პკ-მერცი - PK-MERZ - ПК-МЕРЦ
საერთაშორისო დასახელება:
AMANTADINE
მწარმოებელი: MERZ PHARMA, გერმანია
მოქმედი ნივთიერება: ამანტადინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
პარკინსონიზმის საწინააღმდეგო საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.
1 ტაბ.
ამანტადინის სულფატი ....... 100 მგ
საინფუზიო ხსნარი: ფლაკონში 500 მლ, შეფუთვაში 2 ც.
1 ფლ.
ამანტადინის სულფატი ......... 200 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, კარტოფილის სახამებელი, ჟელატინი, ლაქტოზა, პოლივინილპიროლიდონი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, ტიტანის ოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, პოლიამინომეთაკრილატი, ყვითელი-ნარინჯისფერი საღებავი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი ასტიმულირებს დოფამინის გამოყოფას ნეირონული დეპოებიდან და ზრდის დოფამინერგული რეცეპტორების მგრძნობელობას მედიატორისადმი (დოფამინისადმი); შესაბამისად, ბაზალურ განგლიებში დოფამინის წარმოქმნის შემცირების მიუხედავად, ნეიროფიზიოლოგიური პროცესები ნორმალურად მიმდინარეობს. პრეპარატი აქვეითებს ცენტრალური ნერვული სისტემის მოტორულ ნეირონებში იმპულსების გენერაციას.
ამანტადინის სულფატს გააჩნია ნეიროპროტექტული მოქმედება. ამცირებს Ca2+ ნაკადს უჯრედში, აინჰიბირებს ნეირონების რღვევას. აგზნების ტრანსმიტერული სისტემის დათრგუნვით, substansia nigra-ს ნეირონებში უზრუნველყოფს დოფამინის მეტაბოლიზმის შენარჩუნებას და corpus striatum-ში აღადგენს აგზნებისა და შეკავების პროცესებს შორის წონასწორობას.
ჩვენებები:
- პარკინსონის მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების (მათ შორის აკინეტიკური კრიზის) ინტენსიური პირველადი მკურნალობა;
- პერორალური თერაპიის დროებით შეწყვეტა;
- ცნობიერების დაკარგვა ქალა-ტვინის ტრავმის შედეგად;
- ნარკოზიდან შენელებული გამოსვლა;
- ნევრალგია სარტყლისებური ჰერპესის დროს.
მიღების წესი და დოზირება:
ტაბლეტები
დოზირების რეჟიმი ინდივიუდალურია. პრეპარატი ინიშნება ჭამის შემდეგ. მკურნალობა იწყება შემდეგნაირად:
პირველ სამი დღე 1 ტაბლეტი დღეში, მომდევნო დღეებში დოზა იზრდება და შეადგენს 2 ტაბლეტს დღეში. შესაძლებელია დოზის შემდგომი გაზრდა კვირაში 1 ტაბლეტით.
პარკინსონიზმის კომბინირებული მკურნალობის შემთხვევაში დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად უკანასკნელი დოზის მიღება რეკომენდებულია დღის მეორე ნახევარში, ვახშმამდე.
ხანდაზმულებში, განსაკუთრებით კი პაციენტებში აგზნებით, არეული ცნობიერებით,პრედელირით და დელირით, საჭიროა პრეპარატის მცირე დოზებით დანიშვნა.
საინექციო ხსნარი
დოზირების რეჟიმი ინდივიდუალურია. ზოგადად ინიშნება 500 მლ 1-2-ჯერ დღეში. შესაძლებელია დოზა გაიზარდოს 500 მლ 3-ჯერ დღეში. ინფუზიის ხანგრძლივობა შეადგენს 3 სთ-ს (55 წვეთი/წუთში).
