ომეპრაზოლი 20 მგ
გენერიული დასახელება:
Omeprazole
ომეპრაზოლ-5-მეტოქსი-2-[[4-მეტოქსი-3,5 დიმეთილ 2-პირიდინილ) მეთილ] სულფანილ] ბენზიმიდაზოლი.
წამლის ფორმა:
კაფსულა 20 მგ, რომელიც შეიცავს მიკროგრანულებს.
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება:
1 კაფსულა შეიცავს 20 მგ ომეპრაზოლს;
დამხმარე ნივთიერებები:
დიეთილფტალატი, შაქარი, ლაქტოზა, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზას ფტალატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ნატრიუმის ფოსფატის ფუძე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
წყლულოვანი დაავადების სამკურნალო საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ომეპრაზოლი წარმოადგენს პეპტიური წყლულის სამკურნალო ახალი მიმართულების საშუალებას, რომელიც ქმნის ისეთ პირობას, რომლის დროსაც კუჭის სეკრეციის ბოლო სტადია ინჰიბირდება გამღიზიანებლისაგან დამოუკიდებლად.
ფარმაკოკინეტიკა:
ომეპრაზოლის კაფსულები შეიცავს შემოგარსულ მიკროგრანულებს. ომეპრაზოლის თანდათანობითი გამონთავისუფლება იწყება 1 სთ-ის შემდეგ და მაქსიმუმს აღწევს 2 სთ-ის შემდეგ, ხოლო პრეპარატის ყოველდღიური ერთხელ მიღებიდან 24 სთ-ის განმავლობაში უზრუნველყოფილია კუჭის წვენის გამოყოფის კონტროლი. ომეპრაზოლი მოქმედებს სპეციფიკურად, აინჰიბირებს კუჭის პარიეტული უჯრედების სეკრეტული ზედაპირის ფერმენტული სისტემის H+/K+ ატფ-ზას და ამით აბლოკირებს კუჭის ღრუში წყალბადის იონების გადატანის დასკვნით პროცესს. ამის შედეგად ეფექტურად ინჰიბირდება ბაზალური და გამღიზიანებლით გამოწვეული კუჭის სეკრეცია. იგი არ მოქმედებს ქოლინო და ჰისტამინურ რეცეპტორებზე. ომეპრაზლოლი არ არის სტაბილური მჟავე არეში. კუჭში კაფსულა სწრაფად იშლება, მიკროგრანულების გამონთავისუფლებით, რომლებიც დაფარულია სპეციალური გარსით. მიკროგრანულების გარსი იხსნება ტუტე არეში და ხვდება 12-გოჯა ნაწლავში, რაც უზრუნველყოფს პრეპარატის სწრაფ და თანდათანობით შეწოვას.
ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის ბიოშეღწევადობა იზრდება, ისევე როგორც ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში. თირკმელების უკმარისობა გავლენას არ ახდენს ამ პროცესზე. ომეპრაზოლი შეწოვის შემდეგ თითქმის მთლიანად მეტაბოლიზდება ღვიძლში და ორგანიზმიდან შარდის მეშვეობით გამოიყოფა.
ჩვენება:
ომეპრაზოლი წარმოადგენს შერჩევის პრეპარატს ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, რომელთა დროსაც აუცილებელია კუჭის წვენის სეკრეციის ინჰიბირება: 12-გოჯა ნაწლავის წყლული, კუჭის კეთილთვისებიანი წყლული, გასტროეზოფაგური რეფლუქსი, რომლის თანმხლებია მძიმე ეროზიული ეზოფაგიტი, კუჭის პათოლოგიური ჰიპერსეკრეცია ზოლინგერ-ელისონის სინდრომის დროს.
წინააღმდეგჩვენება:
პრეპარატის და მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
სიფრთხილეა საჭირო:
ომეპრაზოლის ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში საჭიროა პაციენტების გამოკვლევა, რათა თავიდან ავიცილოთ სიმსივნის განვითარების შესაძლებლობა.
