12 მაისს მსოფლიო ექთნების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
პროფესიულ დღესასწაულს აღნიშნავენ ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის და მისი კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ წარმატებულ ფუნქციონირებაში დიდი წვლილი მიუძღვის საექთნო სამსახურს.
საექთნო საქმე წარმოადგენს დამოუკიდებელ საქმიანობას, რომლის ძირითადი მიზანია ყველა ასაკობრივი ჯგუფის პაციენტთა კვალიფიციური მოვლა და სამკურნალო ღონისძიებათა შესრულება. ჩვენი კლინიკების ექთნები თითოეულ პაციენტზე ისევე ზრუნავენ, როგორც საკუთარი ოჯახის წევრზე, სწორედ ამიტომ მათი ერთ–ერთი მთავარი ღირსება პროფესიონალიზმთან ერთად პაციენტებისადმი დამოკიდებულებაა.
უამრავი მადლიერი პაციენტი გვყავს და ექიმებთან ერთად ლომის წილი ექთნებზეა. როგორც ამბობენ, ექიმები კლინიკის ტვინია, ექთნები – კლინიკის გული! ქირურგიის ეროვნული ცენტრის და კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ საექთნო სამსახური თავისი პროფესიონალიზმით, საკუთარი საქმისადმი დიდი სიყვარულით, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით, პაციენტებისა და კოლეგებისადმი კეთილგანწყობით ქმნის წარმატებული საქმიანობის გარანტიას.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მთავარი ექთანია ქალბატონი ქეთევან ქოქიაური, ხოლო „ახალი სიცოცხლის თინათინ ვარდანაშვილი.
ორივე კლინიკა მრავალპროფილურია, ფუნქციონირებს უამრავი სერვისი, შესაბამისად, ყველა ექთნის დღე იწყება ერთნაირი სისტემით და შემდეგ მათი მოვალეობიდან და დეპარტამენტის სპეციფიკიდან გამომდინარე იცვლება, ხდება მრავალფეროვანი.
დღეის მონაცემებით, ქირურგიის ეროვნული ცენტრის და კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ საექთნო სამსახურში დასაქმებულია 400–მდე ექთანი და ექთნის დამხმარე.
აღსანიშნავია, რომ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში წარმატებით ხორციელდება ექთნების სასწავლო კურსები. ხარისხიანი და ეფექტური სამედიცინო სერვისების უზრუნველსაყოფად კლინიკაში შექმნილია „უწყვეტი საექთნო სწავლების სამსახური“.
კლინიკაში ფუნქციონირებს სასწავლო ოთახი, სადაც შესაძლებელია მულაჟზე ჩატარდეს პრაქტიკული მეცადინეობები, პრაქტიკული უნარ–ჩვევების დახვეწა (ყველა სახის ინექცია, სანირება, კათეტერიზება და სხვა). პროექტის კურატორია ნინო ჩუბინიძე.
ექთნების საერთაშორისო დღე 1974 წლიდან აღინიშნება.
ექთნების საერთაშორისო საბჭომ (ICN) მიიღო გადაწყვეტილება, რომ ექთნების საერთაშორიო დღედ გამოცხადებულიყო ფლორენს ნაითინგელის დაბადების დღე, 12 მაისი. ეს არის ქალბატონი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საექთნო საქმის, როგორც პროფესიის ჩამოყალიბებას და განვითარებას.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი და ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ გილოცავთ ექთნების საერთაშორისო დღეს!
გისურვებთ ჯანმრთელობას!