რა ასაკის მამაკაცები არიან განსაკუთრებული რისკის ქვეშ?
სტატიაში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი უერთდება და მხარს უჭერს იმ ღონისძიებებს, რომლებიც ემსახურება საზოგადოებრივი განათლებისა და ცნობიერების ამაღლებას სიმსივნის პრევენციის, დაავადების გამოვლენის და მკურნალობის საკითხებში.
კლინიკა უერთდება ამ საერთაშორისო დღეს და აცხადებს სიმსივნესთან ბრძოლის კვირეულს!
პროსტატის (წინამდებარე ჯირკვლის) კიბო ავთვისებიანი სიმსივნეა და მამაკაცთა სიმსივნურ პათოლოგიებში ყველაზე გავრცელებული დაავადება.
კიბოს წარმოშობის მიზეზები და რისკ-ფაქტორები
მას, ისევე როგორც სხვა ტიპის სიმსივნის წარმოშობის ზუსტი მიზეზი უცნობია. რისკ-ფაქტორებს კი, განეკუთვნება:
- ქრონიკული ინფექციური დაავადებები;
- გენეტიკური ფაქტორი;
- თამბაქოსა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;
- არაჯანსაღი კვების რაციონი;
- ასაკთან დაკავშირებული ჰორმონული ფონის დარღვევები.
როგორ ამოვიცნოთ პროსტატის კიბოს სიმპტომები?
მისი ამოცნობა რთულია, რადგან მიმდინარეობს ჩუმად, ვერაგულად. საწყის სტადიაზე რაიმე სპეციფიური სიმპტომი არ გააჩნია. აღსანიშნავია, რომ საწყის ეტაპზე სიმპტომკომპლექსი დიდად არ განსხვავდება ჩვეულებრივი ადენომის ჩივილებისგან. პაციენტს აქვს ისეთი დიზურიული მოვლენები, როგორიცაა:
- გახშირებული შარდვა;
- ნიქტურია (ღამის შარდვა);
- სტრანგურია (მტკივნეული შარდვა);
- შარდის ნაკადის მოდუნება;
- მოშარდვის შემდეგ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა;
- შარდვის სრული შეკავება;
- სისხლიანი შარდვა;
- ტკივილი წელისა და შორისის მიდამოში.
რა ასაკის მამაკაცები ავადდებიან
პროსტატის კიბოთი ძირითადად, 50-დან 70 წლამდე ასაკის მამაკაცები ავადობენ, თუმცა ამ ვერაგი დაავადებისგან არც 50 წლამდე ან 70 წელს გადაცილებულები არიან დაზღვეულები.
მისი პროგრესირება და მეტასტაზირება ახალგაზრდა ასაკში ძალიან სწრაფად და მძიმედ მიმდინარეობს. პრევენციის მიზნით აუცილებელია, 50-დან 70 წლამდე ასაკის მამაკაცმა წელიწადში ერთხელ ჩაიტაროს პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის (PSA) განსაზღვრა სისხლში, საშარდე სისტემის ექოსკოპია, შარდის ანალიზი და ისარგებლოს უროლოგის კონსულტაციით.
დიაგნოსტირება ქირურგიის ეროვნულ ცენტრში
კლინიკა „ქირურგიის ეროვნულ ცენტრში“ პროსტატის კიბოს ვიკვლევთ ონკომარკერის, პსა (PSA) საშუალებით, ონკომარკერის დარღვევის გამოვლენისას პაციენტს ვუტარებთ ბიოფსიურ კვლევას. დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ პაციენტს ესაჭიროება მცირე მენჯის მაგნიტურ-რეზონანსული კონტრასტული კვლევა, ასევე მუცლის ღრუს ექოსკოპია, გულმკერდის ღრუს კონტრასტული კომპიუტერული ტომოგრაფია და რენტგენოლოგიური გამოკვლევა. ამასთან, რექტალური გამოკვლევა (თითით).
ქირურგიის ეროვნული ცენტრი აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით, დაკომპლექტებულია გამოცდილი და კვალიფიციური უროლოგებით. ყველა კვლევა წარმოებს ერთ სივრცეში.
რატომ არის აუცილებელი პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის ( PSA) განსაზღვრა?
იგი პროსტატის სპეციფიკური ონკომარკერია. მისი მატება სისხლის შრატში შეიძლება გამოიწვიოს პროსტატის არაკეთილთვისებიანმა სიმსივნემ, წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანმა ჰიპერპლაზიამ ან ანთებამ.
