დიალიზის ექთნების მომზადების უფასო კურსი

დიალიზის ექთნების მომზადების უფასო კურსი

დასაქმების შესაძლებლობა ქირურგიის ეროვნულ ცენტრში

კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი აცხადებს მსმენელთა მიღებას დიალიზის ექთნების მომზადების და პრაქტიკული სტაჟირების  უფასო კურსზე. წარჩინებულ  კურსდამთავრებულებს ექნებათ დასაქმების შესაძლებლობა ქირურგიის ეროვნულ ცენტრში.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ მიიღონ ექთნად მუშაობისათვის აუცილებელი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, დაეუფლონ ყველა იმ უნარ-ჩვევას, რომელიც საჭიროა მათი პროფესიული წინსვლისა და განვითარებისათვის, იმუშაონ მაღალკვალიფიციურ სამედიცინო პერსონალთან ერთად და გაეცნონ მულტიპროფილური კლინიკის საქმიანობას, სადაც მკურნალობა და დიაგნოსტირება თანამედროვე ტექნოლოგიებითა და  სტანდარტებით მიმდინარეობს.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველა იმ კანდიდატს, რომელსაც აქვს დიპლომი საექთნო საქმეში და  არის უფლებამოსილი  იმუშაოს ექთნად. დამწყებთათვის ხელშეწყობის მიზნით, პროგრამაში მონაწილეობის უფლება ეძლევათ აგრეთვე არასრული უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე კანდიდატებსაც, კერძოდ კი, სტუდენტებს VII სემესტრიდან.  

 

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:  https://forms.gle/ZEbF12AhNmEQfeiX9

კითხვები არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: +995 577 119 119 ან +995 322 02 25 25

 

ქ. თბილისი, დიღომი ჩაჩავას №7

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!