კლაციდი 250მგ #10ტ

კლაციდი
KLACID


საერთაშორისო დასახელება
- clarithromycin

ათქ.კლასიფიკაციის კოდი - J01F A09

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - მაკროლიდები



შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
250 მგ ტაბლეტი #10

მოქმედი ნივთიერება: 1 ტაბლეტი შეიცავს კლარითრომიცინის 250 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჟელატინიზირებული სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ყვითელი ქინოლინი (E 104), დიოქსიდის სილიციუმი, პოვიდონი, სტეარინის მჟავა, სტეარატის მაგნიუმი, ტალკი;
წამლის ფორმა. ტაბლეტები, დაფარული აპკიანი გარსით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამკა.
კლარითრომიცინი – მაკროლიდების ჯგუფის ნახევრად სინთეთიკური ანტიბიოტიკი. კლარითრომიცინის ანტიბაქტერიული მოქმედება განისაზღვრება მისი კავშირით 5OS -რიბოსომალურ სუბერთეულის მგრძნობელობის ბაქტერიებთან და ცილის ბიოსინთეზის დათრგუნვით. პრეპარატი ამჟღავნებს მაღალ ეფექტურობას in vitro ფართო სპექტრის აერობული და ანაერობული გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ, ჰოსპიტალური შტამების ჩათვლით. მინიმალური ინჰიბირებული კონცენტრაციით (მიკ) კლარითრომიცინი ჩვეულებრივ ორჯერ დაბალია ვიდრე ერიტრომიცინის მიკ.
კლარითრომიცინი in vitro მაღალეფექტურია Legionella pneumophila და Mycoplasma pneumonie წინააღმდეგ. მოქმედებს ბაქტერიციდულარდ H. Pylori წიინააღმდეგ, კლარითრომიცნის აქტიურობა ნეიტრალური pH დროს მაღალია, ვიდრე მჟავე pH დროს. in vitro და in vivo მონაცენები ადასტურებენ კლარითრომიცინის მაღალ ეფექტურობას მიკობაქტერიების შტამების მიმართ. in vitro გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ Enterobacteriaceae შტამები და Pseudomonas, ისევე როგორც ლაქტოზას არა პროდუცირებადი გრამუარყოფითი ბაქტერიები, არ არიან მგრძნობიარენი კლარითრომიცნის მიმართ.
მიკრობიოლოგია
კლარითრომიცინი აქტიურია in vitro და კლინიკურ პრაქტიკაში შემდეგი მიკროორაგნიზმების უმრავლესობა შტამებთან მიმართებაში.
აერობული გრამდადებით მიკროორგანიზმები:
Staphylococcus aureus, Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes, Listeria monocytogenes.
აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები:
Haemophilus influenzae, Haemophilus parainfluenzae, Moraxella catarrhalis, Neisseria gonorrhoeae, Legionella pneumphila
სხვა მიკროორგანიზმები:
Mycoplasma pneumoniae, Chlamydia pneumoniae (TWAR).
მიკობაქტერიები:
Mycobacterium laprae, Mycobacterium kansasii, Mycobacterium chelonae, Mycobacterium fortuitum, Mycobacterium avium complex (MAC), რომლებიც დაირთავენ Mycobacterium avium, Mycobacterium intracellulare.
მიკროორგანიზმების ბეტა-ლაქტამაზები არ მოქმედებენ კლარითრომიცინის ეფეტურობაზე.
უმეტესობა მეტიცილინ – და ოქსაცილინრეზისტენტული შტამები სტაფილოკოკებისა არ არიან მგრძნობიარენი კლარითრომიცინის მიმართ.
Helicobacter
H. Pylori
კლარითრომიცინი აქტიურია in vitro შემდეგი მიკროორგანიზმების შტამების უმრავლესობის მიმართ, თუმცა კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება მისი გამოყენებისა არ არის დადგენილი.
აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები:
Sterptococcus agalactiae, Streptococci (jgufebi C,F,G), Viridans group streptococci.
აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები:
Bordetella pertussis, Pasteuerela multocida
სხვა მიკროორგანიზმები:
Chlamydia trachomatis.
აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები:
Clostridium perfringens, Peptococcus niger, Propinibacterium acens
აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები:
Bacteriodes melaninogenicus
სპიროქეტები: Borrelia burgdorferi , Treponema pallidum
კამპილობაქტერიები
Camyilobacter jejuni
კლარითომიცინი ახდენს ბაქტერიოციდულ ზემოქმედებას ბაქტერიების რამდენიმე შტამის წინააღმდეგ:
Haemophilus influenzae, Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes, Streptococcus agalactiae, Maraxella (Branhamella) catarrhalis, Neisseria gonorrhoeae, H. pylori და Campylobactere spp.
კლარითრომიცინის ძირითად მეტაბოლიტად ითვლება ადამიანის ორგანიზმში მიკრობიოლოგიურად აქტიური 14- ჰიდროქსიკლარითრომიცინი (14-OH-კლარითრომიცინი). მიკროორგანიზმების უმრავლესობისათვის მეტაბოლიტის მიკრობიოლოგიური აქტივობა ტოლია ან 1-2 – ჯერ სუსუტია საწყის ნივთიერებაზე,
H. influenzae გამოკლებით, რომელთან მიმართებაში მეტაბოლიტის ეფექტურობა 2 –ჯერ მეტია. in vitro და in vivo პირობებში საწყისი ნივთიერება და მისი ძირითადი მეტაბოლიტი ავლენს ან ადიტიურ ან სინერგიულ ეფექტს H. influenzae წინააღმდეგ, მიკროორგანიზმების შტამებზე დამოკიდებულებით.
ფარმაკოკინეტიკა
კლარითომიცინი სწრაფად და კარგად აბსორბირდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან პრეპარატის პერორალური მიღებისას ტაბლეტების ფორმით. მიკრობიოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტი 14-OH-კლარითრომიცინი წარმოიქმნება პირველადი გამავლობის მეტაბოლიზმის გზით. კლარითრომიცინის გამოყენება შესაძლებელია საკვების მიღების დამოუკიდებლად, ვინაიდან საკვები არ მოქმედებს კლარითრომიცინის ტაბლეტების ბიოშეღწევადობაზე. საკვები უმნიშვნელოდ აჩერებს კლარითრომიცინის აბსორბციის დაწყებას და 14-OH-კლარითრომიცინის წარმოქმნას. კლარითრომიცინის ფარმაკოკინეტიკა არახაზოვანია; თუმცაღა თანაბარი კონცენტრაცია მიიღწევა პრეპარატის გამოყენების 2 დღის განმავლობაში. დღეში ორჯერ 250 მგ მიღებიდან 15-20% შეუცვლელი პრეპარატისა გამოდის შარდთან ერთად. დღეში ორჯერ 500 მგ დოზის მიღებისას პრეპარატის გამოყოფა შარდთან ერთად შეადგენს სიდიდეს (დაახლოებით 36%). 14-OH-კლარითრომიცინი არის ძირითადი მეტაბოლიტი, რომელიც გამოიყოფა შარდთან ერთად შეყვანილი დოზიდან 10-15 % რაოდენობით. ნარჩენის დიდი ნაწილი გამოიყოფა ფეკალებთან ერთად, უპირატესად ნაღველთან ერთად. 5-10% საწყისი შენაერთისა არის ფეკალებში.
დღეში სამჯერ კლარითრომიცინის მიღებისას, სისხლის პლაზმაში კლარითრომიცინის კონცენტრაცია მომატებულია დღეში ორჯერ 500 მგ დოზის მიღების დღესთან შედარებით.
კლარითრომიცინის კონცენტრაცია ქსოვილებში რამდენჯერმე აღემატება სისხლში პრეპარატის კონცენტრაციას. მომატებული კონცენტრაციები აღმოჩენილი იყო, როგორც ტონზილარულ, ასევე ფილტვის ქსოვილებშიც. კლარითრომიცინი თერაპევტულ დოზებში 80% დაკავშირებულია სისხლის პლაზმის ცილებთან.
კლარითრომიცინი აღწევს კუჭის ლორწოვან გარსში. კლარითრომიცინის შემადგენლობა კუჭის ლორწოვან გარსში და ქსოვილებში მაღალია კლარითრომიცინისა და ომეპრაზოლის ერთად მიღებისას, ვიდრე კლარითრომიცინის მონოთერაპიის დროს.

