ნოლიცინი 400მგ #20ტ

ნოლიცინი  400მგ #20ტ
ნოლიცინი 400მგ
(Nolocin)





საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ნორფლოქსაცინი (norfloxsacin)

სამკურნალწამლო ფორმა

აპკისებური გარსით დაფარული ტაბლეტები.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: ნორფლოქსაცინი – 400 მგ.
დამხმარე ნივთიერება: პოვიდონი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის გაუწყლოებული კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, გარსი: ჰიდროქსიპროპილენმეთილცელულოზა (ჰიპრომელოზა), ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, დისპერსიული ყვითელი საღებავი E 110, პროპილენგლიკოლი.

აღწერილობა

მრგვალი, ოდნავ ორმხრივამობურცული ტაბლეტები, დაფარული ნარინჯისფერი გარსით ნაზოლით ერთ მხარეს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ფტორქინოლინების ჯგუფის ანტიმიკრობული საშუალება.

გამოყენების ჩვენებები

ნოლიცინი გამოიყნება მის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიების მიერ გამოწვეული ინფექციებით:
- საშარდე სისტემის ინფექციები (პიელონეფრიტი, ცისტიტი, ურეთრიტი)
- ბაქტერიული პროსტატიტი,
- გაურთულებელი გონორეა,
- ინფექციური დიარეა (შიგელოზი, სალმონელოზი),
- სეფსის პროფილაქტიკა ნეიტროპენიის მქონე პირებში,
- მოგზაურთა დიარეის პროფილაქტიკისთვის.

უკუჩვენებები

- ალერგია ნორფლოქსაცინის და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ, ასევე ალერგია ამ ჯგუფის სხვა პრეპარატების მიმართ:
- ღვისძლის ან თირკმლის უკმარისობა,
- გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის დეფიციტი,
- ორსულობა,
- ლქტაცია,
- ბავშვთა და მოზარდობის ასაკი 18 წლამდე.

გამოყენების მეთოდი და დოზები

აუცილებელია ექიმის მიერ დაწესებული დოზირების და მიღების წესების დაცვა, არ შეიძლება მათი თვითნებური შეცვლა. დაუშვებელია მკურნალობის არ შეწყვეტა ექიმთან კონსულტაციის გარეშე, გარდა იმ შემთხვევევებისა, როდესაც გამოვლინდა გვერდითი მოქმედება.
პრეპარატი მიიღება პერორალურად ჭამამდე 1 საათით ადრე ან 2 საათის შემდეგ. თითოეული ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს 1 ჭიქა წყალისთ ან ჩაის დაყოლებით.
მოგზაურთა დიარეის საპროფილაქტიკოდ რეკომენდებუილა 400 მგ ერთხელ დღეში, მიღება იწყევა მოგზაურობის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, მოგზაურობის დროს და დაბრუნების შემდეგ 2 დღე (არაუმეტეს 21 დღისა).
იმუნიტეტის სერიოზული დარღვევის ფონზე მიმდინარე ინფექციების სამკურნალოდ ინიშნება 400 მგ 2-ჯერ დღეში. მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 8 კვირა.
საშარდე სისტემის ინფექციის რეციდივის პროფილაქტიკისთვის ხშირი გართულებებისას (4-5-ჯერ დღეში) პრეპარატი ინიშნება ნახევარი ტაბლეტის ოდენობით (200 მგ) დღეში ერთხელ, ხანგრძლივად.
საშარდე სისტემის მწვავე ინფექციების დროს ნოლიცინი მიიღება 400 მგ 2-ჯერ ან 3-ჯერ დღეში 10 დღე. საშარდე სისტემის ქრონიკული ინფექციების დროს მკურნალობის ხანგრძლივობა შეიძლება გაგრძელდეს 12 კვირა.
ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტის მკურნალობისას რეკომენდირებულია 400 მგ 2-ჯერ დღეში 4-დან 6 კვირამდე.
გონორეის სამკურნალოდ პრეპარატს იღებენ 400 მგ 2-ჯერ დღეში 3-დან 7 დღემდე, ან ერთჯერადად 800 მგ-დან 1200 მგ-მდე ერთხელ დღეში.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ბაქტერიული ინფექციების დროს ინიშნება 400 მგ 2-ჯერ დღეში 5 დღემდე.
თირკმლის ფუნქციების დარღვევის დროს ექიმმა შეიძლება დანიშნოს შედარებით მცირე დოზა.
თუ იქმნება შთაბეჭდილება, რომ სამკურნალო საშუალების მოქმედება ძალიან ძლიერია ან სუსტია, საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
ნოლიცინის მიღების დაგავიწყებისას
დოზის გამორჩენისა, იგი მიიღება გახსენებისთანავე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დადგა შემდეგი მიღების დროს. პრეპარატის ორმაგი დოზის მიღება არ შეიძლება!

