრაციკლურ და სხვა ცნობილ ანტიდეპრესანტებთან.

ფერმაკოკინეტიკა;

ციტალოპრამი per os მიღებიდან სწრაფად აბსორბირდება (არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე), ბიოშეღწევადობა შეადგენს 80%, მაქსიმალურ კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში აღწევს მიღებიდან 4 (1-7) საათში. პლაზმის ცილებთან შეკავშირება 80%-ზე ნაკლებია. მეტაბოლიზდება დიმეთილირების, დეზამინირებისა და დაჟანგვის გზით. წონასწორულ კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში აღწევს მკურნალობის დაწყებიდან 1-2 კვირაში. არსებობს პირდაპირი კავშირი სისხლის პლაზმაში წონასწორულ კონცენტრაციასა და მიღებულ დოზას შორის. დღეში 40 მგ ციტალოპრამის მიღებისას, მისი საშუალო კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში შეადგენს 300მმოლ/ლ-ს. ნახევრადდაშლის პერიოდი შეადგენს 36 საათს. ძირითადად გამოიყოფა ნაღველთან ერთად (85%) , ნაწილობრივ თირკმლიბით. მიღებული დოზის დაახლოებით 12-23% გამოიყოფა შარდთან ერთად შეუცვლელი სახით.
ასაკოვან პაციენტებს მეტაბოლიზმის დაქვეითებასთან დაკავშირებით აღენიშნებათ პლაზმაში ნახევრადდაშლის პერიოდის გაზრდა და კრეატინინის კლირენსის შემცირება. ციტალოპრამის გამოყოფის პროცესი შედარებით ნელდება იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ღვიძლის უკმარისობა
(ნახევარდაშლის პროცესი და წონასწორული კონცენტრაციის რაოდენობა სისხლის პლაზმაში იზრდება დაახლოებით ორჯერ.)
ციტალოპრამის გამოყოფის პროცესი შედარებით მცირდება იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის უკმარისობა, ამასთან ერთად მთლიანობაში ციტალოპრამის ფარმაკოკინეტიკა უცვლელია.

ჩვენება:

• სხვადასხვა ეტიოლოგიის დეპრესია მოზრდილებში
• ფსიქომოტორული დარღვევები
• პანიკური აშლილობები
• ფობიები
• ვეგეტატიური კრიზები

უკუჩვენება:
• მაოს-ინჰიბიტორებთან ერთად დანიშვნა,შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერტონული კრიზი (სეროტონინული სინდრომი),
• მომატებული მგრძნობელობა ციტალოპრამის მიმართ,
• არასტაბილური ეპილეფსია,
• თირკმლის უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 20მლ/წთ-ზე ნაკლები).
• ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
• 18 წლამდე ასაკი.
მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის დაწყება შესაძლებელია ციტალოპრამით მკურნალობის დასრულებიდან 14 დღის შემდეგ.

დოზირება: მიიღება ყოველდღიურად  1-ჯერ დღე-ღამეში, ნებისმიერ დროს საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. საწყისი რეკომენდებული დოზაა 20 მგ დღე-ღამეში. საჭიროების შემთხვევაში დოზა შესაძლოა გაიზარდოს 40 მგ-მდე დღე-ღამეში. ხანდაზმულ პაციენტებში ინიშნება დოზის ნახევარი ანუ 10-20 მგ-მდე დღე-ღამეში.
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში საწყისი დოზაა 10 მგ დღე-ღამეში. ხოლო შემდგომში სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 30 მგ-ს.
ანტიდეპრესიული ეფექტი ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირაში. თერაპიული კურსი გრძელდება 4-6 თვის განმავლობაში, დაავადების სიმპტომების სრულ გაქრობამდე. პრეპარატი იხსნება თანდათან, დოზის შემცირებით 1-2 კვირის მანძილზე.