ჩვენებები

კლარითრომიცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროოგანიზმებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა:
• ქვემო სასუნთქი გზების ინფექციები (ბრონქიტი, პნევმონია და სხვ.)
• ზემო სასუნთქი გზების ინფექციები (სინუსიტი, ფარინგიტი და სხვ.);
• კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (ფოლიკულიტი, ერიზიპელოიდი და სხვ.).
• დისემინირებული ან ლოკალიზებული მიკობაქტერიული ინფექციები, გამოწვეული Mycobacterium avium ან Mycobacterium intracellular. ლოკალიზებული ინფექციები, გამოწვეული Mycobacterium chelonae, Mycobacterium fortuitum ან Mycobacterium kansasii.
• დისემინირებული ინფექციების პროფილაქტიკა, გამოწვეული Mycobacterium avium (მაკ) კომპლექსით აივ-ინფიცირებულ პაციენტებში CD4-<100/მმ3 ლიმფოციტების რაოდენობით.
• H. Pylori - ის ერადიკაცია თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მქონე პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნება მარილმჟავას სეკრეციის დათრგუნვა, რასაც ომეპრაზოლი ან ლანსოპრაზოლი ახდენს (კლარიტრომიცინის აქტიურობა მაღალია H. Pylori -ის წინააღმდეგ ნეიტრალური pH -ის დროს, ვიდრე მჟავე pH - ის).
• ოდონტოგენური ინფექციების მკურნალობა.