გვერდითი მოქმედება

ისევე როგორც სხვა მედიკამენტებმა, ნოლიცინმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები.
კუჭ-ნაწლავის ტარქტის მხრივ: მადის დაქვეითება, პირში სიმწარე, გულსრევა, პირღებინება, კუჭში ტკივილი, დიარეა, ფსევდომემბრანული კოლიტი (ხანგრძლივი გამოყენებისას), ღვიძლის ტრანსამინაზების აქტოვობის მატება.
საშარდე სისტემის მხრივ: კრისტალურია, გლომერულონეფრიტი, დიზურია, პოლიურია, ალბუმინურია, ურეთრურლ სისხლდენები, ჰიპერკრეატინინემია.
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სინკოპალური მდგომარეობა, უძილობა, ჰალუცინაციები.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, არითმია, არტერიული წნევის დაქვეითება, ვასკულიტი.
ალერგიური რეაქციები: კანის ქავილი, ჭინჭრის ციება, შეშუპება, ავთვისებიანი ექსუდაციური ერითემა (სტევენს-ჯონსის სინდრომი), ფოტოსენსიბილიზაცია.
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ: ართრალგია, ტენდენიტი, მყესის გაგლეჯა.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ეოზინოფილია, ლეიკოპენია, ჰემატოკრიტის დაქვეითება.
სხვა: კანდიდოზი.

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირებისას შესაძლებელია თავბრუხვევა, გულისრევა, ძილიანობა, „ცივი“ ოფლი, კრუნჩხვები.
დიდი დოზის მირებისას, საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის დაუყოვნებელი კონსულტაცია.
თუ გაძნელებულია ექიმთან დაკავშირება პაციენტმა უნდა სცადოს ღებინების გამოწვევა რითაც წინ აღუდგება მედიკამენტის სისხლში მოხვედრას.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

აუცილებელია ექიმის ან ფარმაცევტის ინფორმირება იმ მედიკამენტების შესახებ, რომელსაც იღებდა, ან იღებს პაციენტი. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ეს მიდიკამენტები გაიცემა რეცეპტის გარეშე.
თუ ნელიცინით მკურნალობის დროს თქაციენტი იღებს თეოფილინს ან ციკლოსპორინს, ეს ზრდის გვერდითი ეფექტების წარმოქმნის რისკს, ვინაიდან იზრდება სისხლში ამ პრეპარატების კონცენტრაცია.
ნორფლოქსაცინმა შეიძლება გააძლიეროს სისხლის გამათხიერებელი ნივთიერებების (ვარფარინი) მოქმედება, რაც თავის მხივ შეიძლება გართულდეს სისხლდენით. ნეოფლოქსაცინის და ალუმინის და მაგნიუმის ჰიდროქსიდის შემცველი ანტაციდური პრეპარატების ერთდროული მიღება ამცირებს ნელიცინის შეწოვას. ამიტომ მათ მიღებას შორის ინტერვალი 2 საათზე ნაკლები არ უნდა იყოს. კორტიკოსტეროიდებთან ერთად მისი დანიშვნა (მაგალითად პრედნიზოლონი) შეიძლება გაზარდოს მყესების ანთება და მათი გაგლეჯვა.
ზოგიერთი ანტიდიაბეტური მედიკამენტის (გლიბენკლამიდი, მანინილი და სხვა) ჰიპოგლიკემიური ეფექტი ნოლიცინით მკურნალობის ფონზე შეიძლება გაიზარდოს.
ნოლიცინის და ნიტროფურანტოინის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ორივე მეიდკამენტის ეფექტურობა.

განსაკუთრებული მითითებები

ნორფლოქსაცინით მკურნალობის პერიოდში რეკომენდებულია სითხის საკმაო რაიდენობით მიღება (დააზუსტეთ ექიმთან რა რაოდენობის სითხეა თქვენთვის რეკომენდირებული).
ნორფლოქსაცინით მკურნალობის დროს შეიძლება მოიმატოს სინათლის მიმართ მგრძნობელობამ, ამიტომ საჭიროა სინათლის და ულტრაიისფერი სხივებისგან თავის დაცვა.
მყესებში ტკივილის გაჩენისას აუცილებელია ფიზიკური დატვირთვის შემცირება და ექიმთან კონსულტაცია.
ექიმმა უნდა იცოდეს ანამნეზში არსებული თავის ტკინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, ეპილეფსიის, კრუნჩხვების შესახებ, ვინაიდან ამ დაავადების დროს შეიძლება მოიმატოს გვერდითი ეფექტების რისკმა.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის დროს გამორიცხული არაა ნაყოფზე გვერდითი მოქმედება. ორსულებს ნოლიცინი ენიშნებათ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფის პოტენციურ რისკს.
ნოლიცინით მკურნალობის პერიოდში აუცილებელია ლაქტაციის შეწყვეტა.
გავლენა ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვაზე
ავტომობილის მართვის ან ისეთი სამუშაოების შესრულებისას, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციის სისწრაფეს (განსაკუთრებით ალკოჰოლის ერთდროული გამოყენებისას) აუცილებელია სიფრთხილე

გამოშვების ფორმა

400 მგ-იანი შემოგარსული ტაბლეტები.
10 ტაბლეტი ბლისტერზე, 1 ან 2 ბლისტერი ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს ყუთში.

შენახვის პირობები

შეინახეთ სინათლისაგან და ნესტისგან დაცულ ადგილას. შეინახეთ 250C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა

არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა

ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი
კრკა, დდ, ნოვო მესტო, სლოვენია.