მოგესალმებით,
ზოგადად, ყველაზე საშიში ხალი, იგივე ნევუსი სამედიცინო თვალსაზრისით არის თმიანი ხალი, მით უმეტეს, თუ იგი ზომაში იზრდება.
აუცილებელია, მოხდეს მისი დიფერენცირება მელანომასთან.
მელანომა ავთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც აგრესიულობით გამოირჩევა. ის იშვიათი, თუმცა რთული დაავადებაა.
დიაგნოსტირების მიზნით კეთდება შემდეგი კვლევები:
- სიასკოპია - ხალის ბუნების დიაგნოსტიკა;
- პუნქციური ბიოფსია;
- ციტოლოგიური კვლევა.
რა თქმა უნდა, ონკოლოგის რეკომენდაციის გარეშე, ტატუირების გაკეთება არ შეიძლება. სხვა შემთხვევაში შესაძლოა, სრულიად უვნებელი ხალი გაღიზიანდეს და გადაიქცეს მელანომად.
გირჩევთ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ონკოლოგთან კონსულტაციაზე. ექიმი–სპეციალისტი ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და გაგცემთ კორექტულ პასუხს დაავადების შესახებ.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/29
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!