მიღების წესები და დოზები

კლარითრომიცინის დოზირების რეკომენდებული სქემა მოზრდილებისა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის შეადგენს 250 მგ, დღეში ორჯერ, უფრო მძიმე ინფექციების დროს დოზა შეილება გაიზარდოს 500 მგ – მდე, დღეში ორჯერ. თერაპიის ხანგრძლივობა, როგორც წესი, შეადგენს 5-დან 14 დღეს, გამონაკლისს წარმოადგენს არაჰოსპიტალური პნევმონია და სინუსიტი, რომლებიც 6-14 დღის ხანგრძლივობის მკურნალობას მოითხოვს.
კლაციდი შეიძლება გამოყენებულ იქნას საკვების მიღების დამოუკიდებლად, ვინაიდან საკვები არ მოქმედებს კლარითრომიცინის ბიოშეღწევადობაზე.
მიკობაქტერიული დაავადებების დროს პრეპარატის დოზირება.
მოზრდილთათვის დოზირების რეკომენდებულ სქემას შეადგენს 500 მგ, დღეში ორჯერ.
შიდსით დაავადებულ ავადმყოფებში მიკობაქტერიული ინფექციის მკურნალობა გრძელდება მანამ, სანამ მიმდინარეობს პრეპარატის კლინიკური და მიკრობიოლოგიური ეფექტურობა. კლარითრომიცინის გამოყენება საჭიროა სხვა ანტიმიკობაქტერიულ საშუალებებთან კომპლექსში.
სხვა არატუბერკულოზური მიკობაქტერიული ინფექციების დროს თერაპიის ხანგრძლივობას ინდივიდუალურად ექიმი განსაზღვრავს.
მიკობაქტერიული ინფექციების პროფილაქტიკა: მოზრდილთათვის კლარიტრომიცინის რეკომენდირებული დოზა შეადგენს 500 მგ, დღეში ორჯერ.
ოდონტოგენური ინფექციების მკურნალობა:
გამოიყენება 250 მგ დღეში ორჯერ 5 დღის განმავლობაში.
H. pylori -ის ერადიკაციული თერაპია ხორციელდება სპეციალური სქემებით (მოზრდილები): სამმაგი თერაპია (7-14 დღე)
კლარითრომიცინი (500 მგ) დღეში ორჯერ, ლანსოპრაზოლი 30 მგ დღეში ორჯერ და ამოქსიცილინი 1000 მგ დღეში ორჯერ 7-14 დღის განმავლობაში. სამმაგი თერაპია (7დღე)
კლარითრომიცინი (500 მგ) დღეში ორჯერ, ლანსოპრაზოლი 30 მგ დღეში ორჯერ და მეტრონიდაზოლი 400 მგ დღეში ორჯერ 7 დღის განმავლობაში. სამმაგი თერაპია (7დღე)
კლარითრომიცინი (500 მგ) დღეში ორჯერ, ომეპრაზოლი 40 მგ დღეში ორჯერ და ამოქსიცილინი 1000 მგ დღეში ორჯერ ან მეტრონიდაზოლი 400 მგ დღეში ორჯერ 7 დღის განმავლობაში. სამმაგი თერაპია (10 დღე)
კლარითრომიცინი (500 მგ) დღეში ორჯერ უნდა გამოვიყენოთ 1000 მგ ამოქსიცილინთან ერთად დღეში ორჯერ და ომეპრაზოლი 20 მგ დღეში 10 დღის განმავლობაში. ორმაგი თერაპია (14 დღე)
კლარითრომიცინის ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 500 მგ, დღეში სამჯერ 14 დღის განმავლობაში. კლარითრომიცინი უნდა გამოვიყენოთ 40 მგ ომეპრაზოლთან ერთად დღეში ერთხელ. ძირითადი კვლევები ჩატარდა დღეში ერთხელ 40 მგ ომეპრაზოლის მიღებასთან დაკავშირებით 28 დღის განმავლობაში. დამხმარე კვლევები ჩატარდა დღეში ერთხელ 40 მგ ომეპრაზოლის მიღებასთან დაკავშირებით 4 დღის განმავლობაში.
ომეპრაზოლის დოზირებასთან დაკავშირებით შემდეგი ინფორმაცია იხ. ომეპრაზოლის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციაში.
გამოყენება ხანდაზმულ პირებში: როგორც მოზრდილებში.
გამოყენება თირკმელის უკმარისობის მქონე პაციენტებში: ჩვეულებრივ დოზის კორექტირება საჭირო არ არის გარდა იმ პაციენტებში, რომლებსაც თირკმელის უკმარისობა აქვთ (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ-ზე). თუ კორექტირება საჭიროა, მაშინ დოზა უნდა შემცირდეს ნახევარზე, მაგალითად 250 მგ დღეში ერთხელ ან 250 მგ დღეში ორჯერ უფრო მძიმე ინფექციების დროს. ასეთი პაციენტების მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს.

