მიღება სარეზიდენტო პროგრამაზე - კარდიოლოგია

ს.ს. ”კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი”

 

აცხადებს მიღებას სარეზიდენტო პროგრამაზე - კარდიოლოგია.

 

საკონკურსო პირობები:

სარეზიდენტო პროგრამის კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა იმ პირს, ვისაც აქვს დიპლომირებული მედიკოსის ხარისხი, ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა სპეციალობით „სამკურნალო საქმე“ და მოპოვებული აქვს რეზიდენტურის მაძიებლის სტატუსი (შემდგომში - „მაძიებელი“).

მაძიებელმა კონკურსზე დასაშვებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლი;
  • ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების სპეციალობის მაძიებლის სერტიფიკატის ასლი;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • რეზიუმე (CV).

შერჩეული კანდიდატურები  გაივლიან ტესტურ გამოცდას ინგლისურ ენაში (B2 დონე), გამოცდას და გასაუბრებას შესაბამისი დარგის პროგრამის ფარგლებში.  

სწავლის ღირებულება: თვეში 500 ლარი.

 

საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით, 2023 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით, მისამართზე:  [email protected].

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პროგრამის დასახელებაწინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

 

გამოაგზავნეთ რეზიუმე