პროსტატის კიბოს მკურნალობა
მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, ავადმყოფობის მიმდინარეობაზე. როდესაც საქმე გვაქვს შორსწასულ სიმსივნურ პროცესთან ვიყენებთ კონსერვატულ მკურნალობას, ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ხოლო ადრეულ სტადიაზე სიმსივნური წარმონაქმნისა და მის ირგვლივ მდებარე ლიმფური კვანძების ამოკვეთის მიზნით, პაციენტს ვთავაზობთ ქირურგიულ ოპერაციას როგორც ღია წესით, ისე ლაპარასკოპიული მიდგომით.
პროსტატის კიბოს სკრინინგი
სამწუხაროდ, საქართველოში ეს დიაგნოზი ხშირია. სწორედ ამიტომ ქირურგიის ეროვნული ცენტრი ყველა მამაკაცს, განსაკუთრებით კი, 50 წელს გადაცილებულებს, მხოლოდ 1 კვირით, 8 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით, სრულიად საქართველოს მოსახლეობის ბატონებს, სთავაზობს აქციას წინამდებარე ჯირკვლის სრულფასოვანი კვლევისთვის. სკრინინგით სარგებლობა შეუძლია მოსახლეობის იმ ნაწილსაც, ვინც ვერ სარგებლობს თბილისის მერიის პროგრამის ხელშეწყობით (როგორც თბილისის, ისე რეგიონის მოსახლეობას)!
კლინიკის ინიციატივით, 50-70 წლის მამაკაცებს უფასოდ ვთავაზობთ სისხლში სპეციფიკური ანტიგენის (PSA) განსაზღვრას.
სკრინინგით სარგებლობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ქოლცენტრის საკონტაქტო ნომერზე: 577 119 119 ან 2 02 25 25.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
რა აინტერესებთ პაციენტებს
კონსულტაცია ონკოლოგთან
კითხვა: გამარჯობათ, გავარკვიე დედაჩემის დაავადება და ეს არის ნათხემის ჭიის რეციდივული ასტროციტომა, საშიშია თუ არა ეს დაავადება, იკურნება თუ არა ეს დაავადება დედაჩემს გადატანილი დაავადება აქვს:ბავშვობის ინფექციური დაავადებები
ხალიდან მელანომამდე
კითხვა: გამარჯობა ათი წელია მაქვს ამ პერიოდის განმავლობაში მქონდა უმნიშვნელო ქავილი და მკვეთრი მოძრაობის დროს დაჭიმულობა .ეს ბოლო ხანები თითქოს გამუქდა და ოდნავ მოიმატა ზომაში ფორმა მრგვალია ოდნავ ქერცლიანი 6 7 მმ ზომის .სანამ ექიმს ვაჩვენებ გთხოვთ მიპასუხოთ შეიძლება რომ.ეს ხალი უკვე მელანომად იყოს გადაგვარებული გარედან არ ქონდეს მნიშვნელოვანი ცვლილებები და სხეულში იყოს ჩაზრდილი? ძალიან ვნერვიულობ
ონკოლოგია
კითხვა: მოგესალმებით, მაინტერესებს ონკოლოგიის მიერ დანიშნული პრეპარატი ჰიდრეა 500_ის ხანგრძლივი მიღება 2სტადიის ლეიკემიას თუ კურნავს.უკუჩვენებები მითხარით.hn43
მელანომა
კითხვა: გამარჯობათ წლების წინ გამიჩნდა ხალები ტანზე ყოველ წელს მემატება რომელიც მექავება ის იზრდება და მუქდება გთხოვთ ამიხსნათ მიზეზი და რომელ ექიმს მივაკითხო?
სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე
კითხვა: მაქვს სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე 1 სტადია გავრცელების პროცენტი მაქვს30 გავიკეთე ოპერაცია და ვიტარებ ქიმიოთერაპიას გთხოვთ ამიხსნათ რამდენად დაექვემდებარება მკურნალობას მითხრეს რომ გავრცელების პროცენტი მაღალია
ქიმიოთერაპია
კითხვა: ქიმიოთერაპიის დროს შესაძლებელია რომ თმა არ გასცვივდეს ადამიანს? და თუ ეს მოხდა ე.ი.ქიმიოთერაპია უშედეგოა?