გვერდითი მოვლენები

ჩვეულბრივ კლარითრომიცინი კარგად გადაიტანება.
ტაბულა 1-ში მოცემულია გვერდითი მოვლენები, რომლებიც განუვითარდათ პაციენტებს, კლარითრომიცინის კლინიკური კვლევების გამოყენებისას დროს. გვერდითი მოვლენები განაწილებულია ორგანოთა სისტემებისა და განვითარების სიხშირის მიხედვით (1 - 10% - სიხშირე).
ტაბულა 1
 ორგანოები და ორგანოთა სისტემები წარმოქმნის სიხშირე გვერდითი მოვლენები
 დარღვევა ცენტრალური ნერვული სისტემის მხრიდან ხშირად თავის ტკივილი, გემოს შეგრძნების შეცვლა
 დარღვევა საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრიდან ხშირად დიარეა, გულისრევა მუცლის ტკივილი, დისპეპსია, ღებინება
 ლაბორატორიული გამოკვლევები ხშირად ღვიძლის ფერმენტების აქტიურობის მომატება
         
ტაბულა 2-ში წარმოდგენილია გვერდითი მოვლენები, წარმოქმნილი პოსტმარკეტინგული გამოყენებისას კლარიტრომიცინის სხვადასხვა სამკურნალო ფორმის და დოზირების დროს, მათ შორის დაუყოვნებლივ გამონთავისუფლებისას.
ტაბულა 2
 ორგანოები და ორგანოთა სისტემები გვერდითი მოვლენები
 ინფექციები და ინვაზიები პირის ღრუს კანდიდოზი
 დარღვევა სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრიდან ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია
 დარღვევა იმუნური სისტემის მხრიდან ანაფილაქსიური რეაქცია, ჰიპერმგრძნობელობა
 მეტაბოლიზმისა და კვების 1 დაღვევა  ჰიპოგლიკემია
 ფსიქიკის მოშლილობა ფსიქოზი, ჰალუცინაციები, დეზორიენტაცია,
აზროვნების არევა, დეპერსონალიზაცია,
დეპრესია, მღელვარება, უძილობა, ცუდი სიზმრები
 დარღვევები ცენტრალური
ნერვული სისტემის მხრიდან
 კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, აგევზია
(გემოს მგრძნობელობის დაკარგვა), ანოსმია,
დიზგევზია (გემოს მგრძნობელობის დარღვევა), პაროსმია
 
დარღვევა საყრდენ–მამოძრავებელი
აპარატისა და შემაერთებელი ქსოვილების მხრიდან
 მიალგია
 დარღვევა სმენის ორგანოების მხრიდან და ლაბირინთული დარღვევები სმენის დაკარგვა, (ჩვეულებრივ აღდგება პრეპარატის მოხსნის შემდეგ), თავბრუსხვევა, ყურებში ხმაური
 კარდინალური დარღვევები პარკუჭის პირუეტული ტაქიკარდია
(torsarde de pointes), QT ინტერვალის გახანგრძლივება, პარკუჭოვანი ტაქიკარდია
 დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემიდან მწვავე პანკრეატიტი, გლოსიტი, სტომატიტი, ენის შეფერადება, კბილების შეფერადება
 ჰეპათობილიარული სისტემის დარღვევა ღვიძის უკმარისობა, ჰეპატიტი,
ქოლესტატიური ჰეპატიტი, ქოლესტატიური სიყვითლე, ჰეპატოცელულარული სიყვითლე, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
 დარღვევა კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრიდან სტივენს- ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროზი, ჭინჭრის ციება, გამონაყარი
 დაღვევა შარდ-გამომყოფი სისტემის მხრიდან ინტერსტიციალური ნეფრიტი
 
ლაბორატორიული გამოკვლევები
 სისხლის კრეატინინის მომატება, ღვიძლის ფერმენტების აქტიურობის მომატება

1- იყო იშვიათად მოხსენიებული ჰიპოგლიკემიის შემთხვევები, მათ შორის პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების ან ინსულინის გამოყენებისას.
2- ისევე როგორც სხვა მაკროლიდების გამოყენებისას, კლარითრომიცინით მკურნალობის დროსაც იშვიათად იყო QT ინტერვალის გახანგრძლივების შემთხვევა, ასევე პარკუჭოვანი ტაქიკარდისა და პირუეტული ტაქიკარდის (Torsarde de Pointes) იშვიათი შემთხვევები.
3- ძალიან იშვიათად მოხსენიებული იყო ღვიძლის უკმარისობის ფატალური განვითარება, ჩვეულებრივ მძიმე თანმდევი დაავადებების ან/და სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენების ფონზე.

