რით ვკვებოთ ტვინი?

ტვინი

ტვინზე ზრუნვის ერთ–ერთი საშუალება ჯანსაღი კვების რაციონია.

ტვინის ფუნქციონირებისა და მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა თხილეული. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, თუ ხმელთაშუა ზღვის დიეტაში თხილეულს ჩართავთ, თავს დაიცავთ შემეცნებითი ფუნქციის ასაკობრივი დაქვეითებისგან.

ნაშრომზე მუშაობდნენ ლომა ლინდას უნივერსიტეტის მეცნიერები.
მკვლევარები განმარტავენ, რომ თხილეულში დიდი რაოდენობითაა ფლავონოიდები. ანტიოქსიდანტი, რომელიც ფლობს ანთებისა და კიბოს საწინააღმდეგო თვისებებს. კვლევის ავტორები განმარტავენ, რომ ფლავონოიდებმა შესაძლოა შეაღწიონ ტვინის არეში სახელწოდებით ჰიპოკამპუსი, რომელიც პასუხისმგებელია სწავლასა და მეხსიერებაზე. მკვლევარებმა შეისწავლეს იმ მონაწილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც რეგულარულად მიირთმევდნენ ნუშს, კეშიუს (თხილის სახეობა), მიწის თხილს, ნიგოზს. მკვლევარებმა გამოიყენეს ელექტროენცეფალოგრამა. კვლევამ ცხადყო, რომ მიწის თხილში ძლიერია დელტა რეაქცია. გამა ტალღა კი ასოცირებულია ინფორმაციის აღქმაზე, გადამუშავებასა და დამახსოვრებაზე. დელტა ტალღა კი დაკავშირებულია ჯანსაღ იმუნურ რეაქციაზე. დელტა და გამა ტალღები დიდი რაოდენობით იყო პეკანში, ამერიკული ჯიშის ნიგოზში.
ხოლო ანტიოქსიდანტების დიდი რაოდენობაა ნიგოზში.

წყარო ...


კლინიკის სიახლეები

თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიისა და ნეიროქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიისა და ნეიროქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს 3, 4 და ასევე 10, 11 და 12 ივნისს სამუშაო ვიზიტით ეწვევა თურქეთში მოღვაწე ნეიროქირურგი, პროფესორი თუნჩ კოჩი.

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

PET/CT, ანუ პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფია ბირთვული მედიცინის კვლევის მეთოდია, რომელიც უალტერნატივოა კიბოს დიაგნოსტირებაში.