თირკმლის ფუნქციის დარღვევისას გამოიყენება დოზირების შემდეგი სქემა:
გლომერული |
დოზირება(მგ) |
დოზირების |
80-60 |
100 |
12 სთ |
60-50 |
200 ან 100 |
ყოველ მეორე დღეს |
50-30 |
100 |
24 სთ |
30-20 |
200 |
კვირაში 2-ჯერ |
20-10 |
100 |
კვირაში 3-ჯერ |
<10 |
200-100 |
კვირაში ერთხელ ან |
მძიმე შემთხვევებში (აკინეტიკური კრიზის დროს) შესაძლებელია დოზის გაზრდა რისკის შეფასების გათვალისწინებით.
გვერდითი მოვლენები:
♦ მხედველობითი ჰალუცინაციებით მიმდინარე ფსიქიკური აშლილობა, მოტორული ან ფსიქიკური აგზნება, შარდის შეკავება წინამდებარე ჯირკვლის ადენომის მქონე პაციენტებში, გულის უკმარისობა.
♦ იშვიათად - არითმია, ტაქიკარდია, გულისრევა, პირის სიმშრალე, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა.
♦ ძალიან იშვიათად - ზედა და ქვედა კიდურების კანის მოლურჯო შეფერილობა, მხედველობის დაქვეითება.
უკუჩვენებები:
* პრეპარატისადმი მომატებული მგრძნობელობა. გულის დეკომპენსირებული უკმარისობა (IV კლასი NYHA მიხედვით), კარდიომიოპათია და მიოკარდიტი, AV ბლოკადა II და III ხარისხის, ბრადიკარდია (გულის შეკუმშვათა სიხშირე წუთში 55-ზე ნაკლები), გახანგრძლივებული QT ინტერვალი, ანამნეზში პარკუჭოვანი არითმია, ბუდიპინის ან QT ინტერვალის გამახანგრძლივებელი სხვა პრეპარატების ერთდროული მიღება;
* პკ-მერცის საინფუზიო ხსნარი არ გამოიყენება პაციენტებში თირკმლის მწვავე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი <10მლ/წთ);
* შედარებითი უკუჩვენება: გლაუკომა, წინამდებარე ჯირკვლის ადენომა, ფსიქომოტორული აგზნება, ანამნეზში დელირიუმი და პრედელირიუმი, ფსიქოზი, ეპილეფსია, თირეოტოქსიკოზი, ღვიძლისა და თირკმლის მწვავე და ქრონიკული დაავადებები;
* ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
განსაკუთრებული მითითებები:
◄ არ შეიძლება პკ-მერცის მიღების უეცარი შეწყვეტა, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომების გაუარესება. გულის უკმარისობის ან დარღვეული სისხლის მიმოქცევის მქონე პაციენტები პკ-მერცით მკურნალობის დროს უნდა იმყოფებოდნენ ექიმის დაკვირვების ქვეშ.
◄ ხანდაზმულებში, განსაკუთრებით კი პაციენტებში აგზნებით, არეული ცნობიერებით, პრედელირიუმით და დელირიუმით, საჭიროა პრეპარატის მცირე დოზებით დანიშვნა.
◄ პრეპარატმა შეიძლება დააქვეითოს კონცენტრაციის უნარი და რეაგირების სიჩქარე, შესაბამისად ავტომანქანისა და სხვა მექანიზმების მართვისას საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა.
◄ მკურნალობის დროს არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
- ისეთ შარდმდენებთან ერთდროულმა მიღებამ, რომელიც წარმოადგენს ტრიამტერენისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციას, შესაძლებელია გამოიწვიოს პლაზმაში ამანტადინის კონცენტრაციის ცვლილება.
- პარკინსონიზმის საწინააღმდეგო პრეპარატებთან კომბინირებული თერაპიისას, შესაძლებელია საჭირო გახდეს სხვა მედიკამენტების დოზის ან მთლიანად კომბინაციის შეცვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გაძლიერდეს ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიც არის ეკზოგენური ფსიქოზი.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე. გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეფუთვა დაუზიანებელია და სითხე გამჭვირვალეა.