კლარითრომიცინისა და კოლხიცინის ერთობლივად გამოყენებისას იყო შემთხვევა კოლხიცინის ტოქსიკურობის განვითარებაზე (მათ შორის ფატალური შედეგით), განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, მათ შორის თირკმელის უკმარისობის ფონზე.
პაციენტები იმუნური სისტემის დარღვევით.
შიდს-ით დაავადებულ ავადმყოფებში და სხვა იმუნური სისტემის დაარღვევის მქონე პაციენტებში, რომლებიც კლარითრომიცინის მაღალ დოზებს იღებდნენ ხანგრძლივად, ვიდრე რეკომენდებული იყო მიკობაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ, ყოველთვის არ არის შესაძლებელი, პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციების და ძირითადი ან თანმდევი დაავადებების სიმპტომების განსხვავება. მოზრდილ ავადმყოფებში, რომლებიც იღებდნენ კლარიტრომიცინს სადღე-ღამისო დოზით 1000 მგ, უფრო ხშირი გვერდითი ეფექტები იყო გულისრევა, ღებინება, გემოს დარღვევა, მუცლის ტკივილი, დიარეა, გამონაყარი, მუცლის შებერილობა, თავის ტკივილი, შეკრულობა, სმენის დარღვევა, ალატ-ის და ასატ-ის დონის მომატება. არც ისე ხშირად იყო ქოშინი, უძილობა და პირის სიმშრალე. პაციენტების 2-3 % აღინიშნებოდა ალატ-ის და ასატ-ის დონის მნიშვნელოვანი მომატება და ლეიკოციტებისა და თრომბოციტების დონის მნიშვნელოვანი დაწევა სისხლში. რამდენიმე პაციენტში შეინიშნებოდა სისხლში შარდის შემცველობის მომატება.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა მაკროლიდური ანტიბიოტიკებისა და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.
კლარითრომიცინისა და ასტემიზოლის, ციზაპრიდის, პიმოზიდის, ტერფენადინის, ერგოტამინის ან დიჰიდროერგოტამინის ერთად გამოყენება.

ორსულობა და ლაქტაცია

კლარითრომიცინის უსაფრთხო გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში არ არის დადგენილი. ორსულობისა და ლაქტაციის დროს კლარითრომიცინის მიღება არ არის რეკომენდებული, თუ მისი გამოყენებით მიღებული სარგებელი არ გადააჭარბებს რისკს.
კლარითრომიცინი გამოიყოფა დედის რძეში.
ბავშვები.
12 წლის ასაკამდე ბავშვებმა პრეპარატი უნდა მიიღონ სუსპენზიის ფორმით.

განსაკუთრებული მითითებები

ანტიბიოტიკების ხანგრძილვმა ან განმეორებითმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს რეზისტენტული ბაქტერიებისა და სოკოს ჭარბი მომატება. სუპერ ინფექციის წარმოქმნისას უნდა მოხდეს კლარითრომიცინის მიღების შეწყვეტა და შესაბამისი თერაპიის დაწყება.
დიარეის განვითარების შემთხვევაში, სიმძიმის მსუბუქი ხარისხიდან ფსევდომემბრანოზულ კოლიტამდე ფატალური შედეგით, გამოწვეული Clostridium difficile (CDAD), შეტყობინება იყო პრაქტიკულად ყველა ანტიბიოტიკის პრეპარატების გამოყენებისას, მათ შორის კლარითრომიცინისაც. საჭიროა გვახსოვდეს Clostridium difficile -ის მიერ გამოწვეული დიარეის შესაძლო განვითარების შესახებ, ანტიბიოტიკების გამოყენების შემდეგ ყველა პაციენტებში დიარეით. ამას გარდა, აუცილებელია გულდასმით შეგროვდეს ანამნეზი, ვინაიდან დიარეის განვითარების შესახებ, გამოწვეული Clostridium difficile, შეტყობინება იყო ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენებიდან 2 თვის შემდეგ.
ასევე შეტყობინება იყო მიასთენია გრავის myasthenia gravis სიმპტომების გაძლიერების შესახებ იმ პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ კლარითრომიცინს.
პრეპარატი გამოიყოფა ღვიძლიდან და თირკმელებიდან. სიფრთხილე უნდა დავიცვათ პრეპარატის გამოყენებისას პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით, თირკმლის ზომიერი ან მძიმე ხარისხის უკმარისობის დროს.
ყურადღება უნდა მიექცეს ჯვარედინი რეზისტენტობის შესაძლო განვითარებას კლარითრომიცინსა და სხვა მაკროლიდებს შორის, ასვე ლინკომიცინსა და კლინდამიცინს შორის.
ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს მიკროორგანიზმების H. pylori რეზისტენტულობა კლარითრომიცინთან.
ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექნიზმებთან მუშაობის დროს რეაქციის სისწრაფეზე ზემოქმედების უნარი
ზემოქმედება ნაკლებადმოსალოდნელია. თუმცაღა აუცილებელია ყურადღების გამოჩენა ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის დროს ნერვული სისტემის მხრიდან გვერდითი რეაქციების წარმოქმნის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, როგორიცაა კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, ჰალუცინაციები, გონების არევა და სხვ.