ომეპრაზოლით მკურნალობის შემდეგ სიმპტომატური გაუმჯობესება არ გამორიცხავს ავთვისებიანი წარმონაქმნების არსებობის შესაძლებლობას, ამიტომ მკურნალობის დასაწყისში საჭიროა შესაძლო მალიგნიზაციის გამორიცხვა.
ომეპრაზოლი გავლენას არ ახდენს კუჭიდან მყარი და თხევადი საკვების ევაკუაციაზე, შინაგანი ფაქტორის სეკრეციაზე, პეფსინის გამომუშავებაზე. ომეპრაზოლის 14 დღიანი გამოყენების შემდეგ ჯანმრთელ პირებში ადგილი ჰქონდა კუჭში ცოცხალი ბაქტერიების რაოდენობის მნიშვნელოვან მომატებას.
ყველა გადახრა ნორმას უბრუნდება მკურნალობის შეწყვეტიდან 3 დღის შემდეგ. მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ კუჭის მჟავიანობის შემცირებისას იზრდება პერორალურად გადაცემული დაავადებების (სალმონელოზი) განვითარების რისკი, იმდენად, რამდენადაც კუჭში არსებული მარილმჟავა ამ ბაქტერიების და ვირუსების ძირითადი მომხმარებელია. ამიტომ იმუნური სისტემის პათოლოგიების მქონე პაციენტებში სიფრთხილეა საჭიროა (აიდს-ის, იმუნოდეპრესანტების და სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებისას).
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი:
არასაკმარისი კლინიკური კვლევების გამო პრეპარატის ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება არ არის რეკომენდებული. ომეპრაზოლის გამოყენების აუცილებლობისას ლაქტაციის პერიოდში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა. ასევე დაუშვებელია მისი გამოყენება ბავშვებში.
სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზემოქმედება:
პაციენტებმა, რომლებსაც პრეპარატის გამოყენებისას აღენიშნებათ ძილიანობა, სისუსტე ან სხვა არასასურველი ეფექტები ცნს-ს მხრივ, საჭიროა სატრანსპორტო საშულებების მართვისას სიფრთხილის ზომები დაიცვან.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ომეპრაზოლმა შესაძლებელია შეაფერხოს დიაზეპამის, ვარფარინის, ფენიტოინის და სხვა იმ სამკურნალო საშუალებების გამოყოფა, რომლებიც მეტაბოლიზდებიან ღვიძლში დაჟანგვის გზით. ჯანმრთელ პირებში თეოფილინსა და პროპრანოლოლს შორის ურთიერთქმედება არ ვლინდება, მაგრამ შესაძლებელია აუცილებელი გახდეს ამ პრეპარატების დოზის დაქვეითება.
იმდენად, რამდენადაც ომეპრაზოლი კუჭში ძლიერად და ხანგრძლივად თრგუნავს მარილმჟავას სეკრეციას, თეორიულად შესაძლებელია იმ მედიკამენტების შეწოვის დაქვეითება, რომელთა აბსორბციისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს კუჭის წვენის მჟავიანობას (მაგ. კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ამპიცილინი, რკინის მარილები). კლინიკურ კვლევებში ანტაციდები გამოიყენებოდა ომეპრაზოლთან ერთად.
ომეპრაზოლით მკურნალობის პერიოდში თავი უნდა შევიკავოთ ალკოჰოლის მიღებისა და თამბაქოს მოწევისაგან, ვინაიდან ისინი აღიზიანებენ კუჭის ლორწოვანს, რაც იწვევს პრეპარატის შეწოვის შემცირებას, რის შედეგაც გამოჯანმრთელების პერიოდი ხანგრძლივდება.