გვერდითი ეფექტები:
  უმნიშვნელოდაა გამოხატული და როგორც წესი ვლინდება მოკლე დროით (1-2 კვირა მკურნალობის დაწყებიდან) და გააჩნია ტრანზიტორული ხასიათი. ყველაზე ხშირად აღინიშნება შემდეგი სახის გვერდითი ეფექტები: ძილიანობა, უძილობა, აჟიტირება, ნევროზულობა, თავის ტკივილი, ტრემორი, თაბრუსხვევა, გულისრევის შეგრძნება, პირის სიმშრალე, შეკრულობა, დიარეა; გაძლიერებული ოფლიანობა; აკომოდაციის დარღვევა; ასთენია.
იშვიათად: დისომნია, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, ღამის კოშმარები, ამნეზია, შფოთვა, ლიბიდოს დაქვეითება, მადის მომატება, ანორექსია, აპათია, სუიციდური მცდელობები; შაკიკი, პარესთეზიები; ტაქიკარდია, ორთოსტატიური ჰიპოტენზია, ჰიპერტენზია; დისპეფსია, ღებინება, მუცლის ტკივილი, სისუსტე, ჰიპერსალივაცია; შარდის გამოყოფის პროცესის დარღვევა, პოლიურია; სხეულის წონის შემცირება ან მომატება; რინიტი, სინუსიტი; ეაკულაციის დარღვევა, ქალებში ორგაზმის დარღვევა, დისმენორეა, იმპოტენცია; ექზანთემა, ქავილი; მხედველობის დაქვეითება; გემოვნების დარღვევა; დაღლილობა.

განსაკუთრებული მითითებანი:

მკურნალობის დასაწყისში შესაძლოა გამოვლინდეს ინსომნია და აჟიტირება. ასეთ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება.
სიფრთხილეა საჭირო ისეთ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება, რომლებიც ზრდიან სისხლდენის განვითარების რისკს (ანტიკოაგულანტები, თრომბოაგრეგანტები და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშულებები), შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ციტალოპრამით მკურნალობის შედეგად შეიძლება მოიმატოს შაქრის დონემ. ამ შემთხვევაში, აუცილებელია ინსულინის ან პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების დოზის კორეგირება.
ეპილეფსიის მქონე პაციენტები, რომლებიც იღებენ ციტალოპრამს, უნდა იმყოფებოდნენ სამედიცინო კონტროლის ქვეშ.
სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ მანია/ჰიპერმანია  ანამნეზში. მანიაკალური ფაზის დასაწყისში ციტალოპრამის მიღება წყდება.
დეპრესიული მდგომარეობების მკურნალობის პროცესში, ფსიქოზის მქონე პაცენტებში შესაძლოა გაძლიერდეს ფსიქოზური სიმპტომები.
მკურნალობის პერიოდში საჭიროა თავის შეკავება ტრანსპორტის მართვისაგან და სახიფათო მექანიზმებთან მუშაობისაგან, რადგან ქვეითდება ყურადღების კონცენტრაციისა და სწრაფი რაქციის უნარი

სხვა მედიკამენტებთან ურთიერთმოქმედება:

შეუთავსებელი ქიმიური კომბინაციები არ არის აღმოჩენილი.
ციტალოპრამის და მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერტენზიული კრიზები (სეროტონინის სინდრომი). ციტალოპრამის ერთდროული დანიშვნა არ შეიძლება სხვა სეროტონინერგიულ საშუალებებთან, ნაწილობრივ, სუმატრიპტანთან ან სხვა ტრიპტანებთან, ტრამადოლთან, ოქსიტრიპტანთან და ტრიპტოპანთან ერთად.
ციმეტიდინი იწვევს ციტალოპრამის საშუალო წონასწორული კონცენტრაციის ზომიერ მომატებას. ამიტომ საჭიროა ყურადღება მიექცეს ამ გარემოაბას, იმ შემთხვევაში თუ ხდება ამ პრეპარატების მიღება მაღალი დოზით.
არ არის აღმოჩენილი პრეპარატის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება ლითიუმთან, ფენოთიაზინთან ან ტრიციკლიურ ანტიდეპრესანტებთან მიმართებაში.
ციტალოპრამისა და მეტოპროლოლის  ერთდროული მიღება იწვევს პლაზმაში მეტოპროლოლის დონის ორჯერად მომატებას.  ამასთან ერთად არ აღინიშნება არანაირი კლინიკურად გამოხატული გავლენა სისხლის წნევასა და გულის შეკუმშვის სიხშირეზე.
არ არის გამოვლენილი სხვა ფარმაკოდინამიკური ან ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება ციტალოპრამსა და ალკოჰოლს შორის.

გამოშვების ფორმა:  ტაბლეტები 20 მგ #20;  ტაბლეტები 40 მგ #20

მწარმოებელი: HEXAL AG Germany