ჭარბი დოზირება

არსებული მონაცემები მიუთითებენ იმაზე, რომ კლარითრომიცინის ჭარბმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების სიმპტომები. ერთმა პაციენტმა ანამნეზში ბიპოლარული ფსიქოზით, მიიღო 8გ კლარიტრომიცინი, მას განუვითარდა გონებრივი მდგომარეობის შეცვლა, პარანოიდული ქცევა, ჰიპოკალიემია და ჰიპოქსემია. ჭარბი დოზის მიღების დროს ხდება კუჭის ამორეცხვა და გამოიყენება სიმპტომატური თერაპია. ისევე, როგორც სხვა მაკროლიდების შემთხვევაში, ნაკლებად შესაძლებელია, რომ ჰემოდიალიზი ან პერიტონეალური დიალიზი არსებითად მოქმედებდნენ კლარითრომიცინის შემადგენლობაზე სისხლის შრატში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

ქვემოთ მითითებული პრეპარატების გამოყენება მკაცრად უკუნაჩვენებია მძიმე შედეგების შესაძლო განვითარების გამო ურთიერთმოქმედების შედეგად
კლარითრომიცინთან ერთად ციზაპრიდის, პიმოზიდის და ტერფენადინის გამოყენებისას აღინიშნებოდა ამ პრეპარატების დონის მომატება სისხლის შრატში, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს QT ინტერვალის გახანგრძლივებისკენ და არითმიის გამოწვევისაკენ, მათ შორის პარკუჭოვანი ტაქიკარდიისაკენ, პარკუჭოვანი ფიბრილაციისაკენ და torsade de pointes. მსგავსი ეფექტები აღინიშნებოდა ასტემიზოლისა და სხვა მაკროლიდების ერთობლივად გამოყენებისას.
ერგოტამინი/დიჰიდროერგოტამინი
კლატრითრომიცინისა და ერგოტამინის ან დიჰიდროერგოტამინის ერთად გამოყენება ასოცირდება მწვავე ერგოტიზმის ნიშნებთან, რაც ხასიათდება ვაზოსპაზმითა და კიდურების და სხვა ქსოვილების იშემიით, ცენტრალური ნერვული სისტემის ჩათვლით.
სხვა სამკურნალო საშუალებების ზემოქმედება კლარითრომიცინის ფარმაკოკინეტიკაზე ამ სამკურნალო საშუალებების ზემოქმედება კლარითრომიცინის კონცენტრაციაზე სისხლში ცნობილია ან ნავარაუდევია, ამიტომაც შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შეცვლა ან ალტერნატიული თერაპიის გამოყენება.
ეფავირენცი, ნევირაპინი, რიფამპიცინი, რიფაბუტინი და რიფაპენტინი.
ციტოქრომი P450 ფერმეტების მძლავრმა ინდუქტორებმა, ისეთები როგორიცაა ეფავირენცი, ნევირაპინი, რიფამპიცინი, რიფაბუტინი და რიფაპენტინი შეიძლება დააჩქარონ კლარითრომიცინის მეტაბოლიზმი, მისი კონცენტრაციის შემცირებით, მაგრამ 14-OH-კლარითრომიცინის კონცენტრაციის - მიკრობიოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტის გაზრდით. ვინაიდან, კლარითრომიცინისა და 14-OH-კლარიტრომიცნის მიკრობიოლოგიური აქტიურობა სხვადასხვაა სხვადასხვა ბაქტერიების მიმართ, მოსალოდნელი თერაპიული ეფექტი შეიძლება არ იქნას მიღწეული კლარითრომიცინისა და ციტოქრომი P450 ფერმენტების ინდუქტორების ერთად გამოყენების გამო.
ფლუკონაზოლი
14-OH-კლარითრომიცნის აქტიური მეტაბოლიტის თანასწორი კონცენტრაციები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა ფლუკონაზოლთან ერთად გამოყენებისას. კლარითრომიცნის დოზის შეცვლა საჭირო არ არის.
რიტონავირი
რიტონავირისა და კლარითრომიცნის გამოყენებას კლარითრომიცინის მეტაბოლიზმის მნიშვნელოვან დათრგუნვამდე მივყავართ. კლარითრომიცინის Cmax გაიზარდა 31% - ით, Cmax –182% -ით და AUC – 77 %-ით. შეინიშნებოდა 14-OH-კლარითრომიცინის წარმოქმნის სრული დათრგუნვა. დიდი თერაპიული ფანჯრის გამო, პაციენტებისათვის თირკმლის ნორმალური ფუნქციით, კლარითრომიცნის დოზის შემცირება საჭირო არ არის. პაციენტებისათვის, თირკმელის უკმარისობით აუცილებელია დოზის კორექცია: კლარითრომიცინის დოზა CLCR -სას 30-60 მლ/წთ აუცილებელია შემცირდეს 50%-ით, CLCR -სას< 30მლ/წთ- 75%-ით. კლარითრომიცინი დოზებში, რომელიც აღემატება 1 გ/დღეში, არ უნდა იქნეს გამოყენებული რიტონავირთან ერთად.