ჭარბი დოზირება:
არ არსებობს მონაცემები პრეპარატის ჭარბი დოზირების შესახებ. პაციენტები კარგად იტანენ დღეში 360 მგ ომეპრაზოლს. სპეციფიკური ანტიდოტი არ მოიპოვება. იგი მყარად უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, ამიტომ ცუდათ ექვემდებარება დიალიზს. ჭარბი დოზირების შემთხვევაში მკურნალობა სიმპტომატურია და სასიცოცხლო ფუნქციების შემანარჩუნებელი.
მიღების წესი და დოზირება:
ომეპრაზოლი მიიღება ჭამამდე ან ჭამის შემდეგ. კაფსულები მიიღება მთლიანად, სითხის მიყოლებით.
კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულის დროს ომეპრაზოლი ინიშნება 20 მგ-ის ოდენობით (1 კაფსულა) ჭამის დროს ან ჭამამდე ერთხელ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში დოზას ზრდიან 2 კაფსულამდე (40 მგ) ერთხელ დღეში. 12-გოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობის კურსი შეადგენს არანაკლებ 4 კვირას, ხოლო კუჭის წყლულის დროს – 6-8 კვირას.
ომეპრაზოლით მკურნალობის მოკლე კურსით (1-2 კვირა), რომლის დროსაც იგი მიიღება 20 მგ-ის ოდენობით მკურნალობენ გასტრიტს, ჰიპერაციდულობას, გაღიზიანებული კუჭის სიმპტომატიკას.
Hელიცობაცტერ პყლორის ინფექციის დროს გამოიყენება შემდეგი სქემა: 20-40 მგ ომეპრაზოლი დღეში 750 მგ ამოქსიცილთან კომბინაციაში 2-ჯერ დღეში 2 კვირის განმავლობაში.
ზოლინგერ-ელისონის სინდრომის დროს საწყისი დოზა შეადგენს 60 მგ-ს ერთხელ დღეში, დოზა შესაძლებელია გავზარდოთ 120 მგ-მდე 3-ჯერ დღეში. იმ შემთხვევაში, როდესაც დოზა აჭარბებს 80 მგ-ს, რეკომენდებულია მისი დილას და საღამოს მიღება.
რეფლუქს-ეზოფაგიტის და წყლულოვანი ეზოფაგიტის დროს ომეპრაზოლი მიიღება 20-40 მგ-ის ოდენობით 4-8 კვირის განმავლობაში.
ომეპრაზოლი პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება 40 მგ-ის ოდენობით საღამოს და ოპერაციამდე 1-4 სთ-ით ადრე.
ღვიძლის ფუნქციის უკმარისობით შეპყრობილ პაციენტებში ომეპრაზოლის რეკომენდებული დოზაა დღეში 20 მგ. თუ გამოტოვებულ იქნა მორიგი დოზა, საჭიროა მკურნალობის გაგრძელება ადრე დანიშნული დოზებით, საჭიროებისას კი ექიმთან კონსულტაცია.
გვერდითი მოვლენები:
ომეპრაზოლს ჩვეულებრივ კარგად იტანენ პაციენტები, შედარებით ხშირად გვხვდება შემდეგი გვერდითი მოველენები – ფაღარათი, თავის ტკივილი, კანზე გამონაყარი. აღნიშნული გვერდითი მოვლენები შესაძლოა იმდენად მძიმე იყოს, რომ საჭირო გახდეს პრეპარატის მიღების შეწყვეტა. ხანდახან მძიმე ფორმის დაავადებით შეპყრობილ პაციენტებში აღინიშნება ცნს-ზე პრეპარატის ზემოქმედება, ცნობიერების ხანმოკლე დაბინდვა. ართრალგია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა და სხვა გვერდითი მოვლენები პრეპარატის მიღებისას იშვიათად აღინიშნება. თუ გამოვლინდა გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ვარგისიანობის ვადა:
აღნიშნულია შეფუთვაზე. მასზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ არის დასაშვები.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე.
შეფუთვა:
20 მგ კაფსულა #10 და #30 შეფუთვაში.
მწარმოებელი:
“ოლაინფარმა” (ლატვია)