რა უნდა ვიცოდეთ ფიბრომიალგიის სიმპტომების შესახებ?

ფიბრომიალგია

ფიბრომიალგია დაავადებაა, რომელსაც კუნთების ტკივილი ახასიათებს.

ქრონიკული სინდრომია, რომელიც იწვევს როგორც ფიზიკურ ტკივილს, ასევე ფსიქიკურ აშლილობას. სიმპტომები დროთა განმავლობაში ჩნდება და შემდეგ ქრება – მწვავდება ფიზიკური ან ემოციური სტრესის დროს.

სიმპტომები მოიცავს ძლიერ ტკივილს და იმ დონის დაღლილობას, რომ პაციენტს აღენიშნებოდეს დისკომფორტი ყოველდღიურ ცხოვრებაში. აღსანიშნავია, რომ დაავადება არ იწვევს სახსრის ან კუნთის ანთებას.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, აშშ–ში 18 წლის და ზემოთ ასაკში მყოფი დაახლოებით 5 მილიონი ზრდასრული ფიბრომიალგიით იტანჯება და პაციენტთა 80–90% ქალბატონია.
ფიბრომიალგიის სიმპტომებია:
• მთელი სხეულის ტკივილი;
• ტკივილი და დაჭიმულობა ყბის არეში;
• სახის კუნთების ტკივილი;
• დილით კუნთისა და სახსრის დაჭიმულობა;
• თავის ტკივილი;
• გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
• ტკივილი მენსტრუაციის დროს;
• ხელებისა და ფეხების დაბუჟება;
• მოუსვენარი ფეხების სინდრომი;
• სიცივისა და სიცხის მიმართ სენსიტიურობა;
• მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები;
• დაღლილობა.
ასევე შესაძლებელია გამოვლინდეს: მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები, გულისრევა, წონაში მომატება, თავბრუსხვევა, გაციებისა თუ გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, კანის პრობლემები, დეპრესია და შფოთვა, სუნთქვის გაძნელება.
დაავადების ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია. რისკ–ფაქტორებია:
• სტრესი, როცა ადამიანი ემოციურ ან ფიზიკურ ტრავმას იღებს;
• რევმატოიდული ართრიტი ან სხვა ტიპის ავტოიმუნური დაავადება;
• ცენტრალური ნერვული სისტემის პრობლემები.
ფიბრომიალგია შესაძლოა იყოს მემკვიდრეობითი. ქალბატონებს, რომელთა ნათესავებსაც ფიბრომიალგია აქვთ, დაავადების განვითარების დიდი რისკის წინაშე არიან. ამასთან, რისკის წინაშე არიან ისინი, ვისაც აწუხებთ რევმატოიდული ართრიტი, მჭამელა ან სხვა ტიპის რევმატოიდული დაავადებები.

წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 19 აპრილს გორის რაიონის სოფელ ძევერაში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას  ჩაატარებს!

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 19 აპრილს გორის რაიონის სოფელ ძევერაში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას ჩაატარებს!

ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ კიდევ ერთი საჩუქარი რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას.

ანევრიზმის დახშობა ერთი ჩხვლეტით – ქირურგებმა უიშვიათესი პათოლოგია დაამარცხეს!

ანევრიზმის დახშობა ერთი ჩხვლეტით – ქირურგებმა უიშვიათესი პათოლოგია დაამარცხეს!

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს მომართა 43 წლის პაციენტმა. პაციენტი უჩიოდა ძლიერ ტკივილს მუცლის არეში.