კლარითრომიცინის ზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებების ფარმაკოკინეტიკაზე
ანტიარითმიული საშუალება
არსებობს პოსტმარკეტინგული შეტყობინება პარკუჭის პირუეტული ტაქიკარდიის შესახებ, რომელიც წარმოიშვა კლარითრომიცინის ქინიდინთან ან დიზოპირამიდთან ერთად გამოყენებისას. რეკომენდირებულია ჩატარდეს ეკგ–მონიტორირება QT ინტერვალის გახანგრძლივების დროულად გამოსავლენად. კლარითრომიცინის თერაპიის დროს საჭიროა თვალი ვადევნოთ ამ პრეპარატების კონცენტრაციას სისხლის შრატში.
CYP3A
კლარითრომიცინის, ფერმენტი CYP3A ცნობილი ინჰიბიტორისა და პრეპარატის ერთობლივმა გამოყენებამ, უმთავრესად მეტაბოლიზირებულმა CYP3A, შეიძლება გამოიწვიოს უკანასკნელის კონცენტრაციის გაზრდა სისხლის პლაზმაში, რამაც თავის მხრივ შეიძლება გააძლიეროს ან გაახანგრძლივოს მისი თერაპიული ეფექტი და გვერდითი რეაქციების განვითარების რისკი.
ფრთხილად უნდა ვიყოთ კლარითრომიცინის გამოყენებისას იმ პაციენტებში, რომლებიც თერაპიას გადიან სამკურნალო საშუალებებით – სუბსტრატებით CYP3A, განსაკუთრებით თუ CYP3A –სუბსტრატს გააჩნია ვიწრო თერაპიული დიაპაზონი (მაგალითად, კარბამაზეპინი) და /ან ექსტენსიურად მეტაბოლიზდება ამ ენზიმით.
შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შეცვლა და შეძლებისდაგვარად, სამკურნალო საშუალებების შრატის კონცენტრაციის სრული მონიტორინგი, მეტაბოლზირებელი CYP3A პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ კლარითრომიცინს.
ასეთი სამკურნალო საშუალებები ან პრეპარატის ჯგუფები მეტაბოლიზირდება ერთი და იგივე CYP3A იზოფერმენტით: ალპრაზოლით, ასტემიზოლით, კარბამაზეპინით, ცილოსტაზოლით, ციზაპრიდით, ციკლოსპორინით, დიზოპირამიდით, ალკალოიდის სპორინით, ლოვასტატინით, მეტილპრედნიზოლონით, მიდაზოლამით, ომეპრაზოლით, პერორალური ანტიკოაგულანტებით (მაგალითად, ვარფარინი), პიმოზიდი, ხინიდინი, რიფაბუტინი, სილდენაფილი, სიმვასტატინი, ტაკროლიმუსი, ტერფერადილი, ტრიაზოლამით და ვინბლასტინით. ურთიერთმოქმედების მსგავსი მექანიზმი აღნიშნულია ფენიტოინის, თეოფილინის და ვალპროატის გამოყენებისას მეტაბოლიზირებულები ციტოქრომის P 450 სისტემის სხვა იზოფერმენტებით.
ინჰიბიტორები ჰმჰ-კოა-რედუქტაზები
ისევე, როგორც სხვა მაკროლიდები, კლარითრომიცინს მივყავართ ინჰიბიტორებ ჰმჰ-კოა-რედუქტაზების კონცენტრაციის მომატებისკენ, ისეთი როგორიცაა ლოვასტატინი და სიმვასტატინი. იშვიათად იყო შეტყობინება პაციენტებში რაბდომიოლიზის განვითარების შესახებ ამ სამკურნალო საშუალებების ერთად გამოყენებისას.
ომეპრაზოლი
კლარითრომიცინის ომეპრაზოლთან კომბინაციაში გამოყენებისას მოზრდილ ჯანმრთელ მოხალისეებში მივყავართ ომეპრაზოლის თანაბარი კონცენტრაციის მომატებისკენ. მხოლოდ ომეპრაზოლის გამოყენებისას კუჭის წვენის pH საშუალო მაჩვენებელი გასინჯვისას 24 საათის განმავლობაში შეადგენდა 5,2, ომეპრაზოლის კლარითრომიცინთან ერთად გამოყენებისას – 5, 7.
პერორალური ანტიკოაგულანტები
კლარითრომიცინისა და პერორალური ანტიკოაგულანტების კომბინირებულმა გამოყენებამ შეიძლება მოახდინოს უკანასკნელის პოტენცირების ეფექტი, რაც ითხოვს პროტრომბინის დროის საგულდაგულო კონტროლს პაციენტებში.
სილდენაფილი, ტადალაფილი და ვარდენაფილი
არსებობს ფოსფოდიესთერაზების ინჰიბიტორების პლაზმური კონცენტრაციის გაზრდის ალბათობა (სილდენაფილის, ტადალაფილის და ვარდენაფილის) კლარითრომიცინთან ერთად მათი გამოყენების დროს, რამაც შეიძლება მოითხოვოს ფოსფოდიესტერაზების ინჰიბიტორების დოზის შემცირება.
