ს.ს. ”კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი” აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე:
უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღელესი ეკონომიკური განთლება;
ფინანსური აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით MS Exel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
სასურველია Power BI და SQL პროგრამების ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
კლინიკის სხვადასხვა ფინანსური მაჩვენებლების დამუშავება, ანალიზი,
მინიმალური ანაზღაურების პორტალზე სამედიცინო პერსონალის ანაზღაურების ატვირთვა,
სხვადასხვა ფინანსური მონაცემების შესახებ ყოველდღიური და ყოველთვიური რეპორტების მომზადება.
უნარ–ჩვევები:
ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზის უნარი;
მკაცრად განსაზღვრულ ვადებში ეფექტურად მუშაობის უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელ. მისამართზე: [email protected] არაუგვიანეს 20 ნოემბერისა.
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
ცენტრის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.kirurgia.ge