ქიმიოთერაპია - ონკოლოგია

კითხვა: ქიმიოთერაპიის დროს შესაძლებელია რომ თმა არ გასცვივდეს ადამიანს? და თუ ეს მოხდა ე.ი.ქიმიოთერაპია უშედეგოა?
პასუხი:

მოგესალმებით,
ქიმიოპრეპარატების გვერდითი ეფექტები უპირველესად სისხლის ფორმულაზე აისახება. ამიტომაცაა საჭირო მონიტორინგი, ექიმთან მუდმივი კავშირი და ყოველკვირეული ვიზიტი.
ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენებია გულისრევა, დიარეა, ყაბზობა და თმის ცვენა. თუმცა ყველა პრეპარატი ერთნაირად არ იწვევს ამ გართულებებს ,ასევე შესაძლებელია ,რომ თმის ცვენის დამახასიათებელი პროცესი ,ყველა პრეპარატის გამოყენებას არ ახლდეს თან ,თუმცა ეს არ ნიშნავს ,რომ ქიმიოთერაპიის კურსმა უშედეგოდ ჩაიარა, ქიმიოთერაპიისათვის ამჟამად გამოიყენება ახალი თაობის მედიკამენტები, ანტიემეტური (ღებინების საწინააღმდეგო) პრეპარატებიც წინამორბედებთან შედარებით გაცილებით ძლიერი და ეფექტურია და თუ პაციენტი ზუსტად ასრულებს ექიმის მითითებებს, შესაძლოა ინტოქსიკაციური გამოვლინებებიც მინიმუმამდე დავიდეს.
გირჩევთ, აუცილებლად გაითვალისწინოთ მკურნალი ექიმის მითითებები.
თუ გსურთ ალტერნატიული აზრის მოსმენა, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ონკოქირურგის უფასო კონსულტაციაზე სამშაბათს.
აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 202 25 25.
გმადლობთ რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა