12 მაისი ექთნების საერთაშორისო დღეა
1974 წლიდან ყოველი წლის 12 მაისს მსოფლიო ექთნების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ექთნების პროფესიულ დღედ ეს თარიღი ფლორენს ნაითინგელის პატივსაცემად გამოცხადდა. ეს გახლდათ ქალბატონი, რომელმაც საექთნო საქმეს, როგორც პროფესიას, საფუძველი ჩაუყარა, ორგანიზებულ სექტორად აქცია და უდიდესი წვლილი შეიტანა მის განვითარებაში.
კორონავირუსის პანდემიის ფონზე, კიდევ უფრო ცხადი გახდა, რამხელა მნიშვნელობა აქვს მედ-პერსონალის თავდაუზოგავ შრომასა და პროფესიონალიზმს. სწორედ ექთნები და ექიმები იბრძვიან ფრონტის წინა ხაზზე დღევანდელი მთავარი სამედიცინო გამოწვევის, COVID19-ის წინააღმდეგ, ამიტომ მათი ღვაწლი ნამდვილად შეუფასებელია. ,,ვიზრუნოთ მსოფლიოზე ჯანმრთელობისთვის“ - Nursing the world to health - ეს ფრაზა გახლდათ წლევანდელი სლოგანი, რომელიც ნათლად გამოხატავს ექთნების მნიშვნელობას პაციენტებზე ზრუნვისა და გამოჯანმრთელების საკითხში.
სამედიცინო სისტემაში ექთნები უდიდეს როლს თამაშობენ. მათ გარეშე, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია კლინიკის ფუნქციონირება. სამედიცინო პერსონალის უდიდესი დამსახურებაა ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და კლინიკა ,,ახალი სიცოცლის“ წარმატებული მუშაობაც.
ექთნების საერთაშორისო დღეს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში უკვე მე-6 წელია აღნიშნავენ, მადლობის ნიშნად გარკვეული საჩუქრებითა და სიგელებით აჯილდოებენ მათ და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს ასახელებენ.
კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, თეა გამეზარდაშვილმა და კლინიკურმა დირაქტორმა, ნიკოლოზ ჩადუნელმა მადლობა გადაუხადეს შეკრებილ ექთნებს თავდაუზოგავი შრომისა და კლინიკის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის და ნომინაციებში გამარჯვებულები გამოავლინეს.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ,,დეპარტამენტის წლის საუკეთესო ექთანი“ გახდა:
- ფიქრია მგალობლიშვილი;
- ანასტასია ისაევა;
- მაკა მამადაშვილი;
- ნინო ყაზარაშვილი;
- რიმა კოვალიოვა;
- ნინო თურმანიძე;
- ხატია ჯავახიშვილი;
- ეკატერინე ჯიქია;
- ხათუნა აბულაძე;
- ეკა ლასურაშვილი;
- ლავანდა დავითაია;
- თეა ლონგურაშვვილილ
- თეა წიკლაური;
- ნაზი ნადირაძე.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ,,დეპარტამენტის საუკეთესო ექთნის დამხმარე“ გახდა:
- მაგდა მაჭავარიანი;
- ანი ნაზარაშვილი;
- ლალი სადაღაშვილი;
- ანა გოგიაშვილი;
- მაია აფციაური;
- ციალა ხითარიძე;
- მადონა ბუღაძე.
მადლობის სიგელი გადაეცათ დეპარტამენტის უფროს ექთნებს:
- ნათია წოწორია;
- ქეთევან ქვრივიშვილი;
- ხათუნა პაპაშვილი;
- მაია ცისკარიშვილი;
- ნანა ხარშილაძე;
- ნათია მელუა;
- ლალი ჩადუნელი;
- მაკა თოფჩიშვილი.
მადლობის სიგელი გადაეცათ სუპერვაიზერებს:
- ლელა სუდაძეს;
- მანანა მეგრელიშვილის;
- ნათია ამისულაშვილის.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა ,,ახალი სიცოცხლის“ ,,დეპარტამენტის წლის საუკეთესო ექთანი“ გახდა:
- მანანა მაღალაშვილი;
- თამარ შათირიშვილი;
- ნინო ოქრუაშვილი;
- ინგა მერაბიშვილი;
- ნათელა ღარიბაშვილი;
- ლიზა ბადალოვა;
- მედეა ყველაშვილი;
- ნინო ვარდანაშვილი;
- შორენა ცაგურია;
- ჟანა ტამბოლიანი;
- ნინო ლაზრიშვილი.
ხოლო ,,დეპარტამენტის საუკეთესო ექთნის დამხმარე“:
- ლალი მერაბაშვილი;
- ქეთი წელაური;
- თეა ხიზანიშვილი;
- თამუნა ყველაშილი;
- ნინო ხრიკული.
მადლობის სიგელი გადაეცათ დეპარტამენტის უფროს ექთნებს:
- ირმა კენიაშვილის;
- ქეთევან მსხილაძეს;
- ნატალია გულდამაშვილის;
- თინათინ ვარდანიშვილის;
- მადონა გომართელის;
- მადონა მაცაცაშვილის;
- ეკატერინე ბერუაშვილის.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი და კლინიკა ,,ახალი სიცოცხლე“ ულოცავს ექთნებს და მადლობას უხდის მათ გაწეული ფასდაუდებელი სამსახურისთვის!
გისურვებთ ჯანმრთელობას!