ქირურგიის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ სანკტ–პეტერბურგის საუნივერსიტეტო კლინიკის ქირურგის უფასო კონსულტაციას ყბა–სახის მიმართულებით

ქირურგიის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ სანკტ–პეტერბურგის საუნივერსიტეტო კლინიკის ქირურგის უფასო კონსულტაციას ყბა–სახის მიმართულებით

ჩვენს კლინიკას პარასკევს, 23 თებერვალს, ეწვევა ყბა–სახის ქირურგი გურამ მაღრაძე.

ბატონი გურამი სანკტ–პეტერბურგის საუნივერსიტეტო კლინიკის ყბა–სახის ქირურგიის განყოფილების გამგე და მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატია.

შეგახსენებთ, რომ მან ქირურგიის ეროვნულ ცენტრში უნიკალური ოპერაციები ჩაატარა (ორთოგნათიული ოპერაცია – 3D დაგეგმარებით ოსტეოტომია, ბისაგიტალური ოსტეოტომია; ყბებისა და სახის ძვლების ოსტეოპლასტიკა მიკროქირურგიული ტექნიკის გამოყენებით), ხოლო ამჯერად მოსახლეობას უფასო კონსულტაციას სთავაზობს ჩვენს კლინიკაში.
თუ გაწუხებთ გარკვეული ჩივილები ყბა–სახის ქირურგიული მიმართულებით, შეგიძლიათ მომართოთ ქირურგიის ეროვნულ ცენტრს და

ისარგებლოთ უნიკალური შესაძლებლობით. უფასო კონსულტაცია დაგეგმილია პარასკევს, 23 თებერვალს, 10:00–დან 14:00 საათამდე.
მიმდინარეობს პაციენტთა ჩაწერა კონსულტაციაზე!

თუ გსურთ აღნიშნული აქციით სარგებლობა, გთხოვთ, წინასწარ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ქოლ–ცენტრს შემდეგ ნომრებზე 577 119 119 ან 2 02 25 25!

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

დაგვირეკეთ