თეოფილინი, კარბამაზეპინი
კლინიკური კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ არსებობს უმნიშვნელო, მაგრამ თეოფილინის ან კარბამაზეპინის კონცენტრაციის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ზრდა სისხლის პლაზმაში კლარითრომიცინთან ერთად მათი გამოყენების დროს.
ტოლტეროდინი
ტოლტეროდინის დოზის შემცირება შეიძლება საჭირო გახდეს კლარითრომიცინთან ერთად მისი გამოყენებისას.
ტრიაზოლბენზოდიაზეპინები (მაგალითად, ალპრაზოლამი, მიდაზოლამი, ტრიაზოლამი)
უნდა მოვერიდოთ პერორალურად მიდაზოლამისა და კლარიტრომიცინთან კომბინირებულად მიღებას. კლარითრომიცინთან ერთად მიდაზოლამისა ინტრავენური მიღების დროს უნდა ჩატარდეს საგულდაგულო მონიტორინგი პაციენტებში დოზის დროული კორექციისთვის.
უნდა დავიცვათ იგივე უსაფრთხოების ზომები ბენზოდიაზეპინების გამოყენებისას, რომლებიც მეტაბოლიზირდება CYP3A, ტრიაზოლამისა და ალპრაზოლამის ჩათვლით.
ბენზოდიაზეპინებისთვის, რომელთა ელიმინაცია არ არის დამოკიდებული CYP3A (თემაზეპამი, ინტრაზეპამი, ლორაზეპამი), კლინიკურად მნიშვნელოავანი ურთიერთმოქმედების განვითარება კლარითრომიცინთან ნაკლებად სავარაუდოა.
არის პოსტმარკეტინგული შეტყობინება სამკურნალო ურთიერთმოქმედებაზე და გვერდითი მოვლენების გავრცელებაზე ცენტრალური ნერვული სისტემის მხრიდან (ისეთი, როგორიცაა ძილიანობა და გონების დაბინდვა) კლარითრომიცინთან და ტრიაზოლამთან ერთად მიღებისას. თვალი უნდა ვადევნოთ პაციენტებს, ცნს მხრიდან ფარმაკოლოგიური ეფექტების გაზრდის შესაძლებლობის გათვალისწინებით.
სხვა სახის ურთიერთმოქმედებები
კოლხიცინი
კოლხიცინი არის CYP3A და P-გლიკოპროტეინის (Pgp) სუბსტრატი. ცნობილია, რომ კლარითრომიცინს და სხვა მაკროლიდებს შეუძლიათ დათრგუნონ CYP3A და Pgp. კლარითრომიცინისა და კოლხიცინის ერთდროულად მიღებისას Pgp და/ან CYP3A დათრგუნვამ კლარითრომიცინით შეიძლება გამოიწვიოს კოლხიცინის ექსპოზიციის მომატება. კოლხიცინის ტოქსიკურობაზე აუცილებელია პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება კლინიკური სიმპტომების გამოვლენის მიხედვით.
დიგოქსინი
პოსტმარკეტინგული დაკვირვებისას ცნობილი გახდა დიგოქსინის კონცენტრაციის მომატების შესახებ პაციენტების სისხლის შრატში, რომლებიც მას კლარითრომიცინთან ერთად იღებდნენ.
ზიდოვუდინი. აივ-ინფიცირებულ პაციენტებში ერთდროულად კლარითრომიცინის დაუყოვნებელი გათავისუფლების ტაბლეტების და ზიდოვუდინის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ზიდოვუდინის თანაბარი კონცენტრაციის დაწევა სისხლის შრატში. ამის თავიდან აცილება შესაძლებელია ინტერვალის დაცვის გზით, კლარითრომიცინსა და ზიდოვუდინის მიღებას შორის. ბავშვებში, ასეთ ურთიერთმოქმედებაზე კლარითრომიცინსა და ზიდოვუდინის სუსპენზიის ან დიდოექსინოზის მიღების დროს არ არის ცნობილი.
ასევე შესაძლებელია ორმხრივ მიმართული ურთიერთმოქმედება კლარითრომიცინსა და ათაზანოვირს, ინტრაკონაზოლის, საქვინავირს შორის.
ვერაპამილი. კლარითრომიცინსა და ვერაპამილის ერთობლივად მიღებისას შეტყობინება იყო არტერიული ჰიპოტენზიის, ბრადიარითმიის და ლაქატოაციდოზის განვითარების შესახებ.

შენახვის პირობები და ვადები

ვარგისიანობის ვადა. 5 წელი;
შენახვის პირობები.
ინახება სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 25oC ტემპერატურისა.

აფთიაქში გაცემის წესი

რეცეპტით.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
Abbott S.r.l.

იტალია